Home ახალი ამბები მსოფლიო Rasmussen Reports: ამერიკელებს არ სურთ იმ ქალაქებში ცხოვრება, რომლებმაც მიგრანტები შეიფარეს

Rasmussen Reports: ამერიკელებს არ სურთ იმ ქალაქებში ცხოვრება, რომლებმაც მიგრანტები შეიფარეს

758
აქცია მერილენდში

ბევრ ამერიკელს ეჭვი ეპარება, რომ ის საზოგადოებები, რომლებიც არალეგალურ იმიგრანტებს მთავრობისგან იცავენ, მათთვის უსაფრთხოა.

მერილენდის გარეუბნის საშუალო სკოლაში 14 წლის გოგონას გაუპატიურებამ ორი უფროსკლასელის მიერ, რომლებიც უკანონოდ იმყოფებოდნენ აშშ-ში, ბიძგი მისცა დებატებს “თავშესაფარი ქალაქების” სტატუსის დადგენის შესახებ. ასეთია ამერიკის 200 ქალაქი და ოლქი, მათ შორის _ ვაშინგტონი, ნიუ იორკი, ბოსტონი, ჩიკაგო, მაიამი, ფილადელფია, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის დადგენილებებს საბოტირებენ და აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციას არ გადასცემენ არალეგალებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ.

1000 პოტენციური ამერიკელი ამომრჩევლის სოციოლოგიური გამოკითხვით დადგინდა, რომ მხოლოდ 32 პროცენტია თანახმა, იცხოვროს იმ ქალაქებში, რომლებმაც არალეგალი იმიგრანტები შეიფარეს, 52 პროცენტი ასეთი “თავშესაფარი ქალაქების” წინააღმდეგია, 14 პროცენტი ბოლომდე გარკვეული არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here