Home ახალი ამბები მსოფლიო პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო მოლდოვაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობასთან...

პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო მოლდოვაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობასთან პიკეტი მოაწყვეს

რია ნოვოსტისკორესპონდენტი იუწყება, რომ ოპოზიციური პარტიაშორ”-ის მომხრეებმა პიკეტი მოაწყვეს მოლდოვის მთავრობის შენობასთან და მინისტრთა კაბინეტს გადადგომისკენ მოუწოდეს.

“ეს არის ანტიხალხური მთავრობა. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო მოხელეებს, არ ემსახურონ მმართველ რეჟიმს, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა. ნატალია გავრილიცას მთავრობა უნდა გადადგეს”, _ განაცხადა დეპუტატმა პარტია “შორ”-იდან _ იულიან ბალანმა მიტინგზე. აქციაზე, რომელიც დილით გაიმართა, მიიტანეს პლაკატები და პროტესტი გამოხატეს პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო. აქციამ, რომელიც 1 საათს გაგრძელდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მანიფესტანტების ქმედებებისთვის. მოლდოვაში ანტისამთავრობო მიტინგები და პიკეტები მაისში დაიწყო. ადამიანების აღშფოთება ბუნებრივ  აირსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფულმა მატებამ გამოიწვია, აგრეთვე, ცხოვრების დონის დაცემამ. მანიფესტანტები ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებენ და მიუთითებენ ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორპდულ ინფლაციაზე, რომელმაც ზაფხულში 33,5% შეადგინა. ქვეყნის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, აკრიტიკებენ რუსეთთან ბუნებრივი აირის ფასზე მოლაპარაკებების სურვილის არქონისა და  ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის გამო.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220905/moldaviya-1814443240.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here