Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგებმა არ იციან, როგორ მოიშორონ მიგრანტები

ფრანგებმა არ იციან, როგორ მოიშორონ მიგრანტები

749

მიგრაციული კრიზისი საკმაოდ მტკივნეული თემაა ევროპისთვის. მეხუთე რესპუბლიკის (საფრანგეთის) მცხოვრებთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მიგრანტებს ნეგატიური გავლენა აქვთ ქვეყანაზე. ხელისუფლება ახალი კანონებით ცდილობს ლტოლვილთა ნაკადების რეგულირებას, მაგრამ ამაოდ _ ნაკადები არ წყდება. 

საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად 15%-ით მატულობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა განაცხადების რაოდენობა 120 ათასი იყო. როგორც გამოცემა Lე Fიგარო წერს, უკვე წელიწადია, რაც საფრანგეთში მიგრანტების ნაკადების რეგულირების ახალი კანონი მოქმედებს, მაგრამ მიგრაციის პოლიტიკაში ნაკლოვანებები აღმოფხვრილი არ არის.

მიგრანტები ჩადიან საფრანგეთში და შეაქვთ განაცხადი ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად. ოფიციალური პირები განაცხადს განიხილავენ ნახევარი წლის განმავლობაში. სახელმწიფოსგან პასუხს 8-დან 12 თვემდე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ლტოლვილები საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. პასუხის მიღების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება _ ნაწილი იმ პირებისა, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღეს, მაინც ქვეყანაში რჩებიან და მათზე ბიუჯეტის თანხები იხარჯება.

ფრანგები ტყუილუბრალოდ არ შფოთავენ მომავალზე, ანალიტიკოსები კი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here