Home ახალი ამბები მსოფლიო სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ

სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ

320

სააქციო საზოგადოება “უკრზალიზნიციას” (უკრაინის რკინიგზა) გამგეობის წევრმა, დირექტორმა კომერციულ საკითხებში _ ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა. 

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ პერიოდში, როცა ეზუგბაიას “უკრზალიზნიციას” გამგეობაში თანამდებობა ეკავა, კომპანიამ 450 მლნ გრივნაზე (დაახლოებით 54 მლნ ლარი) მეტი იზარალა. იმ სქემებს შორის, რომლებმაც გამოიწვია უკრაინის რკინიგზის სავალალო მდგომარეობა, არის ფასების თითქმის ორჯერ შემცირება გადაზიდვებზე და, შესაბამისად, მოსალოდნელი შემოსავლების კლება.

2020 წლის 30 ოქტომბერს “უკრზალიზნიციას” ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჟმაკმა და უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივმა დენის გულმაგომედოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კორუფციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ, მაგრამ, როგორც მედია წერს, მას შემდეგ გულმაგომედოვს ეზუგბაიას არც ერთი სქემა არ უნახავს. ამასთანავე, ადრე ლაპარაკობდა “უკრზალიზნიციას” ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წინამორბედების მხრიდან მსგავსი კორუფციული ქმედებების გამო მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

 

“დღეს ჩვენ ვიძიებთ 21 საქმეს დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია “უკრზალიზნიციას” ქმედებებთან, ეჭვმიტანილია 15 პირი”, _ განაცხადა დეტექტივმა გულმაგომედოვმა 2020 წლის მაისში, ვლადიმერ ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გულმაგომედოვი ჰონორარებს იღებდა ფონდ “აღორძინებიდან”, რომლის დამფუძნებელია ჯორჯ სოროსი. ამ ფონდიდან ფინანსდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. სწორედ ეს ფაქტია მიზეზი იმისა, რომ ჟურნალისტებმა ჯგუფი, რომელშიც შედიან მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ ჟმაკი, ირაკლი ეზუგბაია, პოლინა ჩიჟი, გიზო უგლავა და დენის გულმაგომედოვი, “უკრზალიზნიციას” კორუფციულ სქემებს დაუკავშირეს.

მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ეზუგბაია, გიზო უგლავა
მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ეზუგბაია, გიზო უგლავა

აღსანიშნავია, რომ დენის გულმაგომედოვი ადრე იძიებდა მილიარდერ რინატ ახმეტოვის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. მიხეილ სააკაშვილი კი რინატ ახმეტოვის ტელეარხების ხშირი სტუმარია და აქტიურად უჭერს მხარს მილიარდერის ბიზნესს. ახმეტოვის ტელეარხების მხარდაჭერა აქვს ვლადიმერ ჟმაკსაც, ხოლო “უკრზალიზნიცია” აქტიურად თანამშრომლობს რინატ ახმეტოვის “მეტინვესტთან”.

money.comments.ua-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here