მთავარი საზოგადოება Reuters: კანადელების ნახევარი მოითხოვს უკანონო მიგრანტების აშშ-ში დაბრუნებას

Reuters: კანადელების ნახევარი მოითხოვს უკანონო მიგრანტების აშშ-ში დაბრუნებას

1024
გააზიარეთ
კანადა

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ აშშის პრეზიდენტ ტრამპთან ჰუმანურობაში გაჯიბრება რომ მოინდომა, ცნობილია. ამას წინათ მან განაცხადა, რომ კანადა სიამოვნებით გაუღებს კარს ამერიკიდან დეპორტირებულ უკანონო მიგრანტებს.

მაგრამ ასე არ ფიქრობენ კანადელები, ყოველ შემთხვევაში, “როიტერისა” და კვლევითი კომპანია შპსოს-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეების თითქმის ნახევარი. რესპონდენტების 48 პროცენტი თვლის, რომ მიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც უკანონოდ გადალახავენ კანადა-ამერიკის საზღვარს, უკან _ შტატებში უნდა დააბრუნონ; ერთ მესამედზე ცოტა მეტი გამოკითხულის აზრით, კანადამ უნდა მიიღოს დაურეგისტრირებელი მიგრანტები და უფლება მისცეს, იზრუნონ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.

გამოკითხული კანადელების 46 პროცენტმა ასევე განაცხადა, რომ უკმაყოფილონი არიან ჯასტინ ტრიუდოს მთავრობის დამოკიდებულებით ქვეყანაში უკანონოდ შემოსული მიგრანტების საკითხის მოგვარების პოლიტიკისადმი.

46 პროცენტმა აღნიშნა, რომ არალეგალურ იმიგრაციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კანადის უსაფრთხოებისთვის, 41 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახდება; 4 პროცენტმა კი განაცხადა, რომ კანადის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ლტოლვილების მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასარგებლო იქნება(!).

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here