მთავარი პოლიტიკა კითხვები, რომლებიც გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის გამოსვლის შემდეგ

კითხვები, რომლებიც გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის გამოსვლის შემდეგ

483
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

არ შეიძლება მივცეთ საშუალება, ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის!” _ ბრძანეთ თქვენ 5 ნოემბრის მიმართვაში და საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ერთ წელიწადში გაასწორებთ მართვის ყველა ხარვეზს. გვსურს, ამ საკითხებზე რამდენიმე კითხვა დაგისვათ და ყურადღებით მოვისმენთ თქვენს პასუხებს:

* თვლით თუ არა, რომ მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველის ზნეობისა და ცხოვრების წესის საფუძველს და უნდა იყოს თუ არა ასე და არა სხვაგვარად?

* თვლით თუ არა, რომ მართლმადიდებლობას დღეს დაცვა სჭირდება, პრინციპულად და საქმით და არა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით?

* მიგაჩნიათ თუ არამართვის ხარვეზადსკოლებიდან გოგებაშვილისდედა ენისამოღება? აღადგენთ პირველკლასელებისთვის გოგებაშვილისეულიდედა ენითსწავლებას?

* შეცვლით თუ არა სასკოლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენთან ბავშვი ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის სულისკვეთებით იზრდებოდეს და არა ყოველგვარი უმსგავსობისადმი “რა კარგია”-ს სულისკვეთებით?

* გვაძლევთ პირობას, რომ სახელმწიფო უარს იტყვის ტრადიციული ოჯახის ნგრევაზე ვითომ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის საბაბით და არ დაუშვებს იუვენალური იუსტიციის შემოღებით ბავშვის ოჯახისგან ჩამოშორებას და ბავშვის აღზრდისგან ოჯახის ჩამოშორებას?

* გვაძლევთ პირობას, რომ ვაზის სამშობლოში არ იქნება ნარკოტიკების პლანტაციები?

* გვაძლევთ პირობას, რომ აკრძალავთ ნარკოტიკების მოხმარებას და, საერთოდ, ნარკოტიკების პროპაგანდას ყველანაირი ფორმით (ახალახან გადაღებული ქართული ფილმიდაბოლილი ნასოსითუ ნახეთ)?

* გვაძლევთ პირობას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანაში არ იქნება კაზინოებად და ტოტალიზატორებად წოდებული ცოდვის ბუდეები?

* შეზღუდავთ მამათმავლებისა და სხვა ათასი ჯურის უკუღმართების განუკითხავ პარპაშს, მათთვის აქ თავშესაფრის მიცემასა და სასათბურე პირობების შექმნას?

* აღკვეთავთ საქართველოს მოქალაქეობის განუკითხავად დარიგებას უცხოელებისთვის?

* აღკვეთავთ ქართული მიწის მიყიდვას უცხოელებისთვის?

* შეზღუდავთ თუ არა იმიგრაციას?

* მიუხედავად დეკლარირებული ეკონომიკური ზრდისა, რატომ იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი, ფასები პროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა (დაანონსებულია მორიგი ზრდა) და სხვა ყველაფერზე და არ იზრდება ხელფასები, რიგითი ადამიანის შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოსახლეობის ხარჯებისა და შემოსავლების მიმართ რადიკალურადაა შესაცვლელი სახელმწიფო პოლიტიკა? თუ შესაცვლელია, კონკრეტულად როგორ?

* გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში შემოსულ იმპორტში ათი ყველაზე მეტი ოდენობის საქონლიდან ათივე კვების პროდუქტია: ხორბალი, ფქვილი, ხორცი, ზეთი, ხახვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი და ა.შ. ამასთანავე, მაღაზიაში, მაგალითად, ქართული პომიდორი ღირს 6 ლარი, იმპორტირებული _ 3 ლარი. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არანორმალურია და რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, თვითონვე აწარმოოს კვების ძირითადი პროდუქტები? აპირებთ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კარდინალურად შეცვლას?

* ახლახანღვინის ეროვნულმა სააგენტომგამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელ ქვეყანაში რამდენი ბოთლი ღვინო გავიტანეთ. ანგარიშში საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად მოხსენიებულია ქვეყნები, რომლებშიც 33 ათასიდან 300-400 ათასამდე ბოთლი ღვინო გავიდა. სულ ჩამოთვლილია ცხრამეტი ქვეყანა, მათგან თვრამეტ ქვეყანაში გატანილია, საერთო ჯამში, 19.5 მილიონი ბოთლი, ხოლო მეცხრამეტე ქვეყანაში _ რუსეთში გატანილია 42 მილიონ 300 ათასი ბოთლი, .., ყველა დანარჩენთან შედარებით ორჯერ მეტი, მაგრამ რატომღაც რუსეთი სტრატეგიულ ბაზრებს შორის არ მოიხსენიება. ასეთი მიდგომა ნორმალურად და ქვეყნის ეკონომიკისთვის სარგებლიანად მიგაჩნიათ?

* ფიქრობთ თუ არა, რომ შეიმუშაოთ საკანონმდებლო მექანიზმი, რათა ეროვნულმა ბანკმა საქართველოში არსებული ქართული საწარმოები დააკრედიტოს ლარით და ამ გზით განავითაროთ ადგილობრივი წარმოება?

* აპირებთ თუ არა, რომ ბანკების საქმიანობა, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, მოაქციოთ მკაცრი სახელწიფო კონტროლის ქვეშ და ჩააყენოთ ისინი ქართული ეკონომიკის სამსახურში?

* აპირებთ თუ არა, შემდგომში პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კანდიდატურების შერჩევას მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე (მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ყიფიანი და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი)?

* ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს ამდენი ხანია, თავმჯდომარე არ ჰყავს? შეძლებთ, რომ სასამართლო სისტემას სათავეში ჩაუყენოთ პატრიოტი, მებრძოლი, პრინციპული და ნებისყოფიანი ადამიანი (ასეთი ხელმძღვანელები არც სხვა უწყებებს არ აწყენდა)?

* საქართველოში კონსტიტუცია და კანონი ვერ მიგვიღია, თუ ვენეციის კომისიამ არ მოგვიწონა, სასამართლო განაჩენს გამოიტანს და სტრასბურგი შეგვიჩერებს. თქვენ დამოუკიდებლად მიგაჩნიათ ქვეყანა, რომელიც თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე კი არა, გარეშე ძალების მოწონების მიხედვით იღებს კანონს, ესე იგი, ქვეყანაში ამკვიდრებს სხვების (და არა საკუთარი მოსახლეობის) მოსაწონ სავალდებულო ქცევის წესს და რომლის სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეშე ინსტიტუციები აჩერებენ? ასეთ სასამართლოს ან ასეთ კანონს ექნება ხალხის პატივისცემა და შესასრულებლად ნებაყოფლობითი თანხმობა?

* ფიქრობთ თუ არა, რომ შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, რათა მედიასაშუალებამ რეალურად აგოს პასუხი აშკარა ტყუილის გავრცელებისთვის? სწორად გაგვიგეთ, არა ცენზურა, პასუხი აგოს არა საზოგადოებამდე სიმართლის მიტანისათვის, არამედ ხალხის მოტყუებისთვის?

* რამდენიმე დღის წინათ, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონი თბილისის შემდეგ ერევანს სტუმრობდა, მას და აშშ-ის ელჩს სომხეთში _ რიჩარდ მილსს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ ცივი უარი სტკიცა ირანთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ ეს არ შედის სომხეთის ინტერესებში. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა საჯაროდ გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ სერბეთს უშლიან დიპლომატიურ მუშაობას კოსოვოს საერთაშორისო აღიარების არდასაშვებად. თქვენ გეყოფათ გამბედაობა, უარი უთხრათ ათასგვარ მითითებებსა და მოთხოვნებზე ამერიკისა და ევროკავშირის ემისრებს, რომლებიც მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ჩვენს ხარჯზე მოაგვარონ საკუთარი საქმეები?

* საქართველოში ბოლო წლებში გადმოსახლებული ათასობით მუსლიმანი მიგრანტის ფონზე თვლით თუ არა, რომ შეიძლებოდა სირიიდან თუნდაც ასი მართლმადიდებელი ლტოლვილი შეგვეფარებინა მათ მთავრობასთან შეთანხმებით? ამით ხომ, მართლმადიდებლური სოლიდარობის გამოჩენასთან ერთად, თავიდან ავიცილებდით სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას? იქნებ ახლა მაინც შევიტანოთ რაიმე მოკრძალებული წვლილი სირიის აღდგენაში და ამით შევქმნათ პოზიტიური წინაპირობა სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გასაწვევად, ასეთი პრეცედენტი ხომ ბევრია?

* სად არის თქვენი დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე? რას აპირებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით?

* გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო მაჩვენებელი იმდენად მისი და მისი გარემოცვის პროგრამაპოლიტიკაპერსონების შედეგი არ არის, რამდენადაც იმის, რომ მათ კარგად გამოიყენეს თქვენი ექვსწლიანი პოლიტიკისა და საარჩევნო კამპანიის შეცდომები. აქედან ლოგიკური ეჭვი: არ გეჩვენებათ, რომ ის ხალხი, რომელმაც შემოგთავაზათ სახელმწიფო მმართველობის სტრატეგია, საზოგადოდ, და ამ საარჩევნო კამპანიის გეგმა, კერძოდ, სააკაშვილთან ფარულ ალიანსში მოქმედებდნენ?

* საჭიროა თუ არა მაღალჩინოსნების მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებელი პარამეტრების შემუშავება-დანერგვა?

* ფიქრობთ თუ არა, რომ შესაქმნელია ქმედითი მექანიზმი ყველა დონის სახელმწიფო მოხელის კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, თუ ის დაკისრებულ სამუშაოს თავს ვერ გაართმევს?

* თქვენ ადრეც აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ თანამდებობიდან წახვედით და ფორმალურად პასუხისმგებლობას თავი აარიდეთ, საქმე გაფუჭდა, პასუხი არავის უგია. ახლა მეორედ გვპირდებით იმავეს და ისევ პასუხისმგებლობას იღებთ. გვაინტერესებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი პასუხისმგებლობა, თუ დანაპირებს ამჯერადაც არ შეასრულებთ? როგორ აგებთ პასუხს, რა ფორმით, რა მოქმედებით?

საქართველო და მსოფლიოსსარედაქციო კოლეგია

P.S. არ ვიცით, ვის გულისხმობს ნი ბიძინაქართული ოცნებისძველ გვარდიაში, მაგრამ მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ დღიდან ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის გამოსვლისა (2009 . 18 თებერვალი), დაუნდობლად ვამხელდით სააკაშვილის რეჟიმს, რისთვისაც ორჯერ დაგვარბიეს. ჩვენ ვამხელდით სააკაშვილს მაშინ, როცა ყველა სხვა დითირამბებს უმღეროდა ან, უკეთეს შემთხვევაში, ჩუმად იყო და ელოდებოდა, საით გადაიხრებოდა სასწორი. მიგვაჩნია, რომ ჩვენმა გაზეთმა თავისი ავტორიტეტული სიტყვა თქვანაცმოძრაობისბანდის გაძევებაში.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. გთხოვთ დაამატოთ ქვემომოყვანილი წინადადებები, მიმართულნი ქვეყნის დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის გსაუმჯობესებლად: 1) დაწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მრავალშვილიანებისათვისა და ახალდაქორწინებულებისათვის; 2) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს და შეიქმნას საპატრიარქოს ფონდი, რათა ილია მეორეს მიეცეს საშუალება ყოველი ბავშვის მონათვლისას მშობლებს გადასცეს ფიქსირებული თანხა, რომელიც გაიზრდება ყოველ მომდევნო ბავშვზე; 3) აღდგეს საშემოსავლო გადასახადის პროგრესული ფორმა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ქონებრივი პოლარიზაციის შემცირებას; 4) მოწესრიგდეს შრომის ანაზღაურების სისტემა ქვეყნის საჯარო სექტორში ხელფასების სიდიდეების მიბმით პენსიასთან, ხელფასის ზღვრული მაქსიმალური სიდიდის დაწესებით პენსიის მიმართ 1/15. მთლიანად ვეთანხმები გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიერ დასმულ კითხვებს ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი და მოუთმენლად დაველოდები პასუხებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here