Home სხვადასხვა დაიჯესტი Reuters: ერდოღანი მზად არის, უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე

Reuters: ერდოღანი მზად არის, უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე

985
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როიტერისთვისმიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე, თუ გაგრძელდება ამჟამად არსებული ისლამოფობია და თურქეთისადმი მტრული განწყობა ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მიერ.

ევროკავშირის მიმართ თურქეთის განწყობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ერდოღანმა გერმანია და ნიდერლანდი ნაცისტურ გერმანიას შეადარა: ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა აუკრძალა ერდოღანის მომხრეებს რეფერენდუმის წინ ადგილობრივი თურქების მიტინგებზე გამოსვლა.

“ისლამოფობის მასშტაბის თვალსაზრისით ევროპაში სიტუაცია ძალიან სერიოზული გახდა. ევროკავშირმა თურქეთს კარი დაუკეტა, თურქეთი კი არავის უკეტავს კარს”, _ განაცხადა ერდოღანმა და გაასაჯაროვა ფოტოსურათები, რომლებზეც ასახული იყო ვანდალების მიერ დარბეული მეჩეთები, ასევე, გამოსვლები ქურთი ამბოხებულებისა, რომლებიც ევროპაში მის (ერდოღანის) წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობენ.

“კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ? მოლაპარაკება, უკვე 54 წელიწადია, მიმდინარეობს”, _ თქვა ერდოღანმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის ხელშეკრულება, რომელიც 1963 წელს დაიდო და პერსპექტივაში თურქეთის ევროკავშირთან მიერთებას ითვალისწინებდა.

ერდოღანს მიაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში თურქეთი ჩაატარებს “ბრექსიტის” მსგავს რეფერენდუმს, რომელმაც დიდ ბრიტანეთს “სულიერი სიმშვიდე” მოუტანა და გაუხსნა გზა “ახალი მომავლისკენ”.

თურქეთი ჯერჯერობით მოლაპარაკების ერთგული რჩება. “ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ შევასრულოთ ყველაფერი, რასაც მოგვთხოვენ. რასაც ისურვებენ. მაგრამ ისინი თავიანთ ზღურბლთან გვაყურყუტებენ”, _ თქვა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ყურადღება მიაქცია საპრეზიდენტო არჩევნებს საფრანგეთში და მარინ ლე პენის დაპირებას, რომ თავის ქვეყანას ბლოკიდან გაიყვანს. “ევროკავშირი დაშლის ზღვარზე” დგას, _ თქვან მან.

“ერთი და ორი ქვეყანა ვერ გადაარჩენს ევროკავშირს. თქვენ გჭირდებათ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, სხვა ქვეყანა _ სხვა რწმენის სიმბოლო… მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორც ჩანს, ეს არ ესმით. მათ ეძნელებათ ისეთი მუსლიმური ქვეყნის მიღება, როგორიც თურქეთია”, _ ასე ფიქრობს თურქეთის პრეზიდენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here