Home ახალი ამბები მსოფლიო შოიგუმ პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ მოახსენა

შოიგუმ პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ მოახსენა

უკრაინა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან უკანდახეულ სამხედრო ქვედანაყოფებს ვეღარ მართავს

35

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან უკანდახეულ სამხედრო ნაწილებზე მართვა დაკარგა, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ მართვის სადავეები დაკარგა უკანდახეულ ქვედანაყოფებზე _ მე-10 სამთო-მოიერიშე, 72-ე და 115-ე მექანიზებულ ბრიგადებზე, აგრეთვე, ტერიტორიულ თავდაცვის 118-ე ბრიგადაზე”, _  განმარტეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.

რფ-ის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ მოახსენა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here