Home ახალი ამბები საქართველო შურისძიება… მიცვალებულზე

შურისძიება… მიცვალებულზე

მაინც ამოვთხრი, ანუ სისასტიკე, რომელიც დიაგნოზად გამოდგება

641
„მაინც ამოვთხრი!“ - მსახიობი ზეიკო ბოცვაძე. კადრი ფილმიდან „მონანიება“

უამრავი პრობლემა დგას საქართველოს წინაშედაწყებული სოციალურით, დამთავრებული  ტერიტორიული მთლიანობით, მაგრამ მათ შორის ყველაზე მწვავე ფსიქიკისა და ზნეობის პრობლემა მგონია. ამას წინათ ერთ თავყრილობაზე მოვხვდი. შეკრებილთა შორის ერთმა მითხრა, როგორც იქნა, უცხოპლანეტელებზე გავედი და მათთან რეგულარული შეხვედრები მაქვსო; მეორემ კი, არც მეტი, არც ნაკლები, პუტინი მე დავარწმუნე, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყოო. დაახლოებით ორმოცდაათ ადამიანში ერთი უცხოპლანეტელების მეგობარი, მეორე კი პუტინის მრჩეველი რომ აღმოჩნდება, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ  მთლად სახარბიელო საზოგადოებრივი ცნობიერება არ გვაქვს.

სიგიჟემ დაგვრია ხელი, ეროვნულმა სიგიჟემ.

ახლა სიძულვილი ნახეთ. ოცდაათი წელიწადია, რაც სიძულვილი გაბატონდა. თანდათანობით ილევა და ქრება სიყვარული, ზნეობა უზნეობამ ჩაანაცვლა, სიკეთის ადგილი ბოროტებამ დაიკავა.

სხვა პრობლემაც ვნახოთ: ცრუ პატრიოტიზმმა წალეკა ქვეყანაფეისბუპატრიოტიზმმა. ხომ გახსოვთ პერიოდი, როდესაც აკადემიას, უნივერსიტეტს, სტადიონს, კინოს, თეატრს – ყველას ერთად ეროვნული რომ უწოდეს?! საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას – საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს კი – საქართველოს ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი და ა.შ. ამ ჩამონათვალის გაგრძლება დაუსრულებლად შეიძლება. რის მაქნისია ასეთ შემთხვევებში სიტყვა “ეროვნული”? “საქართველოსი” “ეროვნულს” არ ნიშნავს? რა საჭიროა უაზრო გამეორება და ეროვნულით გაუთავებელი აპელირება? თქმა იმისა, რომ ეს ევროპაშიც ასეა, გამართლება არ არის. რაც სწორი არ არის, ის არც აქ არის სწორი, არც ევროპაში და არც სადმე სხვაგან. ამგვარმა “პატრიოტიზმმა” ქვეყანას ვერაფერი არგო, ადამიანებს კი ერთმანეთთან დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და თაობიდან თაობისთვის გადაცემული სიძულვილი მოგვიტანა. სიძულვილით გაიჟღინთა მთელი ერი.  შეიხედეთ ე.წ. სოციალურ ქსელებში და აღმოაჩენთ უკიდეგანო ნიაღვარს ერთმანეთის ჩაქოლვისა და მოსპობის სურვილისა.  ამ ღვარძლსა და სიძულვილში ფსევდოპატრიოტიზმსა და ნაციზმში გადასული სულისკვეთება გამოსჭვივის, მაგრამ არ არის ეს მხოლოდ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენებული სიძულვილი, ეს უფრო მასშტაბური, უფრო ყოვლისმომცველი სიძულვილია, რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულში გადავიდა, ყველა სოციალური ჯგუფი მოიცვა და ლამის ოჯახებში შეაღწიოს. ის ვითარებაა შექმნილი, როდესაც ადამიანებს საკითხის გარკვევა არ აინტერესებთ. აქ ადგილი არ რჩება კამათისთვის, დისკუსიისთვის, ჭეშმარიტებამდე მისვლის სურვილისთვის. აქ მხოლოდ ერთი მიზანი ჩანს – მოწინააღმდეგის განადგურება შეურაცხყოფით, ლანძღვა-გინებით, ცილისწამებით, გულისტკენით, მუქარით, ძალადობით, დაუნდობლობით. სოციალური ქსელები ამის შესაძლებლობას რომ იძლეოდეს, ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ნამდვილ, გააფთრებულ, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებებში გადაიზრდებოდა და დიდი სისხლი დაიღვრებოდა. ეს ტრაგედიაა, ნამდვილი ეროვნული ტრაგედია, რომლის შედეგები ჯერ კიდევ არ ჩანს მთელი სისავსით, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოჩნდება.

ცალკე გამოვყოფ სისასტიკეს, რომელიც მართლაც შემაშფოთებელია. ამ თემაზე მსჯელობისას თავს კონკრეტული მაგალითის მოხმობის უფლებასაც მივცემ, მაგრამ იქამდე მინდა, შეგახსენოთ  თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი “მონანიება” , რომელიც არამხოლოდ ისტორიული და გამოგონილი ფაქტების სისასტიკით, არამედ სათქმელის მაყურებლამდე მიტანის მხატვრული ხერხებისა და გადაწყვეტის სისასტიკითაც არის შემზარავი. ამ ფილმის დევიზია: “ისევ ამოვთხრი!” ფილმის ფაბულა მთავარი მოქმედი გმირის იმ გადაწყვეტილებაზეა აგებული, რომ გარდაცვლილს, რომელსაც ცოდვა აქვს ჩადენილი, მიწა არ აღირსოს და ამ გზით (დაუმარხავობით) განახორციელოს მისი წამება (წვალება). ეს ფილმიც გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან წამოსული ცრუპატრიოტიზმის შემადგენელი ნაწილი იყო, თანაც უაღრესად ეფექტური და მნიშვნელოვანი.

რამდენად შეესაბამება სასჯელის ეს ფორმა, ერთი მხრივ, ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო გაგებას, მეორე მხრივ კი – ქრისტიანულ მორალს? რისთვის არსებობენ შეგონებები, თუკი ისინი ადამიანებზე გავლენას ვერ ახდენენ?!

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ!”

საკუთარ თავს ნურაფერს აპატიებ, სხვას კი ყველაფერი შეუნდე!”

მტერს მიტევებით მეგობრად აქცევ!”

მტრისთვის მიტევება სისუსტის კი არა, ძლიერებისა და სულიერების ნიშანია!”

ვინმეს თუ მიტევება უჭირს, გაიხსენოს, რომ ქრისტიანია!”

შემწყნარებელი ვიყოთ მტრის მიმართ, რათა იგივე მივიღოთ ღვთისგან!”

როგორ იტყვი, უფალო შემიწყალე, როდესაც შენ თვითონ არ ხარ შემწყნარებელი?”

სხვას თუ არ მიუტევებ, ამით მას ვერაფერს დააკლებ, საკუთარ თავს ავნებ!”

ყველა ამქვეყნიური კანონი აუტანელი გახდებოდა, მათ მიტევება რომ არ ამსუბუქებდეს!”

სისასტიკე, რომელსაც ფილმის ეს (ამომთხრელი) პერსონაჟი ავლენს, არ ჩამოუვარდება იმ პერსონაჟის (ვარლამ არავიძის) ცოდვებს, ვის წინააღმდეგაც (სიკვდილის შემდეგ) ეს სისასტიკე გამოიყენება.

ფილმის ფინალში კი მამის ცხედარი შვილმა ამოთხარა (დააკვირდით: სასჯელის ზომად კვლავ ამოთხრაა გამოყენებული) და უფსკრულში მოისროლა. ქრისტიანული მორალის მაქსიმა მიტევებას კი არ გვასწავლის (თუმცა არც ეს იქნებოდა ცოტა), მტრობის წილ სიყვარულის მიგებას გვასწავლის: გიყვარდეს მტერი შენი!” ფილმის მორალი არათუ არ აკმაყოფილებს (არ შეესაბამება) ქრისტიანული მორალის ამ გასაოცარ სიმაღლეს, საერთოდ არ მიდის ამ მიმართულებით, პირიქით, საფუძველშივე ეწინააღმდეგება და მთლიანად ანგრევს ამ მორალს.

რატომ მიმოვიხილავ თითქმის ორმოცი წლის წინათ გადაღებულ და ათასჯერ გადაღეჭილ ფილმს დღეს, რამ გამახსენა იგი? სისასტიკის გამოვლენის ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა, რომელიც ომებითა და ცოდვა-ტერორით სავსე თანამედროვეობაშიც კი ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის. უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის, თენგიზ კიტოვანის, გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელებში აწეული სიძულვილისა და სისასტიკის გამოვლენამ, მართალი გითხრათ, შემძრა. რა მოგველის იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ წინააღმდეგ ვინმე სადმე რამე სახის პროვოკაციას დაგეგმავს?! გავუძლებთ ამ სიმძიმეს, შევძლებთ საკუთარ ვნებებზე თუნდაც ოდნავ მაღლა დადგომას თუპატრიოტულიაღტყინებით ვეკვეთებით ერთმანეთს ბაზალეთის (1626 .) ან თბილისის (1991-92 წწ.) ძმათამკვლელი ომების დარად?! იმ სიძულვილითა და სისასტიკით გაჟღენთილი ხალხი, რომელიც ამ დღეებში გამოვლინდა, ბაზალეთისა და თბილისის ტრაგედიებს არ დასჯერდება და უფრო შორსაც წავა. ის, რაც ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ტრიალებდა, არ არის ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის მოქმედების შეფასება, ეს არც კრიტიკაა, არც გაკიცხვა და დაგმობაა, არც წყევლა და ანათემაა, ეს თავშეუკავებლობასა და ბარბაროსობაში გამართული დოღი და შეჯიბრია; ყოვლისმკადრებლობით თავის წარმოჩენის მაზოხისტური სიამოვნებაა; ცრუპატრიოტული აღტყინების გულისამრევი ფორმაა; მიცვალებულზე შურისძიების შემზარავი გამოვლენაა! ეს სისასტიკეა, რომელსაც  არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება! რაც ახლა მოგახსენეთ, ამის პასუხად არ გამოდგება ის, რომ თენგიზ კიტოვანი სახელმწიფო გადატრიალების მთავარი მოქმედი პერსონაჟი იყო; არც ის, რომ მან უარყოფითი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში; არც ის, რომ მან უღალატა პრეზიდენტ გამსახურდიას და ა.შ. ქცევის რაღაც საზღვრები ხომ შვილმკვდარი დედისთვისაც არსებობს, თუნდაც შვილის მკვლელთან დამოკიდებულებაში.ყველაფერს შესაბამისი ფორმა და შინაარსი გააჩნია. ყველაფერს წესებ აქვს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდება. მტერთან ურთიერთობასაც წესი აქვს, შურისძიებასაც წესი აქვს, ომსაც წესი აქვს. “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!” – ეს ხომ გენიალური ქართული რომანიდანაა. საიდან მოიტანდა ჭაბუა ამ სიბრძნეს, თუ არა მისი ხალხის ცხოვრების წესიდან?! ეს სიბრძნე და ღირსება ჩანს თენგიზ კიტოვანის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელებში ატეხილ ალიაქოთსა და უბედურებაში? სამწუხაროდ, არ ჩანს! სამაგიეროდ, სისასტიკე, უწესობა და ველურობა ჩანს, სერიოზულად დაავადებული ეროვნული ფსიქოლოგია და ცნობიერება ჩანს!

ის, რის შესახებაც მოგახსენებთ, თენგიზ კიტოვანისთვის ცოდვათა შემსუბუქების მცდელობა კი არ არის, ამ ცოდვების საზოგადოებრივ აღქმა-შეფასებებში გამოვლენილ მძიმე სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გულისტკივილია, რომელიც, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სრულიად  ერზე ვრცელდებოდეს, მაგრამ ის (თუნდაც მცირე) ნაწილიც ხომ ჩვენია და ჩვენ ვართ?! ის მცირე ნაწილიც ხომ ერის არაჯანსაღ მდგომარეობას ავლენს?! ეს ის სისასტიკეა, ერის სულიერი მდგომარეობის დიაგნოზად რომ გამოდგება.

კაცმა რომ თქვას, მე კი არ ვთქვი ის, რაც ვთქვი, გამეორება ვცადე იმისი, რაც დაწერილია: შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: “ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი” (რომაელთა 12:19-20).

ვალერი კვარაცხელია                                                                             

P.S. სი ძინპინისა და ბაიდენისა შეხვედრის შემდეგ აშშის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის სტილში გააკეთა განცხადება: სი ძინპინი დიქტატორია! მომისმინეთ, ის ხომ მართლაც დიქტატორია. ეს ხომ ის ბიჭია, რომელი კომუნისტურ სახელმწიფოს მართავს, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან.

პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნათქვამში მთლად  არისტოტელეს ლოგიკა იგრძნობაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ, ის ლოგიკა მაინც ჩანს, ფილმ “მონანიებაში” რომ გვასწავლეს თენგიზ აბულაძემ და ედუარდ შევარდნაძემ, –  მაინც ამოვთხრი!

ვ. კ.

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here