Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: რუსეთიდან ნავთობის ფასების ზღურბლმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს

პუტინი: რუსეთიდან ნავთობის ფასების ზღურბლმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს

121
პუტინი: რუსეთიდან ნავთობის ფასების ზღურბლმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს

დასავლეთის მცდელობამ, რუსულ ნავთობზე დააწესოს ფასების ზედა ზღვარი, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები მსოფლიოში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ალ-სუდანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

“საუბარი შეეხო დასავლეთის რიგი ქვეყნების მცდელობებს, დააწესონ შეზღუდვები რუსეთიდან ნედლი ნავთობის ღირებულებაზე. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს და, დიდი ალბათობით, მძიმე შედეგებს გამოიწვევს გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის”, – იუწყება კრემლის ვებგვერდი.

იმავდროულად, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები რუსული ნავთობის ფასის ლიმიტების შემოღების შესახებ ჩიხში შევიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here