Home ახალი ამბები საქართველო რატი იონათამიშვილი – ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და...

რატი იონათამიშვილი – ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ოთხი დეპუტატის წერილშია წარმოდგენილი

107

ფაქტები და დასკვნები, რაც ამ წერილშია მოყვანილი, შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადებას დღეს გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here