Home ახალი ამბები მსოფლიო “საზიზღარი სანახაობა” _ ასე შეაფასა პუტინმა G7-ის მონაწილეთა სურვილი, ფოტოები შიშვლებს გადაეღოთ

“საზიზღარი სანახაობა” _ ასე შეაფასა პუტინმა G7-ის მონაწილეთა სურვილი, ფოტოები შიშვლებს გადაეღოთ

88

რუსეთის პრეზიდენტმასაზიზღარი სანახაობაუწოდა G7-ის მონაწილეთა სურვილს, შიშვლებს გადაეღოთ ფოტოები, რათა წარმოეჩინათ თავიანთი კუნთები და დაემტკიცებინათ, რომ ისინი პუტინზე მაგრები არიან.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა  კი კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ბენ უოლესის ნათქვამზე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება.

პესკოვის თქმით, ეს გამონათქვამი მიუთითებს ბრიტანეთის თავდაცვის  მინისტრის უკულტურობაზე. კრემლის პრესსპიკერმა დიაგნოზი დაუსვა ბენ უოლესს და განაცხადა, რომ ის “აგრესიული უკულტურობით” იტანჯება. პესკოვის თქმით, უოლესი ამ საკითხში მარტო არ არის და მაღალი რანგის მაღალჩინოსნების ბაგეთაგან  წარმოთქმული მსგავსი სიტყვები მათ დაბალ პოლიტიკურ და პირად კულტურაზე მიუთითებს.

ასეთი თავხედობა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ, ჩრდილს აყენებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს”, _ განაცხადა პესკოვმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here