Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის პრეზიდენტი – რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა დამოკიდებულია, როდის გაიყვანს ის ჯარებს...

სირიის პრეზიდენტი – რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა დამოკიდებულია, როდის გაიყვანს ის ჯარებს სირიის მიწიდან და შეწყვეტს ტერორისტების მხარდაჭერას

86

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დამოკიდებულია, როდის გაიყვანს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯარებს სირიის მიწიდან და შეწყვეტს ტერორისტების მხარდაჭერას, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა.

სირიის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის გამართვა მიზანშეწონილი არ არის, თუ პირისპირ კონტაქტი გარკვეულ შედეგებს არ მოიტანს.

ბაშარ ასადმა ასევე ისაუბრა უკრაინაში კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომს დასავლეთის სახელით აწარმოებს.

„მჯერა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავებული ფორმით. ვგულისხმობ, მსოფლიო ომები ადრე ტრადიციული იყო. ზოგიერთი ერის ჯარი იბრძოდა სხვების წინააღმდეგ, მაგრამ ახლა თანამედროვე იარაღის, განსაკუთრებით, ბირთვული იარაღის გამო, ისინი თავს იკავებენ ტრადიციული ომისგან, ამიტომ ომები მარიონეტული ომებისკენ მიდის. ამიტომაც აწარმოებს ზელენსკი ომს დასავლეთის სახელით თავისი არმიით, რაც, რა თქმა უნდა, ნაცისტურია. იგივეა ტერორისტებთან დაკავშირებით – ისინი არიან არმიები, რომლებსაც დასავლეთი იყენებს სირიასა და სხვა რეგიონებში“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here