Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ნარიშკინი – რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და...

სერგეი ნარიშკინი – რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს

128

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მომხდარი ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, მილსადენებზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია.

„ჩემი აზრით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს ამ საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი შემსრულებლების და ორგანიზატორების დასამალად. გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს“, – თქვა სერგეი ნარიშკინმა.

პარალელურად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ მილსადენების აფეთქებით სარგებლის მთავარი მიმღები არის აშშ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here