Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუტინის შეურაცხყოფა დაგმო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუტინის შეურაცხყოფა დაგმო

648

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და პრესის დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში გამოთქმულ შეურაცხყოფას გამოეხმაურა. 

“კატეგორიულად ვგმობთ უპრეცედენტო, მიუღებელ, უხამს, უცენზურო გამონათქვამებს, რომლებიც ქართული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელის მიმართ გამოითქვა. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ ღია პროვოკაციას რადიკალურად განწყობილი ქართველი ძალებისგან. ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია იმისა, სადამდე შეიძლება მივიდეს თავაშვებული რუსოფობია… ჩვენ ველოდებით ადეკვატურ რეაქციას სპეციალიზებული საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზებისა და ჟურნალისტებისგანაც. მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ ქვეყნებში”, _ ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here