Home ახალი ამბები საქართველო საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო

საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფრენები ცალმხრივად აღადგინა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების თანხმობასაც მოითხოვდა, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა

236
საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს გადასცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური დემარში, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ქვეყანასა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენით, განაცხადა დიპლომატმა ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად.

ჰერჩინსკის თქმით, დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.

„ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია მისი გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

„ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფრენები ცალმხრივად აღადგინა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების თანხმობასაც მოითხოვდა.

ამავე დროს ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ელჩებს ვიცე-პრემიერთან ძალიან გულახდილი და ღია საუბარი ჰქონდათ.

„ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან – უზრუნველყოფენ, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა უკრაინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თებერვალში ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.

პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.

მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, მაგრამ უარს არ ამბობს თავის გადაწყვეტილებაზე, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციები, მაგრამ თვითონ სანქციები არ დააწესოს.

წყარო: Sputnik-Georgia

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here