სააკაშვილს დედა კიევში სახლს უშენებს

1555

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, გავრცელებულ ვიდეოში სახლის მშენებლობის შესახებ საუბრობს, რომელსაც იგი თავისი შვილისთვის, აშენებს.

მისივე განცხადებით, სახლი იმ თანხით შენდება, რაც თბილისში, მშობლების სახლის გაყიდვის შედეგად მიიღეს.

“მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ გიული ალასანია. ვარ ისტორიკოსი, პროფესორი. ჩემს მეგობართან და კოლეგასთან ერთად უნივერსიტეტი დავაარსე. ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი. ეს მთლიან საგანმანათლებლო ქსელს მოიცავს. საშუალო სკოლა, სკოლამდელი განათლება.

როდესაც ჩემმა შვილმა აქ, კიევში დასახლება გადაწყვიტა, პირველ რიგში ვიფიქრე, რომ მას საცხოვრებელი ადგილი დასჭირდებოდა. აქ ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე და არ მინდა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე სასტუმროებზე ვიფიქრო. ოჯახიც ხშირად იმყოფება აქ და იმედი მაქვს, ჩემი შვილიც მალე გადმოვა.

ამიტომ, გადავწყვიტე მისთვის პატარა სახლი ავაშენო. ეს ძალიან მოკრძალებული სახლია, რაც კი შეიძლება, რომ იყოს. 62 კვ მ. თბილისში მშობლების სახლი გავყიდეთ, რომელიც გაცილებით დიდი იყო და ამ ფულის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ სახლის მშენებლობას მოხმარდება.

მშენებლობა ხომ გესმით რაც არის, ეს ძალიან გრძელი პროცესია. იწელება პროცესი, კომუნიკაციებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – აცხადებს გიული ალასანია აღნიშნულ ვიდეოში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here