Home ახალი ამბები საქართველო შურისძიება მოდის!

შურისძიება მოდის!

954

კიევში არსებობს რესტორანბარიოფენზივა“, რომელიც ინტერნეტში ასე იძებნება: Арт-бар “Офензива” Restaurant. Перший мемно-мілітарний арт-бар у столиці, вул. Межигірська 20. Нижній Вал 37/20, Kyiv, Ukraine. რით გაითქვა სახელი ამ დაწესებულებამ? მხოლოდ და მხოლოდ კანიბალიზმით. დიახ, დიახ, არც მოგეჩვენათ და არც მოგესმათ, კანიბალიზმით. როგორ, ოცდამეერთე საუკუნეში მართლმადიდებელ უკრაინაში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიღაც რესტორანი კლიენტებს ადამიანის ხორცისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს?!გაიკვირებთ თქვენ. თავად განსაჯეთ: რესტორანში ერთერთი კერძის დასახელებაა  სტეიკი მარია დუგინა“,  ტერორისტების მიერ მუხანათურად აფეთქებული რუსი ჟურნალისტი გოგონას სახელი.

წარმოიდგინეთ, ოდესაღაც ყველა ჩვენგანისთვის საყვარელ და ულამაზეს კიევში არსებობს რესტორანი, რომელიც ამ საშინელებას კადრულობს და (უფრო უარესი) არსებობენ ადამიანები, რომლებიც რესტორანში საღამოს ატარებენ, ტერორისტების მსხვერპლი რუსი გოგონას “ხორცს” მიირთმევენ, სასმელს შეექცევიან და “პატრიოტულ” ვნებებს იკმაყოფილებენ. დამეთანხმებით, რომ ადამიანის ხორცის ეს სიმბოლური მირთმევა რაღაცით აღემატება კანიბალიზმს, ანუ ადამიანის ხორცის რეალურად მირთმევას. ამავე რესტორანმა, როგორც ირკვევა, კლიენტებს უკვე შესთავაზა ახალი კერძი – კროკუს  სიტი.  ეს 22 მარტს მოსკოვში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა დაცინვის ჭეშმარიტად სატანური გამოვლენაა, რომელიც ნათელი დასტურია იმისა,  სადამდე შეუძლია დაცემა ადამის მოდგმას. უბედურება კი ისაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონკრეტულ ადამიანთა გადაგვარებაზე მეტად საზოგადოების, სახელმწიფოებისა და სისტემების გადაგვარებასთან , რადგან ყოველივე ამის უკან სწორედ ისინი დგანან.

დონალდ ტრამპმა 2016 წელს განაცხადა: “მათ შექმნეს „ისლამური სახელმწიფო“, ბარაკ  ობამამ და ჰილარი კლინტონმა  ერთად შექმნეს ტერორისტული სახელმწიფო”. დავანებოთ თავი იმ ფაქტს, რომ ტერორი, ძალადობა, სახელმწიფო გადატრიალებები და ე.წ. ფერადი რევოლუციები აშშ-ის საგარეო ურთიერთობების შემადგენელი ოფიციალური ინსტრუმენტები და მექანიზმებია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი ალაპარაკდა სრულიად ახალ თვისებრივ მოცემულობაზე – ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. სახელმწიფო, რომელიც  ქმნის და პოლიტიკურ ცხოვრებაში იყენებს ცალკეულ ტერორისტებს ან ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებს, ტერორიზმისთვის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გვევლინება, მაგრამ ესა თუ ის სახელმწიფო სადმე ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და მის ექსპლოატაციას თუ იწყებს, ასეთი სახელმწიფო, პირველ რიგში, თავად არის ტერორისტული სახელმწიფო. დონალდ ტრამპის ნათქვამი ამ მწარე ფაქტის აღიარება და დადასტურებაა. ტრამპს ახალი არაფერი უთქვამს,  აშშ ტერორისტულ სახელმწიფოდ  რომ  ჩამოყალიბდა, მსოფლიომ ისედაც იცოდა, მაგრამ, ზესახელმწიფოს პრეზიდენტი ამგვარ აღიარებას როდესაც აკეთებს, ამას, რა თქმა უნდა, სულ სხვა რეზონანსი აქვს. აშშის პოლიტიკა მსოფლიო კიბოა, საერთაშორისო ტერორი კი მისი მეტასტაზებია, რომლეიც დედამიწის ხან ერთ წერტილში ამოჰყოფს თავს, ხან მეორეში.  ეს უვერაგესი მოვლენა, მართალია, ზოგჯერ კონტროლიდან გადიოდა და ბუმერანგივით უკან მიუბრუნდებოდათ ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, მაინც მათ სამსახურში იდგა.

არ უნდა მტკიცება, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ეს სენსაციური აღიარება უფრო თამამი აზროვნებისა და მსჯელობის უფლებას გვაძლევს. აშშ-მა გაცილებით ადრე, სანამ  უსამა  ბინ ლადენსა და „ალ-ქაიდას“ შექმნიდა და  ტერორისტულ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებდა, შექმნა (1949 წ.) ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ანუ ნატო ჰქვია. შედარებით ანალიზს თუ ჩავატარებთ, “ისლამური სახელმწიფო“ ნატოსთან შედარებით ბავშვების სათამაშო იყო, რომელიც დაფინანსებისა და შეიარაღების მასშტაბებით მასთან ახლოსაც ვერ მიდიოდა.

ტერაქტი კროკუს სიტი ჰოლში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ უამრავი ოპერაცია ჩაატარა გაეროს უშიშროების რეზოლუციის გარეშე, ანუ თვითნებურად. ამას ერთადერთი სახელი ჰქვია – სამხედრო დანაშაული, ხოლო ის, რაც ნატომ გასული საუკუნის მიწურულს იუგოსლავიაში მოიმოქმედა, სამხედრო დანაშაულსაც აღემატება. ეს იყო სახელმწიფოს დაშლისა და განადგურების ოპერაცია, ომლისთვისაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა და არც შეიძლებოდა, რომ არსებულიყო. ეს იყო ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე ჩადენილი ბანდიტური (ტერორისტული) ქმედება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტარდებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში – ერაყ, ლიბიაში, ეგვიპტეში, ტუნის, სირიაში და სხვ. დაწყებული ჩეჩნეთით და დამთავრებული კროკუს სიტი ჰოლით, ყველა  ტერორისტული აქტი, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ამერიკული სპეცსამსახურების  მოწყობილი იყო. აშშ-ის სპეცსამსახურებმა  ააფეთქეს  ბალტიის ზღვის  ფსკერზე ბუნებრივი აირის მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი. ამერიკულ სპეცსამსახურებამდე  მიდის სუბმარინაკურსკის ჩაძირვისა და ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენის ტრაგიკული მოვლენებიც. ამ თამამ განცხადებებს იქიდან გამომდინარე ვაკეთებ, რომ ამგვარი უმძლავრესი ტერორისტული მანქანის ამუშავებას ვერანაირი ტერორისტული დაჯგუფება  ვერ შეძლებდა, ეს მასშტაბები მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზეა შესაძლებელი. ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ განაცხადა, ამ შემთხვევებში მხოლოდ იმ ლოგიკით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, ვის ინტერესებში შედის ამ საშინელებათა ჩადენა, არამედ იმ ლოგიკითაც,  ვის შეუძლია მისი განხორციელება. შეიძლება  ვინმეს გაუჩნდეს კიდეც ბარენცის ზღვაში წყალქვეშა გემის ჩაძირვის, ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის აფეთქების ან ნიუიორკის ცათამბჯენებისთვის თვითმფრინავების შეჯახების სურვილი, მაგრამ ვის შეუძლია ამ ჯოჯოხეთური სურვილის განხორციელება? ვერც ერთი ტერორისტული დაჯგუფება ამ მასშტაბის ბოროტმოქმედებას ტექნიკურად ვერ განახორციელებს, ამის ჩადენა მხოლოდ უძლიერესი სახელმწიფოების ძალისხმევით თუ მოხერხდება. ვის სჭირდება და ვის შეუძლია? აი, ამ ორ შეკითხვას, ამ ორ პარამეტრს შორისაა საძებნი საერთაშორისო ტერორიზმის ლოგიკაც და დამნაშავეც. ამ ლოგიკიდან ამოვარდნილი ჩანს ნიუ-იორკის 2001 წლის საშინელი ტერაქტი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ გავითვალისწინებთ იმ მრავალრიცხოვან და მასშტაბურ ოპერაციებს, რომლებიც ამერიკელებმა ნიუიორკის ტრაგედიის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გაროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით განახორციელეს, ნიუიორკის ტრაგედიაც სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, როგორც დიდი უსამართლობის, მართალია, ყურით მოთრეული, მაგრამ მაინც ერთგვარი (ხელოვნური) საბაბი.

ახლა შევადაროთ ერთმანეთს ამერიკის ტრაგედიის დროს პუტინისა და რუსეთის ტრაგედიის დროს ბაიდენის საქციელები. აი, როგორ აფასებდა პუტინის საქციელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პრესმდივანი არი ფლეიშერი: “იმ დღეს პრეზიდენტი პუტინი ფანტასტიკურად იქცეოდა. 11 სექტემბერს ამერიკას არ ჰყავდა უკეთესი მოკავშირე, ვიდრე რუსეთი და პუტინი”. ბაიდენი კი პუტინს არც დალაპარაკებია. ამერიკელმა ჟურნალისტმა სტივენ გარდნერმა განაცხადა: “პირველი, რაც ამერიკელებმა თქვეს, არის ის, რომ მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტთან უკრაინა არ არის დაკავშირებული. ეს იმას გვახსენებს, როცა ბაიდენმა წინა დღით ბრძანება გასცა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების შესახებ, მეორე დღეს კი მისი გარემოცვა აცხადებდა: ჩვენ არ ვიცით, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინელებს არ გაუკეთებიათო. ფაქტია, რომ ამერიკელებმა ტერორი სახელმწიფოებრივ მექანიზმად აქციეს, რაც უაღრესად საშიში მოვლენაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვისი ხელით განხორციელდა 22 მარტის საშინელი ტრაგედია – დაქირავებული ტაჯიკების, უკრაინელი ფაშისტების თუ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების, მთავარი ის არის, რომ მის უკან დგას სახელმწიფო, რომელიც რუსეთთან ომს უკანასკნელ უკრაინელამდე აპირებს და ამ უბინძურეს საქმეში ორმოცდაათამდე სახელმწიფო ჰყავს ჩართული. ნატოს შემადგენლობაში დღეს ოფიციალურად ოცდაათი სახელმწიფოა, მაგრამ ალიანსს მიტმასნილი სახელმწიფოების რაოდენობა ოფიციალურს თითქმის ორჯერ აღემატება.  ამ დანაშაულებრივ ბლოკს არაოფიციალურად აშშ განკარგავს. კონდრატე თათარაშვილის (უიარაღო) დიდებული მოთხრობის ფინალი მახსენდება, როდესაც უკვე აჯანყებულ მახმუტბიის (ხვიჩა) ალაჰსა და მის წინასწარმეტყველს შეახსენებენ, მაგრამ მოგონებააშლილ და საკუთარ თავში თითქოს ხელახლა დაბადებულ მამელუკისთვის ეს ცნებები უკვე აღარაფერს ნიშნავდა: “შენს ალლაჰსაც და შენს წინასწარმეტყველსაც…… სად არის ან ერთი ან მეორე?! უსამართლობაა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრეობა მისი წინასწარმეტყველი!” რამდენიმე საუკუნის წინანდელი ეს ისტორია ზუსტად ესადაგება დღევანდელ აშშ-სა და ნატოს, სადაც პირველი მსოფლიო უსამართლობის, მეორე კი მსოფლიო ძალმომრეობის სიმბოლოა.

ვლადიმერ პუტინმა ტერაქტის შემდეგ რუსი ხალხისადმი მიმართვაში ერთ რამეს გაუსვა ხაზი: “Подозреваемые пытались скрыться в сторону Украины, где для них, по предварительным данным, было создано окно для перехода границы”. ეს რაზე მეტყველებს? არამხოლოდ იმაზე, რომ ამ საქმეში უკრაინელი ფაშისტების ხელი ურევია, არამედ, პირველ რიგში, იმაზე, რომ ამ ბარბაროსობის უკან ამერიკელები დგანან, ვინაიდან უკრაინაში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება ამერიკელთა უშუალო მონაწილეობისა და მათი კარნახის გარეშე. პუტინმა ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის  წინადადებაც თქვა: “Мы столкнулись с подготовленным массовым убийством мирных людей. Это показательная казнь. Все исполнители, организаторы и заказчики понесут наказание. Мы установим и покараем каждого. Повторю, мы установим и покараем каждого, кто стоит за спиной террористов, кто готовил это злодеяние, этот удар по России, по нашему народу!”

შურისძიება აუცილებლად იქნება, თანაც არამხოლოდ რუსეთისგან, არამედ უზენაესისგანაც, რადგან წერია: “ჩემია შურისძიება და საზღაური იმ დროისთვის, როდესაც მათი ფეხი სრიალდება, რადგან მოახლოებულია მათი უბედურების დღე და მალე მოვა მათი განწირულობა!”

ვალერი კვარაცხელია                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here