Home ახალი ამბები საქართველო რიგითი ქართველების მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი

რიგითი ქართველების მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი

709

სამოქალაქო აქტივისტების _ ჯენი ბურჯანაძისა და ილონა ბაცაცაშვილის _ ინიციატივითა დაევრაზიის ინსტიტუტისმხარდაჭერით რამდენიმე დღის წინათ დაიწერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა (ტექსტს შეგიძლიათ მასალის ბოლოს გაეცნოთ).

ვლადიმერ პუტინთან გასაგზავნ წერილს რამდენიმე დღეში ასობით ადამიანმა მოაწერა ხელი და ხელმოწერის მსურველთა რიგი აქამდე არ შეწყვეტილა. მიმართვამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის გაგზავნილი ადრესატთან, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების დიდი ინტერესი გამოიწვია.

რას წერენ წერილში, რა მიზანი და მისია აქვს მას, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ქართველი ხალხის მიმართვამ რუსეთის პრეზიდენტისადმი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და სამოქალაქო აქტივისტი ჯენი ბურჯანაძე გვესაუბრებიან.

“პუტინი მიიღებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, გარღვევა საინფორმაციო სივრცეში. რუსეთში ეცოდინებათ, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა ფენომენი და სხვა კატეგორიაა…”

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ წერილი, რომელსაც ვუგზავნით რუსეთის პრეზიდენტს, გათვალისწინებულია არა იმისთვის, რომ დღეს და ხვალ მოგვარდეს პრობლემა ორ ქვეყანას შორის, არამედ იმისთვის, რომ ისტორიას დარჩეს; გვინდა, დავანახვოთ ყველას, _ ჩვენ არ ვართ უმადური ხალხი.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მიგვაჩნია ერთადერთ ხელშემწყობ ძალად მშვიდობისა და დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის. აგრეთვე, გავიხსენეთ ის, რაც რუს და ქართველ ხალხებს ისტორიულად აკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის განსაკუთრებული ისტორია, როდესაც რუსმა ერმა ქართველი ერი და საქართველო გადაარჩინა დაღუპვას და შემდეგ როგორ ერთგულად ვემსახურებოდით საბჭოთა კავშირს, მანამდე კი _ რუსეთის იმპერიას. საქართველოს ჰყავს ორი ბუმბერაზი ქართველი, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს რუსეთის ისტორიაში, რუსეთის დიდებასა და ძლევამოსილებაში, ესენია სტალინი და ბერია. დიდი სამამულო ომი გამარჯვებით დასრულდა, რუსეთი ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა გახდა, რომლის წყალობითაც, დღეს მას ვერავინ დაესხმება თავს ისე, როგორც ფაშისტური გერმანია დაესხა. ამ ყველაფერში კი ქართველი პიროვნებების წვლილია შეტანილი, თანაც ძალიან დიდი წვლილი…

_ რუსეთის პრეზიდენტთან ბევრი წერილი გაიგზავნა, მაგრამ მას გაცხადებული აქვს, რომ არ თანამშრომლობს არც ერთი ქვეყნის ოპოზიციასთანის, ამერიკელებისგან განსხვავებით, პირდაპირ აწარმოებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებებთან

_ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია. თქვენ ნახავთ, რომ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვას ხელს აწერენ რიგითი ადამიანიები და არც ერთი ე.წ. ცნობადი სახე.  პუტინთან ბევრი წერილი გაიგზავნა, მაგრამ ბევრი, ალბათ, არც წაუკითხავს. ჩვენ ვაკეთებთ ისე, რომ ხელმომწერი იყოს ქართველი ხალხი და არა ხალხის ერთი სეგმენტის წარმომადგენლები. ეს კეთდება ისტორიისთვის. წერილი არის გულით დაწერილი, აზრიანად დაწერილი. რუსეთის პრეზიდენტი გაიგებს და გაითვალისწინებს… ვლადიმერ პუტინთან ხშირად არ მიდის წერილი, რომელშიც საქართველოში არსებული განწყობებია გამოხატული.

 ვლადიმერ პუტინმა ბიზნესშეხვედრაზე თქვა: არ მეგონა, საქართველოსთან ვიზებს როცა მოვხსნიდით და ავიამიმოსვლას აღვადგენდით, მადლობას არ მეტყოდნენო. ის გაკვირვებული იყო, მაგრამ არ უნდა გაჰკვირვებოდა. ეს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, იმ აპარატს, რომელსაც ეს ევალებოდა. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მადლიერია.

რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის არ სცალია, ამიტომ აუცილებელია, გარკვევით და ნათლად ვთქვათ სათქმელი. წერილი, რომელსაც ვგზავნით არ დაიმალება, არაფერი იმალება და მით უმეტეს ეს წერილი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა რუსულ მასმედიაში, უკვე ყველამ შეიტყო, რომ მას რამდენიმე ასეული ადამიანი აწერს ხელს, თანაც ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, გავიდეთ რეგიონებში და ხალხის ხელმოწერები შევაგროვოთ… მაგრამ ხელმოწერები გრძელდება და პუტინი მიიღებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ. ეს უკვე არის წინგადადგმული ნაბიჯი, გარღვევა საინფორმაციო სივრცეში. რუსეთში ეცოდინებათ, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა ფენომანი და სხვა კატეგორიაა წერილის გაგზავნის ინიციატორი არ ვარ, მაგრამ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ.

რუსეთში ბევრია საქართველოს მოწინააღმდეგე ჯგუფი. ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვა საშუალებას მოგვცემს, საქართველოს მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ამბობენ, ქართველებმა მადლობაც არ გვითხრესო, ცხვირზე ავაფაროთ სამადლობელი წერილი, რომელზეც უამრავი ქართველის ხელმოწერა იქნება…

არ წყდება ხელმოწერები, წერილს ხელს აწერენ ქართველები, რომლებსაც სურთ რუს ხალხთან ურთიერთობის მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა რუსეთია!”

ჯენი ბურჯანაძე, სამოქალაქო აქტივისტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვის ინიციატორი და ავტორი:

_ ჩემი ინიციატივითა და “ევრაზიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, რუსეთის პრეზიდენტისთვის წერილი მოგვეწერა. ამ ინიციატივას ბევრი ადამიანი შემოუერთდა, რაც არც გამკვირვებია. არ წყდება ხელმოწერები, ხელს აწერენ ქართველები, რომლებსაც სურთ რუს ხალხთან ურთიერთობის მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა რუსეთია!

ქართველთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნას. მართალია, წერილზე ხელმომწერებს შორის არ არიან ცნობილი სახეები, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი მიკავშირდება, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულნი, ხმამაღლა ვერ ამბობენ თავიანთ სათქმელს, მაგრამ მხარს უჭერენ ჩვენს ინიციატივას.

ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს მივმართავთ რუსულად. ტექსტის ქართულად თარგმნა არც დაგვჭირვებია, რადგან აღმოჩნდა, რომ რუსული ყველამ იცის, მათ შორის ახალგაზრდებმაც, რომლებიც გვიკავშირდებიან. თუკი თქვენ გადაწყვეტთ ამ მიმართვის გასაჯაროებას, ტექსტი რუსულად დაბეჭდეთ, რადგან რუსული ყველამ იცის… რუსული თითქმის მშობლიური ენაა, ისე, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო.

მას შემდეგ, რაც ეს განცხადება გამოვაქვეყნეთ და ვთქვით, რომ რუსეთის პრეზიდენტთან წერილს ვგზავნით, თანაც ასეთი შინაარსის, ძალიან ბევრმა რიგითმა ადამიანმა გამოთქვა მასზე ხელმოწერის სურვილი. გავაცნობიერე, რომ ნამდვილი საქართველო ეს არის…

_ რუსეთის პრეზიდენტს ბევრ წერილს უგზავნიანროგორ ფიქრობთ, წაიკითხავს ამ წერილს ვლადიმერ პუტინი და რას იზამს, თუ წაიკითხავს?

_ რუსეთის პრეზიდენტი თბილად არის განწყობილი ქართველი ხალხისადმი. ბევრი წერილი მიუღია მას, მაგრამ ხალხისგან, რიგითი ქართველისგან არა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა…

რუსეთს სურს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ ეს მოლაპარაკება არ შედგა. განაწყენებული ვარ საქართველოს ხელისუფლებაზე, ის ორმაგ თამაშს თამაშობს. ფაქტია, ქართველ ხალხს სურს რუსეთან ურთიერთობა, რუს ხალხსაც იგივე სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამას არ ითვალისწინებს. ალბათ, ძალიან ბევრი რამ დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირების შედეგზე. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, ქართველი ხალხი გავა ქუჩაში და თავად გადაწყვეტს საქართველოს ბედს.

მეშინია, არ ახდეს რუსი პოლიტიკოსის, ჟირინოვსკის, ე.წ. წინასწარმეტყველება. ის ამბობდა: დადგება დრო, ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს თავის ბედს, მაგრამ შეიძლება დაგვიანებული იყოსო… მართლაც ისე არ გავაკეთოთ, რომ რუსეთი აღარ დაგვეხმაროს…

გვჭირდება საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები, თანაც ძალიან ბევრი. ჩვენ საშუალება არ გვაქვს, სრულიად საქართველო რომ შემოვიაროთ. ვინც გაიგო ინტერნეტის საშუალებით, ყველა გვეხმიანება, მაგრამ ამის იქით გასაქანი არ გვაქვს. თუ საჭირო შეიქნება, ვფიქრობ, “რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ” და რუსეთის პრეზიდენტის კარამდეც მივალთ, სახალხო დელეგაცია ჩავა იქ. ჩავალთ და მიგვიღებს კიდეც. ჩვენ, ქალები, ვუდგავართ ამ საქმეს სათავეში, ქალები, რომლებიც ვშიშობთ ჩვენი ქვეყნის ცუდი მომავლის გამო.

სიმართლე გითხრათ, მკვლელობით მემუქრებიან, მემუქრებიან, რომ საქართველოში დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ჩემნაირებს დახოცავს, მუქარა მხოლოდ ჩემი მისამართით არ არის…

მძიმე შემოდგომა გველოდება, ფაქტია, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში 25 ათასზე მეტ უკრაინელს აქვს  მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა, რომლებიც არიან აგრესიულები. მათ მხარს უჭერენ ის თურქები, რომლებიც მანამდე გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ისინი შეკრულები არიან, ელოდებიან დაქირავებულ მკლვლელებს უკრაინიდან, ესენი საქართველოში ხელისუფლების დამხობასა და  მეორე ფრონტის გახსნას აპირებენ….

ზელენსკიმ საქართველოში დესანტი გადმოსხა. ჩვენ პრევენციულ ზომებს ვიღებთ, თუ ქვეყნის ხელისუფლებაც შემოგვიერთდება და რუსეთს მიადებს თავს, გადავრჩებით!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

უცვლელად გთავაზობთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის გასაგზავნ მიმართვას:

Глубокоуважаемый господин Президент, дорогой Владимир Владимирович!

Выражаем полную поддержку Вашей борьбе с мировой несправедливостью – глобализмом и однополярной политической системой, борьбе за право народов мира, жить согласно собственным традициям и ценностям.

Для православной Грузии Ваша борьба против мирового зла особенно важна. Когда-то наши великие предки обратили взор на единоверную Россию и связали с ней надежды на спасение грузинского народа. Эти надежды были не напрасны. Господь Бог связал Грузию и Россию особыми узами. У нас особая общая история.

Великая Россия, присоединив разрозненную Грузию, объединила ее в исторических границах. Сегодня, 25 августа, мы праздновали очередную годовщину возвращения Аджарии в лоно Грузии. Это произошло благодаря победе Российской Империи над Османской империей в 1877-78 гг. Таких побед, когда кавказские народы, в том числе грузины, воевали в составе единой Российской Армии, было много.

Грузия развивалась и достигла небывалых высот в составе России и особенно, Советского Союза. Высочайший уровень жизни в Грузии, грузинской науки, культуры, образования, спорта – останутся в исторической памяти нашего народа, несмотря на то, что огромная машина мировой лжи десятилетиями работает на искоренение этой истины.

К сожалению, после предательского развала Советского Союза, ввиду быстро множащихся друг за другом негативных событий, грузинская интеллигенция и грузинские политики забыли одну необходимую вещь – сказать России «спасибо!». Именно благодаря России есть Грузия, есть несколько миллионов грузин, вместо 700-800 тысяч, когда обескровленная за преданность христианству Грузия еще не входила в состав России.

Мы, нижеподписавшиеся простые граждане Грузии, хотим исправить эту ситуацию и в Вашем лице поблагодарить Великий Русский народ, сказав – Спасибо!

Русские, в свою очередь, помнят, что грузины верно служили как Российской Империи, так и Советскому Союзу. Сотни тысяч грузин воевали на полях Великой Отечественной Войны, из которой наша страна вышла абсолютным победителем и стала атомной державой. Отдельные выдающиеся исторические личности – выходцы из Грузии, Сталин и Берия, внесли огромный вклад в Победу и создание атомного оружия. Атомный щит верная гарантия того, что обезумевшие фашисты глобализма никогда не посмеют повторить вероломное нападение гитлеровцев на Россию.

Просим Вас, глубокоуважаемый Владимир Владимирович, обязательно учесть, что до Вас не всегда доходят истинные настроения грузинского народа, грузинской общественности. Грузия это не радикально прозападная оппозиция, не русофобский политический спектр и даже не нынешнее правительство. Народ Грузии живет сам по себе, со своими проблемами и представлениями о мире, а этот политический класс манипулирует общественным мнением. Огромное количество грузин за последние десятилетия выехало за пределы Грузии. В последнее время все больше людей выезжает в западные страны на заработки. Мы бы желали, чтобы был восстановлена разумная, взаимовыгодная, цивилизованная рабочая миграция грузин в сторону России. Ваше мудрое решение, отменить визовый режим для граждан Грузии – первый шаг в этом направлении. Интенсификация связей граждан Грузии с Россией еще больше укрепит ориентацию значительной части населения Грузии на Россию.

В народе в Грузии высоко ценят Ваши неоднократные призывы к официальному Тбилиси вести открытый диалог с абхазами и осетинами, а также собственно с Москвой. Мы твердо уверены в том, что гарантом мира на Кавказе является Россия и эту объективную данность никто не может отменить.

Желаем Вам, господин Президент, крепкого здоровья и дальнейших успехов в Вашей крайне ответственной деятельности на переломном этапе истории!

С искренним уважением, граждане Грузии

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here