Home რუბრიკები პოლიტიკა სახურავზე გიჟია

სახურავზე გიჟია

4044

საქართველიოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, კიევში დააკავეს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებამდე სააკაშვილმა მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შენობის სახურავიდან მიმართა

“სახურავზე გიჟია, გიჟი! – დაიძახა ვიღაცამ. მთელი უბანი ფეხზე დადგა. ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო…

_ ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! _ ეხვეწებოდა დედა გიჟს.

_ სოფლის თავად თუ არ ამირჩევთ, აქედან გადმოვვარდები! _ პასუხობდა გიჟი. მეხანძრეებმა თადარიგი დაიჭირეს და ქვევით დიდი ხალიჩა გაშალეს. ცხრა მეხანძრე გაშლილი ხალიჩით დარბოდა სახლის ირგვლივ _ რა ვიცით, გადმოხტომა სად მოეპრიანებაო. იმდენი ირბინეს, არაქათი გამოელიათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ სახეზე.

_ ძალიან გთხოვ, ძმობილო, ჩამოდი ქვევით! _ ეძახდა გიჟს კომისარი. მის ხმაში მუქარაც იგრძნობოდა და მუდარაც.

_ სოფლის თავი გამხადეთ და ჩამოვალ, არადა, თავს მოვიკლავ, ჩამოვვარდები, _ პასუხობდა გიჟი. ცუდად იყო საქმე.

_ ჩამო, ძმაო! ჩამო, თუ კაცი ხარ…

_ ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ გინდათ, მე ჩამომიყვანოთ ძირს და თვითონ ახვიდეთ მაღლა? არ გამოვა…

გიჟმა ხელი ცხვირთან მიიტანა, თითები გაშალა და დაიტრიალა.

_ ვერ მოგართვით! რა საქმე მაქვს იმ ხალხთან, გიჟი რომ მინისტრი გახადა…

_ პრემიერმინისტრად ამირჩიეთ, თორემ გადმოვვარდები და თავს მოვიკლავ, – აყვირდა გიჟი.

_ კი ბატონო, კი ბატონო, პრემიერმინისტრი ხარ, ჩამოდი!”…

გიჟი, რომელსაც სინამდვილეში მხოლოდ ფსიქიატრის ჩარევა და მკურნალობა სჭირდებოდა, იმპერატორის ტიტულით ჩამოიყვანეს სახურავიდან. ეს კიევში სააკაშვილის დაკავებისას არ მომხდარა. ეს გიჟი თურქი მწერლისა და დრამატურგის, აზიზ ნესინის, მოთხრობა გიჟი მაღლა ავიდა!”-ს გმირია, თუმცა გვარ-სახელები რომ შევურჩიოთ პერსონაჟებს, ძალიან ჰგავს სააკაშვილის სახურავზე ასვლისა და მისი იქიდან ჩამოყვანის, ერთი შეხედვით კომიკურ, თუმცა ტრაგიკულ ამბავს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ფარსის სახით გამეორებული სააკაშვილის დაკავებისა და მისი სასწაულებრივად გათავისუფლების ისტორია, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ უკრაინელებმა სახურავიდან პოროშენკოს შემცვლელი, “ნეზალეჟნაის” ახალი პრეზიდენტი ჩამოიყვანონ…

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოპერატიული მუშაკები და სპეცრაზმის წარმომადგენლები 5 დეკემბერს დილიდანვე მივიდნენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, დასაკავებლად. ბინის ჩხრეკისას მიშა კორპუსის სახურავზე ავარდა და იქიდან გადმოხტომითა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. სახურავიდან მან მხარდამჭერებსაც მიმართა, _ არ დაუშვათ, კორუფცირებულმა ხელისუფლებამ უკრაინა საბოლოოდ გაანადგუროსო.

მოლაპარაკებამ (დაახლოებით ისე, როგორც ეს აზიზ ნესინის ცნობილ მოთხრობაშია) სააკაშვილთან არ გაჭრა და ის სპეცრაზმმა სახურავზე დააკავა. სახურავიდან ჩამოხსნილი პოლიტიკოსი მიკროავტობუსში ჩასვეს და მოვლენათა განვითარების ეპიცენტრმაც “კრიშიდან” მიწაზე გადაინაცვლა, რაც უდავოდ შეღავათი იყო სამართალდამცველებისთვის _ იოლი ხომ არ არის, სახურავზე მორბენალი ექსპრეზიდენტი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრება, ისე ჩამოიყვანო, თავი იმპერატორი ეგონოს და თან არაფერი დაუშავდეს. მართლა უხერხული განცდა იყო, სპეცრაზმელები შენი ქვეყნის ყოფილის პრეზიდენტის სახურავიდან უვნებლად ჩამოხსნას რომ ცდილობენ და ამას თვალს მსოფლიოს მედია ადევნებს.

4 საათს გაგრძელდა სააკაშვილის პატიმრობა და ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა დაპირისპირება სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცრაზმს შორის, და სამართალდამცავებმა ვერ ან არ მოახერხეს სააკაშვილის ტერიტორიიდან გაყვანა. ბოლოს ის მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან გამოიხსნეს და ისიც ჩვეული, არაადეკვატურად გაბადრული სახით, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის რადისკენ დაიძრა. მხარდამჭერთა მიერ სააკაშვილის პატიმრობიდანგამოხსნისშემდეგ სოციალურ ქსელში ასეთი ფრაზა გაჩნდა: ეტყობა, მაკეინმა გაიღვიძაო

“მინდა, ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ, ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც, უშიშროების სამსახურებთან ერთად, ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა”, _ განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. “საუბარი არ მიდის დეპორტაციაზე ან ექსტრადიციაზე. ხვალ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს”, _ განმარტა ლუცენკომ. თუ არც დაპატიმრებას აპირებდით, არც დეპორტაცია იგეგმებოდა, და არც ექსტრადიციაზეა საუბარი, მაშინ ის ბალმასკარადი, რომელიც კიევის ქუჩებში ხდებოდა და ახლაც ხდება, რატომ იყო საჭირო?! რატომ შეუქმენით მიშას წამებულის იმიჯი და რატომ გახადეთ გმირი მისი მხარდამჭერების თვალში? _ ამ შეკითხვებს, ალბათ, პოლიტიკური პროცესების განვითარება გასცემს პასუხს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე დააკავეს. ეს მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი სამართალდამცავების უუნარობამ თუ სააკაშვილისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების შეთანხმებულმა მოქმედებამ მიშასთვის მიზნის მიღწევა კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა; ასევე შესაძლებელი გახადა, მისგან კიდევ ერთხელ შეექმნათ, უშიშარი, რევოლუციური ლიდერი, როგორც 2003 წელს შექმნეს, შევარდნაძის ხელისუფლების დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურების უმოქმედობით, რევოლუციური ლიდერი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა პროცესი ძალიან ჰგავს რევოლუციური სცენარით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას.

P.S. სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია _ საქართველოს ორგზის პრეზიდენტი, ოდესის ერთგზის ღუბერნატორი და დემოკრატიის თითქმისკაშკაშა შუქურადღეს სახურავიდან სახურავზე დარბის, მურაბის ქილაზე გადარეული კარლსონივით, ხოლო ამ საყოველთაო ეროვნულ სირცხვილს, სახელად მიხეილ სააკაშვილს, მთელი დუნია ქართველებისა და საქართველოს სახედ მიიჩნევს.

უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. დიახ, საქართველოს ორგზის პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ფსიქიატრიული კლინიკის სამარტოო პალატის არშემდგარი პაციენტი, ჰალსტუხის ვირტუოზულად მღეჭავი მიხეილ სააკაშვილი ძებნილია

ახლო მომავალში ამ ძებნილს ან დააკავებენ და იგი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, შესაბამისად, ადრე თუ გვიან საქართველოში მისი ექსტრადიციაც მოხდება და სამართალიც იზეიმებს, ან საქმეში კვლავ ჩაერევიან მიშიკოს ოკეანისგაღმელი პროტექტორები და სახურავიდან ძალით ჩამოყვანილი ოდესის ექსგუბერნატორი პიპინია ერისთავივით საკუთარ ცხენს გაასწრებს უკრაინიდან პოლონეთში.

სახურავების თემა ლაიტმოტივად გასდევს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებას. მან საქართველოშიცდალაშქრასახურავები გაპრეზიდენტებამდე, თუმცა იმხანად გადმოხტომით არ იმუქრებოდასააკაშვილის კარიერაში იყო სახურავზე გვამების დაყრის ისტორიაც, იყო პარლამენტის სახურავიც, შენობის, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა და ძლიერი წვიმისას პარლამენტშიც ისე წვიმდა, როგორც გარეთ; იყო იუსტიციის სახლის სახურავიც, რომელიც პირველივე ძლიერმა ქარმა თითქმის სრულად გადახადა; იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახურავიც… “კრიშადა მიშადიახ, “კრიშაზემორბენალი პოლიტიკოსის სახელი დამსახურებულად შეიძლება ეწოდოს მას, თუმცა მთავარია, როდის ჩამოხსნის მიშასკრიშიდანმისი პოლიტიკურიკრიშა”.

ნიკა გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here