Home ახალი ამბები მსოფლიო შოტლანდიელები ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ემზადებიან

შოტლანდიელები ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ემზადებიან

134

შოტლანდიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი პარტია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლას მოითხოვს. 

შოტლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა ალექს სალმინდმა მაისში გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებისგან ახალი პარტია შექმნა. ამ ნაბიჯმა დაარტყა ნიკოლა სტერჯენისა და მისი ნაციონალური პარტიის ამბიციებს, მაგრამ გაზარდა შოტლანდიის დამოუკიდელობის გამოცხადების შანსი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა არაერთხელ უარყო მოწოდება, ჩაეტარებინათ რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ. 2014 წლის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა სურდა, მაგრამ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

6 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს შოტლანდიელებისთვის, რადგან მასში დამოუკიდებლობის მომხრე მეტი დეპუტატი აღმოჩნდება.

news-front.info-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here