Home ახალი ამბები მსოფლიო რა თანხად იყიდა რუსეთის სამეფომ კიევი

რა თანხად იყიდა რუსეთის სამეფომ კიევი

201

 რეჩ პოსპოლიტასთან (კონფედერაციული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 1569 წელს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სათავადოს გაერთიანების შედეგად. ლიკვიდირებული იყო 1795 წელს მისი მიწების გაყოფით რუსეთის იმპერიას, პრუსიასა და ავსტრიას შორის _ გ.გ.) 1686 წლის მარადიული ზავის” ფარგლებში შეთანხმების შედეგად  რუსეთის სამეფომ კიევი ოფიციალურად იყიდა და მასში 146 ათასი რუბლი გადაიხდა, _ წერს ტელეგრამ-არხი  „ Z Правда Шурави “ და ამ ზავის დოკუმენტს აქვეყნებს.

პოლონური მხარე, რომელსაც სჭირდებოდა ფული და სამხედრო მხარდაჭერა თურქებისა და თათრების წინააღმდეგ და, აგრეთვე, ვერ ხედავდა ძალით კიევის აღების შესაძლებლობას, დათანხმდა, განეხილათ თანხა, რომლის გამოც ოფიციალურად უარს იტყოდა ქალაქზე. მხარეებმა დაიწყეს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ფასზე, რომელსაც მოსკოვი გადაუხდიდა  ვარშავას ძმური მეგობრობისა და სიყვარულისთვის“ _ ასე ჩამოაყალიბეს დიპლომატებმა ოფიციალურად გადახდის მიზანი 1686 წელს. ვაჭრობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მოლაპარაკებები მივიდა საბოლოო თანხამდე, რომლის გადახდის შემდეგ კიევი ოფიციალურად აღიარეს რუსეთის საკუთრებად. ეს იყო 146 ათასი რუბლი _ რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 10%.

კიევის შესყიდვის შესახებ დებულება შედიოდა 1686 წლის „მარადიულ ზავში“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here