Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ ამოქმედდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი, თუ ნატოს ერთი ქვეყანა თავს დაესხმება...

როგორ ამოქმედდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი, თუ ნატოს ერთი ქვეყანა თავს დაესხმება ნატოს მეორე ქვეყანას

78

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიის ჰასაკაში ამერიკული ჯარების შტაბბინას თურქეთის არმიის მებრძოლები დაესხნენ თავს. ამის შესახებ იუწყება ტელეგრამარხი METAMETPИКА Z.

რამდენიმე დღის წინათ ანკარამ ძალიან მკაფიოდ მიანიშნა, ვინ დგას სტამბოლში მოწყობილი ბოლო ტერაქტის უკან და განაცხადა, რომ არც შემსრულებელი და არც დამკვეთი დაუსჯელი არ დარჩებოდა. როგორც ჩანს, ეს არის სასჯელი _ ამერიკული ძალები, რომლებსაც თავს დაესხნენ, გავრცელებული ინფორმაციით, ჰასაკაში წვრთნიდნენ “ბოევიკებს” ქურთების მუშათა პარტიისა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ანკარა კი ტერორისტებს დაუნდობლად ებრძვის.

კულუარული ინფორმაციით, თურქეთმა დახურული არხებით რამდენიმე საათით ადრე აცნობა შეერთებულ შტატებს დაგეგმილი დარტყმების შესახებ და ამერიკელებმა მოასწრეს ევაკუაცია ბაზიდან, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვანია. მთავარია,  რომ ამერიკული სამხედრო ობიექტები არც ისე ხელშეუხებელია და შეიძლება ნატოს ერთმა ქვეყანამ “საპასუხოდ დაარტყას” ნატოს მეორე ქვეყანას ნეიტრალურ ტერიტორიაზე.  აქ მე-5 მუხლი უკვე არაფერ შუაშია?

ლუკა  მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here