Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთისადმი სიძულვილის გამო ევროპა მთავარ ფასეულობებს ღალატობს

რუსეთისადმი სიძულვილის გამო ევროპა მთავარ ფასეულობებს ღალატობს

72

ევროპამ სერიოზულად აღიქვა ზელენსკისა და ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის იდეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ამ საკითხში ევროკავშირი ორ ბანაკად გაიყო და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება ნიშანდობლივია. ევროკავშირი დადგა იმ ყველაზე საკრამენტული (რელიგიური კულტის _ ..) ევროპული ფასეულობის უარყოფის ზღვარზე, რომლისთვისაც შეიქმნა, _ წერს vz.ru.

ევროპის მონახულების შესაძლებლობა პრივილეგიაა და არა ადამიანის საბაზისო უფლება”, _ ეს არ არის ფრაზა ჰიტლერის მაინ კამპფიდან ან სხვა ცნობილი ნაცისტის ნაწარმოებიდან, ეს ესტონეთის პრემიერმინისტრ კაია კალასის თვალსაზრისია. ასე დაუჭირა მხარი ქალბატონმა პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დასავლეთს მოუწოდა, კოლექტიურად დაესაჯათ ყველა რუსი უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთვის _ მათთვის ტურისტული ვიზების მიცემა აეკრძალათ.

და, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ამ აზრზე მხოლოდ მარგინალები არიან, მათი ეს იმედი გააქარწყლეს ბერლინში. გფრ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის პროექტი “ევროკავშირში რამდენიმე ქვეყანამ შეიტანა და ის დღის წესრიგშია”. ჰებეშტრაიტმა ისიც მიანიშნა, რომ გერმანიის მთავრობაში ამ საკითხზე სხვადასხვა აზრია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ამ წინადადებაზე პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე იმსჯელებენ. და ეს აუცილებელი პროცედურაა. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ევროკავშირის სავიზო კოდექსი არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყანაში მოკლევადიანი ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის პროცედურას. აქედან გამომდინარე, აკრძალვის დაწესების ერთადერთი გზა ევროკავშირის წევრების თავყრილობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა. ამ თავყრილობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდება ქვეყნების ორი ჯგუფი, გაყოფილი არა მხოლოდ და არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის გამო, არამედ თვით ევროპული ინტეგრაციის პროექტის მიმართ დამოკიდებულების გამო.

პირველ ჯგუფში არიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაციის საფუძვლად უნდა იქცეს საბაზისო ფასეულობები, რომელთაგან ერთ-ერთია ადამიანების თავისუფლად გადაადგილების უფლება. ისინი, ვისაც ახსოვს, რომ ადამიანების (ისევე, როგორც საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის) თავისუფლად გადაადგილება საბაზისო უფლებაა ნებისმიერი ერთობლივი ბაზრის შესაქმნელად და, საერთოდ, ევროპის საბაზისო ფასეულობაა.

დიახ, რუსეთი არ არის ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი, მაგრამ, ზოგიერთი ევროპელის აზრით, მოსკოვი უნდა ჩართონ ევროპის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის სფეროებში, რათა გააკონტროლონ ის ან მის ხარჯზე იცხოვრონ.

რუსული ინვესტიციები, ტურისტები და ენერგომატარებლები _ ეს ხომ ის სისხლია, რომლითაც ევროპის ორგანიზმი იკვებება. და თუ ამ ორგანიზმს გავუთიშავთ გარე რესურსების მიწოდებას, მაშინ ვერც ყატარელები, აზიელები და ვერც ამერიკელები ვერ გადაარჩენენ ევროპის ეკონომიკას ნგრევისგან”, _ ამბობს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი.

ევროპულ ელიტაში ჩართვა კი შეიძლება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაში (ძირითადად, საშუალო კლასის ჩარჩოში) არაევროპულად განწყობილი ადამიანების ფენის შექმნით; იმ ადამიანების, რომლებიც ისვენებენ ევროპაში, ყიდულობენ ევროპულს და აზროვნებენ ევროპული კატეგორიებით.

1990-იანი წლებიდან სწორედ ამისკენ იყო მიმართული ევროკავშირისრბილი ძალარუსეთში, მაგრამ ახლა ამ ბანაკის წინააღმდეგია მეორე ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, “ახალგაზრდა ევროპელი პოლიტიკოსებისგანშედგება. მათთვის უცხოა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები. უცხოა ზეეროვნული კულტურული ინტეგრაციის პრინციპები რაღაც უფლებებითუნტერმენშებისთვის” (გერმ.Untermensh _ არაადამიანი).

აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, დასავლურისგან განსხვავებით, 1990-იან წლებში ეთნიკური ნაციონალიზმის პრინციპების საფუძველზე ვითარდებოდნენ და ყალიბდებოდნენ და ახლა ცდილობენ, ეს ეთნიკური ფაქტორი სრულიად ევროკავშირზე გადაიტანონ.

შედეგად ნაციონალიზმი, ევროპული იდენტობის პრიზმაში  “გლობალიზებული”, ამ  ქვეყნებში გარდაიქმნება ყველასთვის ცნობილ ევროპულ ნაციზმად.

ზოგიერთი აღმოსავლეთევროპელისთვის რუსები არა მხოლოდ პრობლემური მეზობლები არიან, “უცხოელები” და  ბარბაროსებიც კი, არამედ ბანალური “უნტერმენშები” _ არაადამიანები, ამიტომ ბალტიისპირელები, პოლონელები და მათი მხარდამჭერები გამოდიან არა ინტეგრაციის, არამედ რუსეთის იზოლაციის მიწოდებით. ახალი რკინის ფარდის შექმნის, ვიზების გაცემის  შეწყვეტის იდეა სრულიად ჯდება ამ კონცეფციაში.

ისინი არა მხოლოდ უგულებელყოფენ საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიას და ეუთოს პრინციპებს, სამწუხაროდ, ისინი ერთი ნაბიჯით არიან დაშორებულნი სპეციალური გეოგრაფიული ზონების შექმნის შესახებ ნაცისტურ კონცეფციას იმ ხალხებისა და ქვეყნებისთვისრომლებიც მათთვის მიუღებელნი არიან. ჩნდება კითხვა: ეს ვისზე ლაპარაკობთ, ბატონებო? ნუთუ შინ არავინ გყავთ ისეთი, ვინც კუთვნილ ადგილს მოგიჩენთ და საღი აზრისკენ მოგიწოდებთ?” _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა.

“ზეადამიანების აზრით კი, საღი აზრი ევროპისთვის “რუსეთის იზოლაციის კონცეფციის” თავსმოხვევაშია.

იზოლატორებიცდილობენ, დაამტკიცონ, რომ რუსების პროევროპულად განწყობილი ნაწილი, რომლებიც გამოზარდეს პირობითმა ინტეგრატორებმა, უნდა შეაშინონ და გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის.

“რუსეთის დემოტივიზაციისა და დემორალიზაციის მცდელობა ყველა მხრიდან მიმდინარეობს და ეს კომპლექსური ზემოქმედებაა. მისი ამოცანაა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გამოყვანა კომფორტის ზონიდან, რათა რაღაც მოიმოქმედონ ხელისუფლებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლება დათმობაზე რომ წავიდეს, ამისთვის ხომ ზურგის დემოტივაციაა საჭირო”, _ ამბობს ალექსეი მუხინი.

ამასთანავე, “იზოლატორები” ან ვერ აცნობიერებენ, რომ, როგორც გრიგორი კარასინმა თქვა, ეს ნაცისტური მიდგომა “აღვივებს მიუღებლობის განცდას, სიძულვილს თუ არა”, ან აცნობიერებენ და ცვლიან არგუმენტაციას და “შეშინებიდან” გადადიან “დასჯაზე” _ ყველა რუსი მაინც პუტინს უჭერს მხარს, მათი ნდობა არ შეიძლება და ამიტომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, “მათ უნდა იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ არ შეიცვლიან ფილოსოფიას”.

და ახლა საკითხავი არის ის, ვისი თვალსაზრისი გაიმარჯვებს პრაღაში გამართულ სამიტზეამ კითხვის პასუხზე დამოკიდებულია არა რუსეთის (რომელსაც შენგენის გარეშეც არ გაუჭირდება ცხოვრება), არამედ ევროკავშირის ბედი, რომელიც ახლა სახიფათო ტრანსფორმაციას განიცდის.

ასე რომ, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წარმოუდგენია საკუთარი თავი მომავალში _ დარჩება მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ინტეგრაციულ პროექტად თუ დაეშვება აღმოსავლეთევროპული ელიტების ხუტორულ ცნობიერებამდე.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://vz.ru/world/2022/8/10/1172019.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here