Home ახალი ამბები საქართველო სათვალის ნაცვლად… კალმისტარი

სათვალის ნაცვლად… კალმისტარი

ინერცია, ანუ გარეშე ძალის მოლოდინში

632
სათვალის ნაცვლად... კალმისტარი

ნიუტონის პირველი კანონი გვეუბნება: სხეული ინარჩუნებს უძრაობას ან თანაბარ სწორხაზოვან მოძრაობას, სანამ მასზე არ იმოქმედებს გარეშე ძალა. ამ კანონს ინერციის კანონს უწოდებენ. შედარებით მარტივად რომ ვთქვათ, ინერცია არის სხეულის თვისება, შეეწინააღმდეგოს მისი მოძრაობის (უძრაობის) ცვლილებას. კიდევ უფრო მარტივად თქმას თუ მოვინდომებთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: მოძრავი სხეული (თითქოს) ცდილობს მოძრაობის შენარჩუნებას, უძრავი სხეული კი უძრაობის შენარჩუნებას.

ინერცია მხოლოდ ფიზიკური სხეულების თვისება არ არის, იგი ცხოვრებისა და აზროვნების დამახასიათებელიცაა. აზროვნების ინერცია ფსიქიკის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც იმით გამოიხატება, რომ ცნობიერება, ადამიანის გონება ემორჩილება ჩვევის ძალას. მისი გავლენით აზროვნების პროცესში ჩნდება შაბლონები და სტერეოტიპები, ანუ გაკვალული ბილიკები, რომელთა გამეორება ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათგან თავის დაღწევას გარკვეული (სპეციალური) ძალისხმევა სჭირდება. ფსიქიკის ამ თვისებას აზროვნების ინერციას უწოდებენ. მისი დაძლევა აუცილებელია, რადგან იგი წრეზე ტრიალისკენ არის მიდრეკილი და აზროვნების პროცესზე შემაფერხებელ გავლენას ახდენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზროვნების ინერცია ადამიანს აიძულებს, არასტანდარტულ სიტუაციაშიც სტანდარტულად იაზროვნოს. არასტანდარტულ სიტუაციაში სტანდარტული აზროვნება კი ხშირად თოხის ნაცვლად ჩაქუჩის ან სათვალის ნაცვლად კალმისტრის გამოყენების ეფექტს იძლევა.

ეს საკმაოდ ვრცელი შესავალი საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ერთი ტენდენციისათვის ხაზის გასასმელად დამჭირდა, მაგრამ, სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდე, იმისი ხაზგასმაც მომიწევს, რომ აზროვნების ინერცია, როდესაც მის რთულ ფორმასთან გვაქვს საქმე, ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა კვლევის საგანი ხდება.

საქართველოში დღეს მოქმედი პოლიტიკური ცხოვრებისა და აზროვნების წესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში წინა პლანზე ე.წ. ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, რომელიც სინამდვილეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტი იყო და ქვეყნის გარედან, კერძოდ, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან იმართებოდა. იმ პერიოდშივე ჩამოყალიბდა პოლიტიკური აზროვნების ორი დოგმა, რომლეიც საფუძველშივე მცდარი იყო:

ა) ყველაფერი საბჭოური და სოციალისტური ცუდია;

ბ) ყველაფერი დასავლური და კაპიტალისტური კარგია.

ეს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს ეხებოდა, კონკრეტულად კი – მეცნიერებას, ხელოვნებას, მწერლობას, კინოს, თეატრს, პოლიტიკას, არჩევნებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ნივთებს, საგნებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც გარს გვეკრა, რითიც ვსუნთქავდით, რითიც ვცხოვრობდით და ვსულდგმულობდით. დასავლეთის გაფეტიშება თავისთავად არ მომხდარა. ეს ათეული წლების განმავლობაში მიზანმიმართული მუშაობის შედეგი იყო, რამაც შედეგი გამოიღო. დასავლეთით გატაცება და აღტაცება ხშირ შემთხვევაში დასავლეთში გაქცევის მანიაკურ ოცნებაში, სურვილსა და მოქმედებაში ვლინდებოდა. 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავში, რომელსაც სამგზავრო რეისი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შეიარაღებული ტერორისტები აღმოჩნდნენ. მათ თვითმფრინავის გატაცება სცადეს. შეაღწიეს რა კაბინაში, ერთერთი მფრინავი სასიკვდილოდ დაჭრეს, დანარჩენებს კი თურქეთისკენ გეზის აღება უბრძანეს. მათ მიზანს თვითმფრინავის თურქეთში დასმა, იქიდან კი აშშ-ში წასვლა წარმოადგენდა. ამ საშინელ ტერორისტულ აქტს, ომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის აეროპორტში სპეცოპერაცია, შემდეგ კი სასამართლო პროცესი მოჰყვა, რომელმაც საშიშ დამნაშავეებს სასჯელის უმაღლესი ზომადახვრეტა მიუსაჯა.

ის, რის გამოც ეს მძიმე ამბავი გავიხსენე, აქ არ მთავრდება, აქ იწყება მხოლოდ. ტერორისტების დასაცავად და მათთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაირაზმნენ იმ პერიოდის ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც, როგორც ქართულ ზღაპრებშია ნათქვამი, რკინის ქალამნები ჩაიცვეს, რკინის ჯოხი დაიჭირეს და ყველა ინსტანცია შემოიარეს, რათა “თვისუფლებისმოყვარული რაინდები” ეხსნათ. მათ თვითმფრინავის ეკიპაჟის დახოცილი წევრები და უდანაშაულო მგზავრები არ ადარდებდათ (არც ახსოვდათ), “თავისუფლებამოწყურებული გმირების” მიმართ თანაგრძნობით გამსჭვალულნი, ყველაფერზე თვალებს ხუჭავდნენ და კანონის, სინდისის, სამართლიანობის აბუჩად აგდებითა და ფეხქვეშ გათელვით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.

რა იყო ამ ადამიანების ასე უცნაური აღტყინების საფუძველი?

რა ფარული მოტივი განაპირობებდა მათ ქცევას?

ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხი დღემდე არ არის გაცემული. პირველ რიგში, ეს იყო მათთვის გარედან თავსმოხვეული და მათ ფსიქიკაში წლების განმავლობაში გაღვივებული ვერაგი ვირუსის – დასავლეთისმადიდებლობის მოქმედების შედეგი. ეს ვირუსი მალე საზოგადოების უდიდეს ნაწილს მოედო. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ იმდროინდელი აღტყინება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე მეტად დასავლეთისმადიდებლობით იყო განპირობებული. დასავლეთისმადიდებლობა გამოსჭვიოდა ამ საშინელი ტერორისტული აქტის შემდგომი პერიოდის გაგრძელებაშიც, რომელიც არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაულებრივია:

ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში (1991 წლის ნოემბერში) გაზეთმა „თავისუფალმა საქართველომ” გამოაქვეყნა, მათი ჭკუით, მამხილებელი სტატია იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით გატარდა „უგუნური სასაკლაო” თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც თვითმფრინავით ცდილობდნენ იმპერიის დატოვებას. ხედავთ, უგუნურებისა და მკრეხელობის რა დოზასა და მასშტაბთან გვაქვს საქმე? ეს ტერორისტებიიმპერიის დატოვებას” თვითმფრინავით კი არ ცდილობდნენ, არამედ სხვა ადამიანთა ბედის ფეხებზე დაკიდებით, მათი სიცოცხლის აბუჩად აგდებით, სისხლითა და მკვლელობით, ძალადობითა და ტერორით. დასავლეთისმადიდებელი ვიგინდარები კი იმ ნაძირალებისგან დღემდე “გმირების გამოძერწვის” სამარცხვინო საქმიანობით არიან დაკავებულნი: ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ მასალა, რომელიც გვეუბნება: “ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის რომანი “ჯინსების თაობა” (2001 წ.) მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა. წიგნის ორი მთავარი გმირიაგეგა და თინა. 2001 წელს ქართველმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა”; 2003 წელს ქართველმა რეჟისორმა ზაზა რუსაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები”, რომელშიც გაშუქებულია თვითმფრინავის გატაცების საკითხები; 2017 წელს გამოვიდა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მხატვრული ფილმი “მძევლები”.

დასავლეთისმადიდებლობა ბაცილაა, რომელიც დიდი სისწრაფით ვრცელდება. იგი სპობს საღი აზროვნებისა და მოვლენათა კრიტიკული აღქმის უნარებს და ადამიანს ეპიგონობისკენ უბიძგებს. ამ ვერაგი ბაცილით დასნებოვნებული ადამიანები თუთიყუშებივით იმეორებენ დასავლეთიდან შემოგზავნილ და მათთვის ტრენდად ქცეულ ლოზუნგებს. ამ დასავლურ შაბლონებს მრავალი განშტოებით ვაწყდებით პარლამენტის დარბაზში, ტელეეკრანებსა თუ პარტიულ ყრილობებზე. ერთ-ერთი ბოლო კონვულსიები რამდენიმე დღის წინათ ვიხილეთ, როდესაც18 ოქტომბერს ჩინეთში ჩატარებულ “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო. ამის გამო ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელთა გოდების მოსმენა თვალნათლივ გვიჩვენებს დასავლეთისმადიდებლობის ბაცილის ვერაგობასაც და აზროვნების ინერციის იმ კონკრეტულ გამოხატულებასაც, რომელიც პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას სცდება და ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროში გადადის.

რომან გოცირიძე:

“სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? ელემენტარულად, ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე, თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, რომ არაფერი ვთქვათ, სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ, სადღეგრძელოები მშვიდობისა და ჰუმანურობის შესახებ ისმოდა. ამ ფორუმში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა – ორბანისა”.

 ხატია დეკანოიძე:

 “ამ ღონისძიებაზე რომ იქნებოდა ვლადიმერ პუტინი, იცოდა ყველამ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიებაზე არ უნდა ყოფილიყვნენ. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად ერთ დარბაზში. მაგრამ ასეა, როდესაც დარჩენილი ხარ რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკისა და ჩინეთის ინვესტიციების იზოლაციაში მარტო. ყოველგვარი პასუხისმგებლობის, სინდისის, სამშობლოს სიყვარულის, უკრაინის მიმართა დამოკიდებულების, ჩვენი ოკუპაციის მნიშვნელობის მიუხედავად, შეგიძლია და დაჯდე ამ ადამიანთან ერთად”.

 ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ვრცელდება უკრაინელი ჟურნალისტის, გორდონის, ინტერვიუ ვინმესოლოვეისთან, რომელიც პროფესორის რანგში წარმოგვიდგა და რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა. „ვლადიმერ პუტინი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა, მას გულმა უმტყუნა, რის შემდეგაც მუდმივად იმყოფებოდა რეანიმაციაში. ხუთშაბათს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დაიწყო მისი მდგომარეობის გაუარესება. ის გარდაიცვალა ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 20:40 საათზე. ახლა იგი იმყოფება ვალდაის რეზიდენციის მაცივარში”, – ამტკიცებდა სოლოვეი.

 კარგი, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შენ გაიმეორე და შენი სიხარულიც გამოხატე, ვინაიდან რუსეთიც გძულს და მისი პრეზიდენტიც. კი ბატონო, სიძულვილის უფლებაც გაქვს და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებასაც ვერავინ დაგიშლის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალებით იხილე, რომ პუტინი ცოცხალი და ჯანმრთელია, ამ ცრუ ინფორმაციის ასე ჯიუტად და ფორსირებულად გავრცელება რით უნდა აიხსნას – სასურველის რეალობად გასაღების ინფანტილური სურვილით? დასავლეთისმადიდებლობით? პოლიტიკური ინერციით, რომელიც ფსიქიატრიაში გადადის თუ სხვა რამით?

 რითაც არ უნდა ახსნან მეცნიერებმა ეს ამბავი, ფაქტია, რომ იგი არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ საშიში მოვლენაცაა, რომელმაც საქართველოში მძლავრად მოიკიდა ფეხი და სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გონებას გვიმღვრევს. დღეს მსოფლიო სულ სხვა მიმართულებით მიემართება, ჩვენ კი ინერციით სხვა მიმართულებით მივექანებით და, რომელიღაც გარეშე ძალამ დროზე თუ არ შეგვაჩერა, უფსკრულში გადავიჩეხებით.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here