Home ახალი ამბები საქართველო საქართველო ამერიკისთვის ხურდა ფულიც აღარ არის

საქართველო ამერიკისთვის ხურდა ფულიც აღარ არის

დაახლოებით მაინც თუ ხვდებით, ჯერჯერობით რას გადავრჩით?

449

თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენს თავს მხოლოდ ფეხებში ვესროლეთ, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ევროპულმა ეკონომიკამ თავის თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება“, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ორბანი ის კაციარომელიც დაუფარავად დაუპირისპირდა ამერიკის მოწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს არ შეუერთდა. უნგრეთმა არც რუსულ ნავთობპროდუქტებზე თქვა უარი და ახლა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შიშით არ ელოდება ზამთარს, არ შფოთავს, რომ ბუნებრივ აირს ან ამერიკისგან იყიდის სამმაგ ფასში, ან მოსახლეობას გაყინავს.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსახლეობას უკვე მოუხადა ბოდიში, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმის გამო ქარხნებს დროებით ქვანახშირსა და სხვა, ბუნებისთვის თუ ადამიანებისთვის მავნე ნივთიერებებით ამუშავებს, თუმცა დააიმედა, _ ეს ყველაფერი დროებითია, ბუნებრივი აირი მალე ამერიკიდან შემოვაო. გასაგებ ენაზე ეს ასეა _ დროებით გაუძელით, რომ გწამლავთ, ვინც გადარჩებით, ამერიკულ ბუნებრივ აირში სამმაგის გადახდა მოგიწევთო.

დიახ, ამერიკამ მიაღწია იმას, რაც სურდა _ ევროპის კონტინენტზე ვითარება  ისე არია, საუკეთესო შემთხვევაში, ძველ რელსებზე დასაბრუნებლად ევროპას ათი წელი მაინც დასჭირდება და ამ ათი წლის განმავლობაში შტატები ევროპაზე ისე იბატონებს, როგორც მანამდე ფერადკანიანებზე ბატონობდა. მეტიც, ამერიკა უკვე ამსუბუქებს რუსეთის მიმართ სანქციებს და დაუშვა ტრანზაქციები იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულია სასუქებთან, თესლთან, საკვებთან, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობასთან. ეს თვითონ დაუშვა, თორემ ევროპას ახალი სანქციებისთვის ამზადებს და სანქციების მეშვიდე პაკეტი დღის სინათლეს მალე იხილავს. რა გამოდის? ამერიკა ევროპის ქვეყნებს უპირისპირებს რუსეთს და ამის ფონზე თვითონ სანქციებს ამსუბუქებს, რაც შეიძლება მეტი ფული რომ იშოვოს. ამერიკამ გასულ კვირას აიხდინა დიდი ხნის ოცნება და არსებობის ისტორიაში პირველად დოლარისა და ევროს მსყიდველუნარიანობა გათანაბრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე დოლარი ევროს მიმართ უფრო გამყარდება და ბებერ კონტინენტზე კვლავ მთავარი ვალუტა გახდება.

გასულ კვირას ამერიკულმა ტელევიზიებმა შემზარავი კადრები გაავრცელეს. დაბომბვის შედეგად საავადმყოფოში მოხვედრილ და აპარატზე შეერთებულ ქალს ეუბნებიან, რომ მისი სამი წლის გოგონა დაბომბვას ემსხვერპლა და ქალის რეაქციას კამერით იღებენ, კომენტარს სთხოვენ. წარმოიდგინეთ ჟურნალისტის უტიფრობა და უზნეობა, რომელიც დედას ამცნობს 3 წლის შვილის გარდაცვალებას და შემდეგ კომენტარს სთხოვს. სწორედ ასეთი კადრებით ითამაშა შტატებმა ევროპაზე, სწორედ ასეთი სიუჟეტებითააგდობებერი კონტინენტის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილიც ჩართო. ახლა კი ევროპამ იმ დონეზე შეტოპა, უკან დასახევი გზა აღარ აქვს

ეს ის ამერიკაა, რომელმაც სირიაში 40 ათასი ბავშვი მოკლა, ეს ის ამერიკაა, რომელმაც იუგოსლავიაში ათასობით ბავშვი გაჟუჟა და მათ შორის რამდენიმე ასეული მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლის დაბომბვის დროს, აღარაფერს ვამბობთ ავღანეთსა და ერაყზე. ზუსტად ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა ამერიკა დაელოდა, სანამ ევროპის ქვეყნები ერთმანეთში ომობდნენ, ბოლოს კი, როცა დაინახა, ვის მხარეს იხრებოდა გამარჯვების სასწორი, თვითონაც ჩაერთო, მაგრამ ზედაპირულად და ამერიკელების მოქმედება ბაქიბუქს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. მსოფლიო რუკას დავხედოთ. ამერიკას ევროპასთან ოკეანე აშორებს და, ევროპამ ომი რომ დაუწყოს, იქამდე მიღწევა გაუჭირდება. კანადა ამერიკას ომს არასდროს დაუწყებს, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე არსებული სხვა სახელმწიფოები ამას, უბრალოდ, ვერ გაუბედავენ. რა გამოდის? ამერიკას ხელს აძლევს, მისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით მსოფლიოსა და ევროპის უდიდესმა სახელმწიფოებმა იომონ, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსა და ამერიკის უპირველეს კონკურენტ რუსეთს დაუპირისპირდეს ყველა და ამით იზარალოს ყველამგარდა ამერიკისა. როგორი „რასკლადია?“ ჰო, სწორედ „რასკლადი“, რადგან ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომში უკრაინის ჩართვას ამერიკული სპეცსამსახურები წლების განმავლობაში ამზადებდნენ და 2008 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას რაც გააკეთებინეს, უბრალო რეპეტიცია იყო. სწორედ რომ რეპეტიცია, რადგან იმხანად სანქციებზე ხმა არავის ამოუღია და უბრალოდ გათვალეს და დათვალეს მოსალოდნელი შედეგები და ნგრევის მასშტაბები. გაამრავლეთ ათზე ის, რაც 2008-ში სააკაშვილმა დაგვმართა, და მიიღებთ იმას, რაც ზელენსკიმ დამართა უკრაინას. ათზე იმიტომ, რომ უკრაინა ათჯერ დიდია საქართველოზე და ვაღიაროთ, ამერიკელთა გათვლა თითქმის სრულად გამართლდა. თითქმის კი იმიტომ, რომ შტატებში დარწმუნებულნი იყვნენ, ამ ომში საქართველოსაც ჩართავდნენ, სიტუაცია უფრო ქაოსური გახდებოდა, პროცესები უფრო უმართავი იქნებოდა, გააქტიურდებოდა თურქეთიც და ევროპა ცეცხლის ალში გაეხვეოდა. ამერიკა კი მოროდიორი მეხანძრის როლს შეასრულებდა, ცეცხლის ჩაქრობის ინიციატივით შემოვიდოდა და ალმოდებული კონტინენტიდან გაიტანდა ყველაფერს, რისი გატანაც შეიძლებოდა, და შემოიტანდა იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. სწორედ ეს მოცემულობა გვაქვს ახლა _ ამერიკამ უარი ათქმევინა ევროპის უდიდეს ნაწილს რუსულ პროდუქციაზე და შეაქვს თავისი, შედეგადაც მხოლოდ თავად ხეირობს, რადგან სწორედ მანძილის გამო თუნდაც საკვებ პროდუქტებს ტრანსპორტირების ხარჯი ემატება.

ევროპაზე ვთქვით და უკრაინა საშვილიშვილოდ უდიდესი პრობლემების წინაშე იქნება. კი შემოჰკრეს ტაში, _ ჩვენს დანგრეულ ქალაქებს სხვა ქვეყნები აღადგენენო, მაგრამ… ევროკომისიამ დეფოლტის შიშით უკრაინას ახალ, 1.5-მილიარდიან სესხზე უარი უთხრა. ხვდებით ხომ, მილიარდნახევარზე რომ ეუბნებიან უარს ამხელა ქვეყანას, რა დღეშია მისი ეკონომიკა? საუბარია ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხზე. ამ ბანკის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაცემულ სესხებზე ევროკომისია რეზერვის სახით მთლიანი დაფინანსების 9%-ს თავის თავზე იღებს და გარანტორის როლში გამოდის. ამჯერად კი ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტს სურს, რომ რეზერვები ჯამური დაფინანსების 70%-ით იყოს უზრუნველყოფილი. ევროკავშირს სურს, დარწმუნდეს, რომ უკრაინის მხრიდან დეფოლტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ზარალის დაფარვა. და ეს მაშინ, როცა იგივე ევროკავშირი ორიოდე კვირის წინათ სიხარულით ხტოდა: რუსეთი დეფოლტის წინაშეა, სესხი ვერ გადაიხადესო, რაც საბოლოო ჯამში არ გამართლდა და სხვაგვარად აღმოჩნდა. ანუ თანხები, ასე უშურველად რომ ურიგებდნენ უკრაინელებს, სინამდვილეში სესხი ყოფილა და ქვეყანას, რომელსაც ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიარდი ჰქონდა, ახლა დეფოლტის შიშით მილიარდნახევრიან სესხსაც აღარ აძლევენ. დაახლოებით მაინც თუ ხვდებით, ჯერჯერობით რას გადავრჩით? ჯერჯერობით იმიტომ, რომ ამერიკას ნამდვილად არ ჩაუქნევია ხელი მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ ერთი ქვეყანა  აქციოს სამხედრო პოლიგონად.

წესითა და რიგით, ევროპის დიდი ქვეყნები მაინც უნდა მიხვდნენ, რომ ავანტიურის მსხვერპლნი არიან. უფრო ზუსტად, კი მიხვდნენ, მაგრამ უნდა იმოქმედონ და არ მოქმედებენ. ევროკავშირიდან გასული ბრიტანეთიც კი ბოლო ხანს გაყურსულია და პოლიტიკის ვარსკვლავბიჭუნად შერაცხილი, ამოჭიტლაყებული ბორის ჯონსონიც აღარ არის ისე აქტიური. ისიც მიხვდა, რომ ამერიკელებმა მასაც ჩალა გამოავლეს პირში (სხვებს ეგ ჩალაც სანატრელი ექნებათ) და არ უნდა დამარცხება აღიაროს. სავარაუდოდ, ასევე არ სურთ სხვა ლიდერებს იმის აღიარება, რომ ავანტურაში ამერიკას აჰყვნენ და ახლა მწარე შედეგებს იმკიან.

ვითარებიდან გამოსავალი ერთია _ ევროპამ უნდა მოახერხოს გაერთიანება, ერთად დგომა, ამერიკელ ელჩებს განვითარებად ქვეყნებში უნდა აეკრძალოთ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში აქტიური ჩარევა, ყველა ევროპულმა თუ აზიურმა ქვეყანამ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის უნდა აირჩიოს თავისუფალი ვაჭრობის ფორმა და, რაც მთავარია, ევროპასა და აზიას ნამდვილად აქვთ ყველა ის რესურსი, რომ ამერიკის დახმარება არ დასჭირდეთ არც ერთი მიმართულებით. ამერიკის მარტო დატოვებით ევროპაც და აზიაც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მშვიდობის უზრუნველყოფა თურმე შესაძლებელი ყოფილა. სასაცილოც აღარ არის ის ფაქტი, რომ ევროპულ კავშირებში მთავარი სიტყვა ამერიკას ეკუთვნის _ სხვა კონტინენტის წარმომადგენელს. ამერიკა კარნახობს დანარჩენ მსოფლიოს, ვის დაუწესონ სანქციები და, საზოგადოდ, ვინ რით იცხოვროს. სწორედ ეს არის ბატონობის დაუოკებელი სურვილი და, სამწუხაროდ, ამ სურვილის განხორციელებაში შტატებს  სწორედ ევროპა უწყობს ხელს.

საქართველო კი… საქართველო ამერიკისთვის ხურდა ფულიც აღარ არის. პრინციპში, არც არასდროს ყოფილა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here