ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

1704
ტოჩინოშინმა, ლევან გორგაძემ იაპონელი მეტოქე დაამარცხა და პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი გახდა ისტორიაში, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო.

პირველი ორი ბულგარელმა კოტოოშუმ და ესტონელმა ბარუტომ მოიპოვეს.

გორგაძე დაიბადა 1987 წელს მცხეთაში. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობას ბავშვობიდან ეუფლებოდა. 16 წლის ასაკში გორგაძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სამბოში ევროპის ახალგაზრდული პირველობა მოიგო.

გორგაძე პროფესიონალურ სუმოს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან გაეცნო და სამოყვარულო დონეზე ვარჯიში დაიწყო. 2005 წლის ივლისში ტოკიოში მძიმე წონით კატეგორიაში, თეიმურაზ ჯუღელან ერთად (ამჟამად „გაგამარუ“), გუნდურ შეჯიბრებაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერხცლის მედალი მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here