Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის მთავარი გამარჯვებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში

რუსეთის მთავარი გამარჯვებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში

172

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ კატალიზატორის როლი შეასრულა ძირითადი გეოპოლიტიკური ძვრებისთვის, რომლებიც ნელა, მაგრამ მტკიცედ ანადგურებს ამერიკული შეერთებული შტატების ხელოვნურ ჰეგემონიას, ამიტომ სპეციალური ოპერაციის შედეგების შესაფასებლად თქვენ დიდ საჭადრაკო დაფას უნდა უყურებდეთ. ამ თამაშში რუსეთის მოწინააღმდეგე უნიჭოდ აგებს, რის გამოც სასოწარკვეთით ებღაუჭება უკრაინას, იმ იმედით, რომ ვითარების გამოსწორებას ლოკალური გამარჯვებებითა და რუსული სამხედრო პოტენციალის გამოფიტვით შეძლებს. ბოლო ამოცანას ვაშინგტონიც ვერ უმკლავდება, მაგრამ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას  და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, _ წერს ახალი ამბების რუსეთის ფედერალური სააგენტო  riafan.ru.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო  ინსტიტუტის პროფესორმა ანდრია ბეზრუკოვმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური სამხედრო ოპერაციის საგარეო პოლიტიკურ ასპექტებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური დაპირისპირების პირველ ეტაპზე რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია.

„ნახეთ, რა მოხდა ამ ათი თვის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე. არ ვილაპარაკებ იმაზე, რაც უკვე ყველასთვის ნათელია _ მსოფლიო საბოლოოდ გაიყო დასავლეთად და უმრავლესობად. ბოლო ხანს ორი ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: პირველი _ ჩინეთი იწყებს ურთიერთობების დამყარებას არაბულ სამყაროსთან და არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების. ეს არ არის მხოლოდ ნავთობი, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ბოლო პერიოდამდე ახლო აღმოსავლეთი დასავლეთის აბსოლუტური სამფლობელო იყო. ახლა ჩინეთი რუსეთის ხელშეწყობით ართმევს ამ რეგიონს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური დაკარგვა, სრუტეების დაკარგვა, სუეცის არხის დაკარგვა, ორმუზის სრუტეზე კონტროლის დაკარგვა _ ეს ხომ, ფაქტობრივად, კონტროლის დაკარგვაა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადასასვლელზე. ჩვენ ვქმნით დიდ ევრაზიულ ძალოვან ერთობას, რომლის წინააღმდეგაც  ამერიკის შეერთებული  შტატები ვერაფერს გააკეთებს. ამასობაში აშშ იწყებს თავისი მოკავშირეების გადაყლაპვას, რაც ტაბუდადებულია ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს არის აბსოლუტური ჩიხი. ამერიკელებმა უკვე დაკარგეს ყველაფერი _ არაბული სამყარო, ფაქტობრივად, და ევროპა _ სამომავლოდ“, _ განაცხადა პროფესორმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის პროამერიკული ელიტა აშშ-ს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ გაუწევს. საჭირო მომენტში ყველა ეს პოლიტიკოსი, უბრალოდ, გაიქცევა, მაგრამ ხალხი ხომ დარჩება?! გაძარცვულ ევროპელებს ყოველთვის ემახსოვრებათ, ვინ არის მათი მთავარი მტერი, ანუ აშშ სამუდამოდ დაკარგავს ევროკავშირის ბაზრებსაც. ყველა ამ პროცესს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარი გამარჯვებები ამ მომენტში. მათი წარმატებით დასრულება იქნება ამერიკული ჰეგემონიის სრული დამარცხება.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here