Home ახალი ამბები საქართველო რამაზ გაგნიძე: სალომე ზურაბიშვილი იმთავითვე საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოსთვის, მაგრამ ახლა მისი გამოყენება...

რამაზ გაგნიძე: სალომე ზურაბიშვილი იმთავითვე საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოსთვის, მაგრამ ახლა მისი გამოყენება დაიწყეს

“სალომე ზურაბიშვილმა, “ნაცებმა” და ევროპელებმა ერთად წამოიკიდეს “ქართული ოცნება”

441

ამა წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპული ტურნე დაიწყო. ზურაბიშვილის თავნებობა არ მოეწონაქართულ ოცნებასდა მისმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არად ჩაეგდო უცხოეთში ვიზიტებზე მთავრობის უარი, ქართველი ხალხის გაღიზიანების მიზეზიც აღმოჩნდა და 2018 წელს პრეზიდენტის სავარძელში ისედაც ძლივს ჩასმული სალომე ზურაბიშვილი ლანძღვაგინების ობიექტად იქცა. ხალხი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტამდე სააკაშვილს შეიწყალებს, რასაც არეულობა მოჰყვება

მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ქართველი საზოგადოება არეულობას მაინც ელოდება და ფიქრობს, რომ კონტრაქციებით ჩააცხროს სახელმწიფო გადატრიალების მსურველი დესტრუქციული ძალები

გვესაუბრება კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი,სამოქალაქო აქტივისტი, რამაზ გაგნიძე:

_ ჩვენ ვსაუბრობთ აგენტზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია. რომელი ქვეყნის აგენტია, ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ბეგრაუნდი ვინც იცის, ისიც კარგად ეცოდინება, რომ მოღალატე ქართველების შთამომავალია, ის მოღალატეა გენეტიკურად. არ ვილაპარაკებ მის ოჯახზე, მეუღლესა და ა.შ. ფაქტია, რომ მას ქართველისა არაფერი სცხია.

სალომე ზურაბიშვილი იმთავითვე საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ახლა მისი გამოყენება დაიწყეს.

ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა ამ დედაკაცის პრეზიდენტობა, მაგრამ, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, საფრანგეთმა ივანიშვილს შესთავაზა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დაენიშნა, ამით ივანიშვილი პრობლემას მოაგვარებდა ყოფილ ცოლთან, ფულსაც შეინარჩუნებდა და საფრანგეთის მოქალაქეობასაც, რაზეც დათანხმდა და სალომეს სკამი მისცა. ივანიშვილმა ქართველი ხალხის ინტერესები ფეხებზე დაიკიდა. ქართველ ხალხს ზურაბიშვილი არ სურდა პრეზიდენტად… სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხისთვის სამაგიეროს გადახდა ახლა დაიწყო, მან ასევე გადაწყვიტა, დიდძალი ფული იშოვოს პრეზიდენტის  თანამდებობით, რომელსაც გამოიყენებს სააკაშვილის შესაწყალებლად. ამისთვის ფულს გადაიხდიან ევროპელები, რადგან დაინტერესებულნი არიან, რომ მიშა არ ალაპარაკდეს.

_ იურისტები ამბობენ, რომ სააკაშვილის შეწყალება შეუძლებელია, რადგან მისი საქმეები ძიებაშია

_ სააკაშვილს, ძირითადად, მისჯილი აქვს. რამდენიმე საქმე, შესაძლოა, ძიებაშია, მაგრამ არის დასრულებული საქმეები და მას სასჯელიც აქვს გამოტანილი. ასე რომ, მისჯილ საქმეებზე შეიძლება შეწყალება. დანარჩენი საქმეები ერთ წელიწადში დასრულდება, ზურაბიშვილი კი კიდევ ერთ წელიწადს იქნება ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

_ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა შედეგს ვერ გამოიღებს?

_ იმპიჩმენტი რომ ვერ შედგება, ეს უკვე აღიარა სახელისუფლო გუნდმაც და პარლამენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა, “ნაცებმადა ევროპელებმა ერთად წამოიკიდესქართული ოცნება”, ჭკვიანურად იმოქმედეს.

  “ოცნება”, მართალიც რომ იყოს ზურაბიშვილთან, იმპიჩმენტს ფიზიკურად ვერ შეძლებს, ვერ მოაგვარებს ამ საკითხს, რადგან საკმარისი ხმები არ აქვს. შესაძლოა, ვიღაცები მოისყიდონ, მაგრამ ხმათა საკმარის რაოდენობს, 100 ხმას, ვერ მიიღებს. ასე რომ, იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება.

“ქართული ოცნება” თამაშობს, ქართველი ხალხის გულის მოგებას ცდილობს. ტიპობენ, ძლიერის როლის მორგება სურთ, მაგრამ საფუძველშივე წაგებული საქმე წამოიწყეს. არ მესმის, რა ინტერესი აქვთ, რისთვის დაიწყეს იმპიჩმენტის პროცესი. ჩემი მოკრძალებული აზრით, სალომეს იმპიჩმენტი განხორციელდება, სააკაშვილს კი ამ დედაკაცის ხელით გაათავისუფლებენ და ამაში დიდძალ ფულს აიღებს ყველა. გარიგებაა ჩვეულებრივი, რაც ჩვენს რეალობაში გასაკვირი არ არის. სააკაშვილის გათავისუფლება დაბრალდება პრეზიდენტს, რომელიც ხალხს სძულს…

_ რას  გააკეთებს გარეთ გამოსული სააკაშვილი, ან გააჩერებენ მას საქართველოში?

_ სააკაშვილი სადაც ზის, იქაც საშიშია, ქუჩაში გამოსული _ მით უმეტეს… მიშა საშიშია, რადგან აიყოლიებს კბილებამდე შეიარაღებულ უკრაინელ ზონდერებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ არიან, მიშას მხარს დაუჭერს ევროკავშირი და ხელისუფლების დამხობას მეტი რა უნდა?! მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ!

_ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი აღმოჩნდეს

_ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პიკს აღწევს, დესტრუქციულ ძალებს ამის დიდი სურვილი აქვთ და დიდი რესურსიც, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ე.წ. ოპოზიციამ, ამ ქვეყნის მტრებმა, ხელისუფლების დამხობის რეპეტიცია ორჯერ გაიარეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. მესამედ, ვფიქრობ, შეცდომას აღარ დაუშვებენ, იმავე ძალებით აღარ დაიწყებენ არეულობას, სხვა ძალებს დაიხმარენ.

_ საწინააღმდეგოდ აპირებთ რამეს?

_ კონსერვატიული ძალები არ დავუშვებთ არეულობას ამ ქვეყანაში. სიმართლე გითხართ, ჯერ არ შეგვიმუშავებია კონკრეტული გეგმა, როდის და რა ფორმით შევიკრიბებით, როგორ დავუპირისპირდებით ლიბერასტებს…

_ .. ლიბერასტები ამბობენ, რომ 15 სექტემბერს გეგმავენ დიდ შეკრებას

_ არავის ეგონოს, რომ ქართველი ხალხი ვინმეს რამეს დაუთმობს. ბრძოლა არავისზე ნაკლები არ ვიცით, თანაც მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დაცვას ეხება. უპირატესობა ყოველთვის იმ მხარეს აქვს, რომელიც სამშობლოს იცავს, და არა თავდამსხმელს, მოღალატესა და დეზერტირს.

_ ქართველი მოღალატეები ვაბანკზე მიდიან, არაფრის დათმობას არ აპირებს ქართველი ხალხიც. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი სამოქალაქო ომამდე არ მიგვიყვანს?

_ სამოქალაქო ომი სურთ მოღალატეებს, ამას არ დავუშვებთ, ამიტომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან. დესტრუქციულ ძალებს იმდენი მომხრე არ ჰყავთ, რომ სამოქალაქო ომში ჩაებან, სახელმწიფო გადატრიალებას კი სულ რამდენიმე დღე და ფული სჭირდება… სახელმწიფო გადატრიალებას ჩვენ არ დავუშვებთ, ამას ველოდებით და მარტივად გავუმკლავდებით.

_ გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი შეუწყო დესტრუქციულ ძალებს, ქვეყანაში ვითარება რომ დაძაბულიყო. ამბობთ, აქამდე ორჯერ ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ვერ მოახერხესო. ეს საფრთხე ახლა რეალურიაინტერვიუს დასაწყისში ისაუბრეთ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს გარიგება შესთავაზეს პრეზიდენტად ზურაბიშვილის დანიშვნის სანაცვლოდ, მაგრამ მაინც ვისი დაკვეთით ჩამოიყვანა თავის დროზე სააკაშვილმა ზურაბიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და შემდეგ პრეზიდენტად მოგვევლინა, ქალი, რომელზეც ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ აგენტი იყო?

_ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას სასტიკად ვეწინააღმდეგებოდით მე და ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნის განვითარებაში მოკრძალებული წვლილის შეტანა შეგვიძლია. მისთვის ხმა არ მიგვიცია, მიუხედავად ხელისუფლების დიდი ძალისხმევისა და წნეხისა, ასე იყო მარგველაშვილის არჩევის დროსაც. ჩვენ, საღად მოაზროვნე ადამიანებმა, ყოველთვის ვიცოდით, რომ ზურაბიშვილი სამშობლოს მოღალატეების შთამომავალი იყო, ამიტომ ქვეყანას ვერ ვანდობდით. სააკაშვილს თავის დროზე ტყუილად არ ჩამოუყვანა ეს დედაკაცი, ეს დაავალა აგენტურულმა ქსელმა და, ჩვენდა სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი, თითქმის ოცი წელიწადია, ამ ქვეყანაში თავს შესანიშნავად გრძნობს.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, იმ ადამიანებსაც, რომლებიც ზურაბიშვილის გამო მაგინებდნენ, დღეს  უხერხულობას უქმნის ეს დედაკაცი და ნანობენ მის არჩევას. დღეს ცუდია ზურაბიშვილი  ყველასთვის, იმხანად კი მას მხარს ბიძგვინისტები უჭერდნენ… ეს დედაკაცი ხუთ წელიწადში არ შეცვლილა, ის ასეთი იყო _ მოღალატე! ზურაბიშვილი მონაა, მისი მხარდამჭერებიც მონები არიან, ესაა და ეს!

შემოდგომა ძალიან მძიმე იქნებაო, ამბობენ. სავარაუდოდ, ასეც იქნება. გეტყვით, რომ გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვუშვათ. ქვეყანას ვერავის ავარევინებთ. ქართველმა თავის სიტყვა უნდა თქვას. ნეოფაშიტებს, ლიბერასტებს, ათასი უბედურების მომტან ადამიანებს ხელში ვერ ჩავუგდებთ სამშობლოს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here