Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ...

შალვა პაპუაშვილი – ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია – მოვუწოდებ ყველა დონორს, გაასაჯაროონ დაფინანსებები

49

ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია. ეს არის როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევაც. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ფული, რომელზეც ახლა საუბრობენ, საჯარო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია. მისი თქმით, ეს არის როგორც ქართული ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევა.

„რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებას, აქ ვდგავართ კვლავ იმ პრობლემის წინაშე, რომ განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დღეს იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებაში. შარშან მარტში სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა გვინდოდა კანონმდებლობით და ვნახეთ, რომ ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მალავენ თავის ფინანსებს, ზუსტად იმ დონორების, რომლებიც მალავენ თავის ხარჯებს, მათი ორგანიზებით მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტზე. პირველად საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილები“ გვესროლეს. „თბილისი პრაიდის“ კორესპონდენცია გასაჯაროვდა, სადაც ყველამ ნახა, რომ თურმე შარშან მარტში, ეს იყო კოორდინირებული ქმედებები „ენჯეოების“ და მათი დონორების. წერილში წერია, რომ როგორც შარშან გვქონდა კოორდინაცია, ახლაც ასე ვაპირებთ კოორდინაციასო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შარშან მარტში ის ძალადობრივი აქციები, რომელიც იმართებოდა – თავდასხმა პარლამენტზე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და არეულობა, რაც იყო, იყო კოორდინირებული „ენჯეოებსა“ და ზოგიერთ დონორს შორის. რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, აქაც, სამწუხაროდ, კვლავაც არის გამოწვევა, რომ ნაწილი დაფინანსების არის დამალული ქართული საზოგადოებისგან. არაერთხელ მითქვამს და პარტნიორებთანაც ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია, რომ მაგალითად NED-ი არ ასაჯაროებს თავის ხარჯებს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ამისკენ, მათ შორის შეხვედრების დროს. მალავენ, თუ რაში ხარჯავენ ფულს და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფული მიედინება პოლიტიკური პარტიებისკენ და სხვადასხვა ორგანიზაციებისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, მათი უამრავი მცდელობისა, ვერ მიაღწიეს, რომ უცხოური დაფინანსება, რომელზეც ბოლო დროს საუბარია, საჯარო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„მაგალითად მოგიყვანთ NED-ის დაფინანსება არის ხოლმე პარტიული ღონისძიებები, იქნება ეს „დროა“, „ევროპული საქართველო“, „სირცხვილია“ და ა.შ. მათ შორის 2020 წლის არჩევნების წინ NED-ი პირდაპირ უხდიდა ხელფასს „ტვ პირველის“ თანამშრომლებს. ეს ის პერიოდია როდესაც „ტვ პირველში“ პირდაპირ იყო დეზინფორმაციული კამპანია წარმოებული ბაჩალეიშვილის საქმესთან და შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია. ეს არის როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევაც. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ფული, რომელზეც ახლა საუბრობენ, საჯარო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუ ეს ფული იხარჯება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, მგონი არ არის ქართველი ხალხი ბრბო და აქვს უფლება იცოდეს, თუ რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს, ეს ამერიკულ საბიუჯეტო სახსრებსაც ეხება და ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრებსაც. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელშიც კარგად თუ ცუდად ნაცნობი ზოგიერთი ევროპარლამენტარია მის მმართველობაში, პირდაპირ პარტიებს აფინანსებს, მალავს ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები გვქონდა, მალავენ თანხებს, ჩამოდიან ფულით, ხარჯავენ პოლიტიკაში ფულს და თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. ფულის ხარჯვა საქართველოში უნდა დასრულდეს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ ფონდებს, რომ გაასაჯაროონ დაფინანსებები, ამის უფლება აქვთ როგორც მათ მოქალაქეებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here