Home ახალი ამბები მსოფლიო რუსი ხალხის დაცვა ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების მეშვეობით

რუსი ხალხის დაცვა ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების მეშვეობით

107

ახალი რუსეთი დასავლური სატანიზმის წინააღმდეგ

ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ამტკიცებს რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს, როგორც ქვეყნის, მთელი რუსი ხალხის კულტურული განვითარების საფუძველს. ამრიგად, ჩვენ ბარიერს ვუქმნით დასავლურ სატანიზმს, _ წერს tsargrad.tv.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის საფუძვლებში შესწორებების შეტანის შესახებ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი არის ხალხის დაცვა ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების შენარჩუნების მეშვეობით. სწორედ ასეთ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული რუსი ხალხის ერთობა. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები განკარგულებიდან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქმე გვაქვს ქვაკუთხედ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ცვლის რუსეთს ახლავე _ ჩვენ თვალწინ.

რუსეთის ფედერაციის წინაშე დგას რუსი ხალხის დაცვის ამოცანა იმ ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების შენარჩუნებით, რომლებზეც დაფუძნებულია რუსი საზოგადოების ერთობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ ადამიანში თანამიმდევრული ინვესტიციების პირობებში, ინვესტიციებით ტრადიციულ რუსულ სულიერზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთო რუსული სამოქალაქო იდენტობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. უახლოეს წარსულში ასეთი ინვესტიციები აშკარად არასაკმარისი იყო, რის გამოც ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე შეიქმნა, _ ნათქვამია დოკუმენტის მეორე ნაწილში.

„რუსეთის მომავლისთვის ამ კრიზისის ყველაზე საშიშ გამოვლინებებს” მიეკუთვნება:

* რუსული ტრადიციული სულიერზნეობრივი ფასეულობების განადგურება;

* მრავალეროვანი ხალხის ერთობის შესუსტება;

* საზოგადოების კულტურული დონის დაქვეითება; აგრესიის, შეუწყნარებლობის მატება; „ასოციალური ქცევისგამოვლინება; საზოგადოების ატომიზაცია, რომელიც მოიცავს მეგობრული, ოჯახური და მეზობლური კავშირების გაწყვეტას, „ინდივიდუალიზმის ზრდას, სხვების უფლებების უგულებელყოფას”;

* ისტორიული მეხსიერების დეფორმაცია, ეროვნული ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდების უარყოფითი შეფასება, რუსეთის ისტორიული ჩამორჩენილობის შესახებ მცდარი წარმოდგენის გავრცელება.

თვით „სახელმწიფო კულტურული პოლიტიკა” განისაზღვრება, როგორც საჯარო ხელისუფლების საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მონაწილეობით, მიმართული კულტურის ყველა დარგის მხარდაჭერის, შენარჩუნებისა და განვითარებისკენ, აგრეთვე, „რუსი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ფასეულობებზე დაფუძნებული სისტემით პიროვნების ჩამოყალიბებისკენ”.

მისი მთავარი მიზნებია „ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც იზიარებს ტრადიციულ რუსულ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, და რუსი საზოგადოების ერთობის განმტკიცება კულტურული და ჰუმანიტარული განვითარების გზით”.

დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ლაპარაკია ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვასა და ქორწინების ინსტიტუტზე, რომელიც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. აგრეთვე, ყურადღება ეთმობა რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დაცვასა და მხარდაჭერას. კერძოდ, ამოცანებს შორის გამოცხადებულია წინააღმდეგობა უცხოური ლექსიკის გადაჭარბებული გამოყენების მიმართ. ქვეგანყოფილება საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებისა და მხარდაჭერის შესახებ შევსებულია პუნქტებით, რომლებიც ეხება პირობების შექმნას რუსული კულტურის, რუსული ენისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების „საერთო რუსული სამოქალაქო იდენტობის” შესანარჩუნებლად. დამატებულია, აგრეთვე, დებულება „ზომების მიღების შესახებ რუსი საზოგადოების დასაცავად გარე იდეურ-ღირებულებითი ექსპანსიისა და დესტრუქციული ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან”.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tsargrad.tv/news/novaja-rossija-protiv-zapadnogo-satanizma-podpisan-dokument_711193

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here