Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი და ჩინეთი გავლენას ართმევენ აშშ-ს და სტაბილურობა შეაქვთ  დიდ ახლო აღმოსავლეთში

რუსეთი და ჩინეთი გავლენას ართმევენ აშშ-ს და სტაბილურობა შეაქვთ  დიდ ახლო აღმოსავლეთში

8 აპრილს ლიბიის ქალაქ ბენღაზში გაიმართაგაერთიანებული სამხედრო კომიტეტ 5+5“ის სხდომა. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი და ლიბიის ეროვნული არმია მარშალ ხალიფა ჰაფარის ხელმძღვანელობით, ძალების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. ამრიგად, ლიბიაში გრძელვადიანი კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება, წერს გამოცემა dzen.ru.

შეხვედრაზე მხარეებმა ლიბიაში გაეროს მისიის ხელმძღვანელ აბდულა ბატილის თანდასწრებით განიხილეს ტყვეების გაცვლის, ქვეყნიდან უცხოური საბრძოლო ნაწილებისა და დაქირავებულთა რაზმების გაყვანის, აგრეთვე, მიმდინარე წელს გასამართ საერთოეროვნულ არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. გამორიცხული არ არის, რომ ჰაფთარი ლიბიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინონ.

ამასთანავე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გაუმჯობესდა ურთიერთობა თურქეთსა და ეგვიპტეს შორის, ნორმალიზებულია ორმხრივი კავშირი ირანსა და საუდის არაბეთს შორის. საუდის არაბეთი ახლოსაა ჰუსიტებთან ზავის მიღწევასთან იემენის ტერიტორიაზე.

მიმდინარე მოვლენები მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთისა და ჩინეთის, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეების, ინტერესების ფუნდამენტურ დაახლოებასთან. მოსკოვსა და პეკინს სტაბილურობა შეაქვთ დიდ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც თანდათან თავისუფლდება  ამერიკული გავლენის ბორკილებისაგან.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/a/ZDQAFPQJFQ312G6k

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here