ყველასთვის ნათელი რომ იყოს ვინ ახალისებდა ტერორისტულ ორგანიზაციებს ახლო აღმოსავლეთში და ვინ თანამშრომლომდა მათთან. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი “ალ-ქაიდას”, “თალიბანის” და “ისლამური სახელმწიფოს” შექმნაში ცივილიზებულმა სამყარომ უკვე კარგი ხანია რაც გაიგო. საქართველოში ეს ჯერ-ჯერობით ყველასთვის ცხადი არ არის.
მსოფლიოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, პირველ რიგში კი პარიზში მომხადარმა ტერორისტულმა აქტებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. დღეს ალბათ ძნელად თუ მოიძენბება ადამიანი ვისაც არ ექნება გაგებული ”ისლამური სახელმწიფოს” შესახებ. სწორედ ”ისლამური სახელმწიფო” იქცა თანამედროვე მსოფლიოს და კაცობრიობის №1 მტრად და გამოწვევად. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა მთავარ მომენტზე – ”ისლამური სახელმწიფო” დღეს და გუშინ არ შექმნილა, მსოფლიოს №1 ტერორისტული ორგანიზაცია წლების განმავლობაში იქმნებოდა, დღესდღეობით კი ტერორიზმის გარდა ისინი მსხვილი ბიზნესითაც არიან დაკავებულნი, რაც ყოველდღიურად მილიონობით დოლარის შემოსავალს უტოვებთ მათ. დღევანდელ ბლოგში სწორედ შევეცდები ”ისლამური სახელმწიფოს” ძრავაზე, ანუ იმ დაფინანსებაზე ვისაუბროთ, რომლის მეშვეობითაც ისინი არსებობენ და დღითიდღე ძლიერდებიან.
ზოგადად ”ისლამური სახლემწიფოს” ჩამოყალიბების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, მაშინ აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციასთან მივალთ. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამერიკელების შეჭრის მერე დაიწყო, ხოლო დასრულდა ამერიკელების მიერ ერაყის დატოვების შემდეგ.
დღესდღეობით მრავალმილიონიანი ბიზნესის მქონე ”ისლმაური სახლმწიფოს” არსებობა თავიდან შემოწირულობების ხარჯზე დაიწყო. პირველ რიგში ეს შემოწირულობები მოდიოდა აშშ-ს ერთგული და საიმედო მოკავშირისგან – საუდის არაბეთისგან, რომელთაც ისლამის რადიკალიზაცია სახელმწიფო დონეზე მოახერხეს და შექმნეს ვახაბიტური სახელმწიფო. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ და საუდის არაბეთი საკმაოდ თანმიმდევრულად მოქმედებენ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ეს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების დაფინანსება თუ თანამშრომლობა უსამა ბინ ლადენთან არ ხდება ვაშინგტონის დასტურის გარეშე.
საწყის ეტაპზე ”ისლამურ სახელმწიფოს” საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას უწევდა ქუვეითი და ყატარი. საქმე ეხება რამდენიმე ათეულობით მილიონ დოლარს. ეს იმით აიხსნება, რომ საუდის არაბეთს, ყატარს და ქუვეითს ყავთ ერთი დიდი მტერი ირანის სახით. ამიტომ ისინი არასდროს არ იშურებდნენ თანხებს ისლამისტური რადიკალური და ტერორისტული დაჯგუფებების შესაქმნელად. აშშ თავის მხრივ ამ ყველაფერს ან არ იმჩნევდა, ან თვითონაც უწყობდა ხელს.
საუდის არაბეთი და ყატარი რამდენიმეჯერ ამხილა დანაშაულებრივ ქმედებებში ერაყის ექ-პრემიერმა ნურ ალ-მალიკიმ. ამის შესახებ იწერებოდა ასევე გავლენიან დასავლურ გამოცემებში, მაგალითად The New Your Times-ში. NYT-ის სტატიაში მოყვანილია კონკრეტული სახელები, ქუვეითელი მეწარმე ღამინ ალ-მტეირი, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ თითოეულ მებრძოლს 2 500$-ს უხდიდა. იქამდე ღამინ ალ-მტეირი ქუვეითურ არმიაში იბრძოდა, რომელიც 90-იან წლებში აშშ-ს მოკავშირე იყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Right Watch-მა 2014 წელს გამოაქვეყნა ანგრაიში სადაც, სადაც აშშ-ს მთავრობას და კერძოდ ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI-ს) ადანაშაულებდა მუსულმანებში ტერორიზმის წამქეზებლობაში და გაღვივებაში. HRW-ის დირექტორი მოადგილე ანდრე პრასოუ აცხადებდა, რომ აშშ-ს ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით ძალიან ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს.
Human Rights Watch-ის 2014 წლის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
საუდიტების და ამერიკელების მიზანი იყო ირანის შიიტური მმართველობის საპირწონე შეექმნათ, ამიტომაც ისინი აქტიურად აფინანსებდნენ სირიულ ოპოზიციას ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამ ოპოზიციის ნაწილი გახდა დღეს ავად სახსენებელი ”ისლამური სახელმწიფოს” ნაწილი.
ალ-ქაიდას ისტორია განმეორდა, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე ფორმით. თავიდან აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას სახით იმდენად გაძლიერდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდა აშშ-ს გავლენიდან და შეიძლება ითქვას დამოუკიდებელ წარმონაქმნად იქცა საკუთარ ძლიერი ბიზნეს სტრუქტურებით. სწორედ ანალოგიური რამ ვიხილეთ ”ისლამური სახელმწიფოს” შემთხვევაშიც. ოღონდ აქ საქმე ბევრად უფრო გართულდა; ISIS-ს უკვე გააჩნია საკუთარი ვალუტა, ფინანსთა სამინისტრო, სამთავრობო ორგანოების მსგავსი სტრუქტურები, რაც უფრო მძლავრს და საშიშს ხდის ამ ტერორისტულ დაჯგუფებას.
ამჟამად ”ისლამური სახელმწიფოს” შემოსავლები შეიძლება 3 ნაწილად გაიყოს.
ნავთობით და გაზით ვაჭრობა
ანტიკური არქეოლოგიური ძეგლების განადგურების შედეგად ხელოვნების ნიმუშებით არაკანონიერი ვაჭრობა
სიგარების კონტრაბანდა და სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა
ნავთობით და გაზით ვაჭრობაზე მოდის ”ისლამური სახელმწიფოს” შემოსავლების უდიდესი ნაწილი. სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით ნავთობის გაყიდვით ისლამისტი ტერორისტები ყოველდღიურად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებენ, ხოლო ბუნებრივი აირით ვაჭრობით წლიურად 489 000 000$-ს. 1 ბარელ ნავთობს ტერორისტები 20-25$-და ყიდიან. ნავთობის დიდ ნაწილს ყიდულობს საუდის არაბეთის ნავთობკომანია Aramco, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ნავთობკომპანიებთან. დე-ფაქტო ”ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მარაგების ნაწილს ყიდულობენ თურქები.
ანტიკური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა მაგალითად შუმერებისდროინდელი პატარა, 7 სანტიმეტრიანი ლომის ქანდაკება შავ ბაზარზე 57 000 000$-ად გაიყიდა.
სიგარეტის კონტრაბანდით და სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ვაჭრობის შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” ყოველწლიური ბიუჯეტი მიახლოვებით 200 000 000$-ით ივსება.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: როგორ შეუძლიათ ტერორისტებმა საერთაშორისო ბაზარზე გაყიდონ ნავთობი, რომელსაც თითქმის მთლიანად აკონტროლებს ვაშინგტონი?
2015 წლის მარტში, როდესაც ლიბიელმა ტერორისტებმა ბენგაზიდან ხელში ჩაიგდის ნავთობის ტანკერი Morning Glory და მისი გაყიდვა სცადეს, ამერიკელმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაანეიტრალეს ლიბიელი ტერორისტები და ნავთობის ტანკერი უკან, ლიბიაში დააბრუნეს. მაშ რატომ არ მოქმედებდნენ ამერეკელები იგივენაირად ”ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ?
თანამდროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიების ბუმი დროს, აშშ-ს უპრობლემოდ შეუძლია გაიგოს თუ ვინ ყიდულობს ტერორისტებისგან ნავთობს, გაზს, ანტიკურ შედევრებს, მაგრამ ეს არ ხდება. ვაშინგტონი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, რადგანაც ალბათ ამას მოითხოვს აშშ-ს სახლემწიფო ინტერესები. აშშ-ს მსგავსი პოზიცია თავისუფლად შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
მაგრამ კაცობრიობა მარტო დასავლეთის იმედზე არაა, რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ”ისლამური სახელმწიფოს” ნავთობსაბადოების დაბომბვა დაიწყო.