Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი დსთ-ის ქვეყნებს საერთო ფინანსური ბაზრის შექმნას სთავაზობს

პუტინი დსთ-ის ქვეყნებს საერთო ფინანსური ბაზრის შექმნას სთავაზობს

826

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში გამართულ დსთ-ის ქვეყნების სამიტის მონაწილეებს შესთავაზა, აწარმოონ ურთიერთშორის ანგარიშები ეროვნულ ვალუტებში და შექმნან საერთო ფინანსური ბაზარი დსთ-ის ქვეყნებისთვის. 

“ფრიად მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთშორის ანგარიშების წარმოება ეროვნულ ვალიუტებში. მხედველობაში მაქვს ის პრობლემები, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, ჩვენ ამას ვხედავთ. ამის შედეგია სავაჭრო ომები და სხვადასხვა შეზღუდვა. და, რა თქმა უნდა, თავი უნდა დავიზღვიოთ სავალუტო რისკებისგან. უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა სავალუტო სფეროში, შევათანხმოთ სავალუტო პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, ეს უეჭველად დაეხმარება ჩვენი საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებას”, _ განაცხადა პუტინმა დსთ-ის სამიტზე გამოსვლისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here