Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის სათათბირო საქართველოსთან ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტისა და ფულადი გზავნილების აკრძალვას...

რუსეთის სათათბირო საქართველოსთან ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტისა და ფულადი გზავნილების აკრძალვას ითხოვდა

492

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს. 

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. გათვალისწინებულია ფინანსური ოპერაციების აკრძალვა ან შეზღუდვაც, ტურისტულ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება, ცვლილებები იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო ტარიფებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here