ბოლო რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიუსელისადმია მიპყრობილი. 2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში რამდენიმე ტერორისტული აქტი განცორციელდა და შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 ადამიანზე მეტი სერიოზულად დაშავდა. დღეს ბრიუსელი ევროლიბერალების დედაქალაქია, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ამ ლიბერალების ბაბუები ისე სამარცხვინოდ იქცეოდნენ, რომ ძნელია ამის წარმოდგენა. დღეს ევროპის ეს სამარცხვინო ისტორიის ფურცლები ბევრს დავიწყებული აქვს.
მაგრამ ჩვენ შევეცდებით დღეს გაგახსენოთ ისე, რაც ნებსით თუ უნებლიეთ ევროპაში დავწიყებას მიეცა. 1935 წლამდე ევროპაში არსებობდა შავკანიანების ზოოპარაკი, სადაც ცხოველებთან ერთად შავკანიანი მოსახლეობა ყავდათ დამწყვდეული ”ცივილიზებულ ევროპელებს”. ბოლო ესეთი ზოოპარაკი ბაზელში 1935 წელს დახურეს, ხოლო ტურინში 1936 წელს.
მაგრამ ბრიუსელში შავკანიანების (კონგოს მკვიდრი მოსახლეობის) ექსპოზიცია 1958 წელსაც გაიმართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მათ ისე ეპყრობოდა, როგორც ცხოველებს.
XX საუკუნის დასაწყისში ცხოველებთან ერთად შავკანიანები ჰყავდათ წარმოდგენილი ლონდონის, ანტვერპენის, ბერლინის, ბაზელის და ბევრი სხვა განვითარებული ქალაქის ზოოპარკში. ლონდონის ზოოპარკში მაგალითად აფრიკელების გალია 800 000 ადამიანმა ინახულა.
ყველაზე ხშირად აფრიკელ მოსახლეობას ვოლიერებში ათავსებდნენ, სადაც ”ეთნოგრაფიული სოფლის” მინი ვერსიას უქმნიდნენ. ისინი ნაციონალური ტანსაცმლით მოძრაობდნენ, პრიმიტიული იარაღებით მიწას ამუშავედნენ და სადილს კოცონზე ამზადებდნენ. მკაცრი ევროპული ზამთრის ფონზე შავკანიენები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. მაგალითად ჰამბურგის ზოოპარკში 1908-1912 წლებში 27 აფრიკელი დაიღუპა.