Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთ-აზერბაიჯანის გაზის გარიგებამ ევროკავშირში კითხვები გააჩინა

რუსეთ-აზერბაიჯანის გაზის გარიგებამ ევროკავშირში კითხვები გააჩინა

136
რუსეთ-აზერბაიჯანის გაზის გარიგებამ ევროკავშირში კითხვები გააჩინა

18 ნოემბერს, ლურჯი საწვავის რუსულმა სახელმწიფო მწარმოებელმა და ექსპორტიორმა, „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს დაიწყო გაზის მიწოდება აზერბაიჯანის გაზის სახელმწიფო კომპანია “სოკარისთვის”. ხელშეკრულების თანახმად, ბაქოსთვის მიწოდებული გაზის მთლიანი მოცულობა მილიარდ კუბურ მეტრამდე იქნება. თუმცა, ამ ამბავმა ევროკავშირის ქვეყნებში ბევრი კითხვა გააჩინა ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის გაზრდის ბოლო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ბაქოსა და ბრიუსელს შორის ახლახან დადებული გაზის გარიგება არ აკონკრეტებს, საიდან მოდის გაზი აზერბაიჯანში. არც აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და არც „სოკარმა“ არ უპასუხეს ევროპელი ჟურნალისტების კითხვებს შეთანხმების დადასტურებასთან დაკავშირებით, რომლის დეტალები, რატომღაც, ძალიან საინტერესოა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ განცხადებაში „სოკარმა“ განაცხადა, რომ მას დიდი ხნის ურთიერთობა აქვს „გაზპრომთან“ და რომ ორი კომპანია ცდილობდნენ თავიანთი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით.

გარიგება გაფორმდა პიკური მოთხოვნის პერიოდამდე ცოტა ხნით ადრე, რადგან აზერბაიჯანი შეეცდება შეინარჩუნოს გაზის მიწოდება შიდა მომხმარებლებისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის საექსპორტო ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე ახლახან ევროპასთან ვაჭრობის გასაფართოებლად.

სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში ექსპორტმა წელს 10 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს, მაგრამ ივლისში ევროკავშირთან ხელმოწერილი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ბაქო დათანხმდა ექსპორტის 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას.

ეს ზრდა უნდა დახმარებოდა ბრიუსელს რუსული გაზის მიწოდების დანაკარგის ანაზღაურებაში, რომელიც მოსკოვმა შეამცირა ევროკავშირის სანქციების გამო. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება აზერბაიჯანზე, რომელსაც კვლავ შეუძლია იმდენი რუსული გაზის იმპორტი განახორციელოს, რამდენიც სურს.

ახალი ამბები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ამ ზამთარში რუსეთიდან გაზის იმპორტს განახორციელებს, იმაზე მეტყველებს, რომ ბაქო აპირებს გამოიყენოს რუსული გაზი შიდა ბაზრისთვის მისაწოდებლად, რათა გაათავისუფლოს საკუთარი გაზი და შეასრულოს თავისი ვალდებულებები ბრიუსელის წინაშე. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან ამ იმპორტის ნაწილი ხელშეწყობილია მოსკოვის მიერ, მიუთითებს იმაზე, რომ ბრიუსელის დივერსიფიკაციის მცდელობები შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, და არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში.

ბოლო დროს ევროკავშირი ზედმეტ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რაც მის საზღვრებს მიღმა ხდება. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვსა და ბაქოს დიდად არ აინტერესებს ზამთრის მომლოდინე ევროპელების აზრი „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის გაზის ახალი შეთანხმებების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here