Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ დაგეგმა აშშ-მა კონფლიქტი და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში

როგორ დაგეგმა აშშ-მა კონფლიქტი და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში

234

შვედურმა გაზეთმა Nya Dagbladetმა გამოაქვეყნა, როგორც თვითონ უწოდა, “შოკისმომგვრელი დოკუმენტიიმის შესახებ, როგორ გეგმავდა აშშ შეიარაღებულ კონფლიქტსა და ენერგეტიკულ კრიზისს ევროპაში. ინფორმაციამ გაჟონა უდიდეს ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრ RAND Corporationდან, რომელშიც 1800 ადამიანი მუშაობს თეთრი სახლისთვის რეკომენდაციების შემუშავებაზე, _ წერს rg.ru.

ცივი ომის პერიოდში ამერიკის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სტრატეგიის წარმმართველი ანალიტიკური ცენტრის იანვრის დოკუმენტში მოცემულია დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, როგორ დაგეგმა აშშ-მა ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, მათ შორის “ნდობით აღჭურვილი” პირების მეშვეობით.

მოხსენებაში ანალიტიკოსები წერენ, რომ კიევის რეჟიმის მიერ წარმოებული აგრესიული საგარეო პოლიტიკა რუსეთს აიძულებდა, სამხედრო ძალით ჩარეულიყო უკრაინაში ვითარების შესაცვლელად. ამის შემდეგ ვაშინგტონის მიზანი საამისოდ მომზადებული სანქციების დაწესებაა მოსკოვისთვის.

შედეგად, _ ნათქვამია დოკუმენტში, _ ევროკავშირის ეკონომიკა უეჭველად დაინგრევა”. RAND-ის ანალიტიკოსები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ აშშ შეძლებს ევროპიდან 9 მლრდ-მდე დოლარის რესურსების წაღებას, ხოლო კარგად განათლებული ევროპელი ახალგაზრდები იძულებულნი იქნებიან, აშშ-ში გადაბარგდნენ.

ექსპერტთა რეკომენდაციით, ვაშინგტონის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ევროპის დაყოფა, განსაკუთრებით გერმანიისა და რუსეთის, და ევროპის ეკონომიკის დანგრევა “პოლიტიკაში სასარგებლო იდიოტების” იძულებით, შეაჩერონ რუსული ენერგორესურსების მიწოდება კონტინენტზე. RAND-ის  მიერ შექმნილ დოკუმენტში სათაურით დაასუსტე გერმანია, გააძლიერე აშშ მითითებულია, რომ ამერიკის ეკონომიკას მთლიანად და განსაკუთრებით მისი საბანკო სიტემის მხარდასაჭერად “სასწრაფოდ საჭიროა” გარედან რესურსების მოზიდვა.

ცენტრის ექსპერტების აზრით, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობაა გერმანიის მზარდი დამოუკიდებლობა. სხვა საკითხებთან ერთად მითითებულია, რომ Brexit-მა გერმანიას მეტი დამოუკიდებლობა მისცა და გაართულა აშშ-ის გავლენა ევროპის სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე.

ამ ცინიზმით გაჟღენთილი დოკუმენტის მთავარი მიზანი არის ის, რომ უნდა დაინგრეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გერმანიასა და რუსეთს შორის, არამედ ბერლინსა და პარიზს შორისაც. თუ ეს დაახლოება (საფრანგეთსა და გერმანიას შორის) მოხდება, ევროპა გახდება აშშის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონკურენტიც”, _ ნათქვამია მოხსენებაში. თეთრი სახლისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ორივე ქვეყნის ჩათრევა უკრაინის კონფლიქტში. ეს საბოლოოდ აიძულებს მათ, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე.

ამ პოლიტიკური საფრთხის გასანეიტრალებლად წარმოდგენილია სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიის ეკონომიკის განადგურებას. ამ ხაფანგში გფრ-ის მოხვედრის წინაპირობაა მწვანეთა პარტიებისა და იდეოლოგიის წამყვანი როლი ევროპაში. გერმანიის ეკოლოგიური მოძრაობა _ ეს არის ძლიერ დოგმატური, თუ ფანატიკური არა, მოძრაობა, რომელიც საშუალებას იძლევა, საკმაოდ ადვილად ვაიძულოთ ისინი, უგულებელყონ ეკონომიკური არგუმენტები და შევძლოთ მათი მანიპულაცია”, _ ნათქვამია დოკუმენტში და ჩამოთვლილი არიან ის პოლიტიკოსებიც, რომლებზეც უნდა დაიდოს ფსონი. ლაპარაკია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰებეკზე.

“ამ პოლიტიკოსების პირადი თვისებები და არაპროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ შეუძლებელია, მათ დროულად აღიარონ საკუთარი შეცდომები. ამრიგად, საკმარისი იქნება, მედიაში სწრაფად შეიქმნას “რუსული აგრესიის” სახე. ეს საშუალებას მოგვცემს, წინააღმდეგობის გარეშე დაწესდეს სანქციები”, _ ასკვნიან ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ ბერბოკი და ჰაბეკი გეგმაზომიერად ახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების იდეას უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ.

ყველაფერთან ერთად, ბერბოკი გამოვიდა სკანდალური განცხადებით, რომ შეიძლება გერმანიამ ზამთარშიც უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ამაზე ამომრჩევლები და რას მოუტანს ეს გერმანიის მოსახლეობას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://rg.ru/2022/09/17/shvedskaia-gazeta-nya-dagbladet-kak-ssha-planirovali-konflikt-i-energeticheskij-krizis-v-evrope.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here