Home ახალი ამბები საქართველო რუსული რულეტკა

რუსული რულეტკა

მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე

539

ევროპაში მიმდინარეობს  ნატოს ბირთვული  წვრთნები სახელწოდებითურყევი შუადღე” (“Steadfast Noon“).  ძირითადად  გამოყენებულია ბელგიისა  და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიები, აგრეთვე, ჩრდილოეთისა და  ნორვეგიის ზღვების აკვატორიები. მონაწილეობს 14 სახელმწიფო.  ამოქმედებულია  60 თვითმფრინავი,  მათ  შორის  მე- 4 და მე-5 თაობის ავიაგამანადგურებლები  და  ამერიკული ბომბდამშენები (“B-52”), რომლებიც ბირთვულქობინიანი რაკეტებით არიან  შეიარაღებულნი.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნატოს ბირთვული წვრთნების მთავარი მიზანი საკუთარი ძლიერების დემონსტრირებაა. როგორც  აშშ-ის, ასევე რუსეთის ბირთვული ტრიადიდან პირველი დარტყმის უპირატესობა შახტური ბაზირების სარაკეტო დანადგარებს აქვთ მინიჭებული. პირდაპირი ბირთვული ომის შემთხვევაში ამერიკელთა მხრიდან პირველი დარტყმები განხორციელდება კომპლექსებიდან  “Minuteman”, ხოლო რუსეთის მხრიდან – კომპლექსებიდან «Тополь» და «Ярс». იმავე ექსპერტების აზრით, მეორე ეტაპზე დარტყმები განხორციელდება გადარჩენილი ობიექტების გასანადგურებლად, ხოლო მესამე ეტაპზე  ამოქმედდება სტრატეგიული ავიაცია. სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი აცხადებს: ამერიკელებმა ბირთვული წვრთნები კუდიდან დაიწყეს,  ანუ მოწინააღმდეგეზე  ბირთვული ზემოქმედების ყველაზე სუსტი ნაწილიდან. ისინი შემთხვევით როდი ამბობენ, რომ რუსეთის საზღვრებს ათას კოლომეტრზე არ მიუახლოვდებიან. რუსეთის ანტისაჰაერო და  ანტისარაკეტო სისტემები მაქსიმალურად მზად არის ბირთვული შეტევის მოსაგერიებლად, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შურისგების საპასუხო დარტყმები.  ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს ციდან მუქარას, მით უფრო იმის გათვალისწინებით,  რომ აშშის  ნაქები ანტისარაკეტო სისტემა, ჰა და ჰა,  ჩრდილოეთ კორეის  სარაკეტო დარტყმებს თუ გაუძლებს“.

საპასუხო ბირთვული წვრთნები “ქუხილი” («Гром») რუსეთმაც დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის,  ხელმძღვანელობით შეიმუშავა საპასუხო ბირთვული დარტყმების განხორციელების მექანიზმები. წვრთნები მიმდინარეობს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბირთვული შემაკავებელი სისტემებიდან. კოსმოდრომ “პლესეცკიდან” გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსი“,  ხოლო ბარენცის ზღვიდან – ბალისტიკური რაკეტა „სინევა“.  აამოქმედეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტმზიდი ბომბდამშენები “Ту-95МС”, რომლებიდანაც გაუშვეს ფრთოსანი რაკეტები. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი  შოიგუმ  პრეზიდენტ პუტინს მოახსენა ბირთვული წვრთნების მიმდინარეობის შესახებ: შეკავების სტრატეგიული ძალების  წვრთნების  ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანები შესრულებულია.  ყველა  რაკეტა  მიზანს  მოხვდა“.

დასავლეთში ამ ფაქტს დიდი პანიკით არ შეხვედრიან. ნატოს ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელების მხრიდან ბირთვული გეგმების რეალიზების საფრთხეს ვერ ხედავენ. მათი აზრით, წვრთნები სახელწოდებით «Гром»  ჩვეულებრივი ყოველწლიური ბირთვული წვრთნების მორიგი ფაზაა, რომელსაც რუსეთი რეგულარულად აწყობს. ამერიკული დაზვერვაც ადასტურებს, რომ რისკი თავდასხმისა ბირთვული იარაღის გამოყენებით დაბალია. “წვრთნები ორივე მხრიდან მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე აპირებს ჩამოგდებას,  ჩაძირვას,  განადგურებას”,  –  აცხადებს ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი.

მიმდინარე ბირთვულ წვრთნებს ორივე მხარე ასეთი ხაზგასმული სიმშვიდით შეხვდა. რუსულ ჟურნალ «Национальная оборона» -ს მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო  აცხადებს: “რომ არა საგარეო პოლიტიკური ვითარება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა და მასზე აშშ-ის რეაქციასთან, რომელიც მზად არის, ომი სხვისი ხელით აწარმოოს, ეს იქნებოდა სტანდარტული წვრთნები ორივე მხრიდან, რომლის მსგავსიც არაერთხელ გვინახავს”.

პირადად ჩემში, მართალი გითხრათ, გაკვირვებას იწვევს ეს ზედმეტი სიმშვიდე. ბატონ კოროტჩენკოს მიერ ნათქვამი წინადადებიდან თუ ამოვიღებთ სიტყვებს, “რომ არა ვითარება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან”, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ საქმე სწორედ ამ სიტყვებშია. რომ  არა  სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომ არა  მესამე  მსოფლიო ომი, რომელიც, პრაქტიკულად, დაწყებულია, რომ არა კოლექტიური დასავლეთისა  და  ნატოს  ლაშქრობა რუსეთზე, ამგვარ  წვრთნებში  საგანგაშო, ალბათ,  არაფერი იქნებოდა, მაგრამ იმ  პირობებში, როდესაც ნატოს დაპირისპირება რუსეთთან აშკარაა, ერთდროული ბირთვული წვრთნების მიმდინარეობა, რომლებშიც ამოქმედებულია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, სიმშვიდის საფუძველს, რომელიც მოხმობილი ციტატებიდან გამოსჭვივის,  ნამდვილად არ გვაძლევს. არ ვამბობ, რომ  ხვალ ან ზეგ ბირთვული ომი აუცილებლად დაიწყება, მაგრამ განა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მსოფლიოში განგაშს არ უნდა იწვევდეს?! ეს პროცესი რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ის ქვეყნების უშიშროებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართა, ასე დაახასიათა: უკრაინამ,  ფაქტობრივად, დაკარგა სუვერენიტეტი  და გადაიქცა ამერიკის  საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად.  ქვეყანა  პირდაპირ  აშშიდან  იმართება,  რომელიც  მას რუსეთისა და  ჩვენი მოკავშირე  ბელარუსის  წინააღმდეგ  “ტარანისთვისიყენებს,  ამასთანავე, მთელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ОДКБ) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) წინააღმდეგ“.

აი, ამ ვითარებაში, როდესაც გლობალური დაპირისპირება უკვე ფაქტია, რომელიც ყოველდღიურად მწვავდება და სულ უფრო საშიში ხდება, ხოლო ნატო და რუსეთი ერთდროულად ბირთვულ წვრთნებს ატარებენ და ბალისტიკური რაკეტებით ცას სერავენ, როგორ  შეიძლება,  მსოფლიოს განგაშის განცდა არ უჩნდებოდეს?! და, თუკი განგაშის განცდა არსებობს, და თუკი გაეროს სახით ის მოედანიც არსებობს, რომელზეც ერებისა და სახელმწიფოთა ბედზე კოლექტიური საუბარი შესაძლებელია, როგორ შეიძლება სახელმწიფოთა ლიდერები ამ პრობლემის გადაჭრაზე არ მუშაობდნენ?! სამწუხაროდ, არ მუშაობენ, ვინაიდან ამერიკელებმა ყველა ბერკეტი  ჩახსნეს  და  ყველა  ის  ძაფი  ჩაჭრეს, რომლითაც მსოფლიოს მასზე ზეგავლენის  მოხდენა  შეეძლო.

აი, რას ნიშნავს ერთპოლარული მსოფლიო!

აი, რას ნიშნავს გლობალური კოლონიალიზმი!

აი, რას ნიშნავს მართვადი ქაოსი, როგორც ხალხთა დაპყრობის მექანიზმი!

აი, რას ნიშნავს ღირებულებათა ხელოვნური აღრევა და დასავლური სატანიზმი!

აი, რას ნიშნავს მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართული ნგრევა!

აშშისა და  რუსეთის დაპირისპირებაზე უფრო დიდი უბედურება არის ის,  რომ  მსოფლიოს  (ერთად აღებულს) არ  შესწევს  ძალა,  შეაჩეროს მონსტრი (აშშ),  რომელმაც  რუსეთს უკრაინა რევოლვერივით  მიადო საფეთქელზე, რითაც  იგივე  რევოლვერი მთელ მსოფლიოსაც შუბლში დაუმიზნა.  მისი უბედურება  კი ისაა,  რომ იმავე რევოლვერის ლულა საკუთარ საფეთქელზეც აქვს  მიბჯენილი და ბედისწერას  იმ  ამჩატებული ოფიცერივით ეთამაშება,  რომლისთვისაცრუსულ რულეტკასოდესღაც თავის ქალა აუხდია.

ამერიკელი ანალიტიკოსები: ევგენი  რუმერი და  რიჩარდ  სოკოლსკი გაცილებით ადრე, სანამ  რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, წერდნენ: ამ ჩიხიდან  რომ გამოვიდეს,  აშშ მოუწევს არსებითი ხასიათის ცვლილებების  შეტანა რუსეთთან მის დამოკიდებულებაში,  მათ შორის:

*  “საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა რუსეთთან დამოკიდებულებაში მთავარი მიმართულებებით –  ბირთვული პროგრამები და სტრატეგიული სტაბილურობა;

*  არ ჩაერიოს რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოწყობაში;

*  შეაჩეროს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და დაუბრუნოს ალიანსს მთავარი მისია – წევრი სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოება;

*  უკრაინასა და საქართველოს უთხრას, რომ არ არის საჭირო მათი საგარეო პოლიტიკის აგება ნატოს წევრობის პერსპექტივაზე, საკმარისია თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში;

*  გადახედოს სანქციების პოლიტიკას რუსეთთან”.

კაცმა რომ თქვას, ესაა ის, რასაც რუსეთი აშშ-ისგან წლების განმავლობაში ითხოვდა. ამერიკელებს გონიერება და ზომიერება რომ გამოეჩინათ და რუსეთის დაშლის სახიფათო და ამორალური იდეა თავიდან ამოეგდოთ, დღეს მსოფლიო იმ ჩიხში არ აღმოჩნდებოდა, რომლიდან გამოსვლაც უკვე ძალიან ძნელია.

ახლა,  წესით,  მთელი მსოფლიოს გავლენიანი სახელმწიფოები და ორგანიზაციები  ომის  შესაჩერებლად და  აშშსა და  რუსეთს  შორის მოლაპარაკების დაწყების  მიმართულებით უნდა იღვწოდნენ,  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი სერიოზულად არც დამდგარა დღის  წესრიგში. ჯერჯერობით , რაც თვალში  საცემია,  ეს მსოფლიოს  ორ  ბანაკად გახლეჩვაა,  რომელიც  კარგს  არაფერს გვიქადის.

არის ცალკეული მცდელობები სამშვიდობო მოწოდებისკენ. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მანუელ მაკრონმა 25 ოქტომბერს რომის პაპთან შეხვედრაზე მას თხოვნით მიმართა, რომ დაუკავშირდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, აგრეთვე,  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების თხოვნით. ეს ინფორმაცია ჟურნალმა Le Point-მა გაავრცელა.

ეს სწორი მიდგომაა. ომის შეჩერება უაღრესად საშური საქმეა, რომელიც, მხოლოდ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს კი არა, სრულიად მსოფლიოს ეხება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here