Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა მოგზაურებმა აირჩიეს თურქეთი, თურქებმა კი – ბალკანეთი

რუსმა მოგზაურებმა აირჩიეს თურქეთი, თურქებმა კი – ბალკანეთი

96

Big Data MTS -ზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის სერვისის სპეციალისტებმა შეისწავლეს რუსეთის ფედერაციიდა მოგზაურთა ნაკადები საზღვარგარეთ და დაადგინეს, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის მოქალაქეებისთვის უცხოეთში დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა იყო თურქეთი. ტურისტების რაოდენობით მან გაუსწრო დსთ-ს ქვეყნებს, აფხაზეთსა და საქართველოს. ზაფხულის თვეებში თურქეთში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა  16%-ით გაიზარდა, – წერს ტელეგრამ -არხი „Российская Газета | Новости“.

 * თურქეთის წილი გასვლითი  მოგზაურობის სტრუქტურაში 26% იყო.

*  ნახევარზე ნაკლები მიიზიდა აფხაზეთმა.

* ბელარუსს ყოველი მეათე რუსი მოგზაური ეწვია.

* სიაში შემდეგი არიან  ყაზახეთი და საქართველო, რომელთა წილი 5%-ზე მეტია.

MTS Travel -ის ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში ასევე მოხვდა სომხეთი, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და უზბეკეთი.

 ასევე ცნობილი შეიქნა წელს თურქეთიდან სხვა ქვეყნებში ტურისტული ტურების მატების შესახებ. ექსპერტები ამას  იმით ხსნიან, რომ წელს თურქეთში დასვენების ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა. თურქეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე სასურველი მიმართულებებია ბალკანეთის ქვეყნები, ეგვიპტე და დუბაი, აგრეთვე, ჩრდილოეთი კვიპროსი, სადაც ვიზა არ არის საჭირო. „მაღალშემოსავლიანი ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ შარმ ელ-შეიხსა და დუბაის“, – განაცხადა  ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელმა.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://tgstat.ru/channel/@rgrunews/86237

              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here