პორტალი Politicano სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბრობს “რუსულ პროპაგანდაზე”, რომელშიც პორტალს მუდმივად ადანაშაულებენ.
“ერთი წამით თუ დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ”რუსული პროპაგანდა”? ევროცენტრისტების და დასავლური პოლიტიკის ელიტების მიერ ეს ტერმინი თავის დროზე იმისთვის იყო მოფიქრებული, რომ ყველა იმ ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის, დისკრედაცია და მარგინალიზირება მოეხდინათ, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო ფაქტებს და მასალებს აშუქებენ და მათთვის არასახარბიელო პოზიცია უკავიათ.
რელურად გამოდის რომ ”რუსული პროპაგანდის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არა რუსები, არამედ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რეჟისორები და გამოჩენილი ადამიანები არიან – ნოამ ხომსკი, მაიკ მანი, ოლივერ სტოუნი, მაიკლ მური, ჯოზეფ სტიგლიცი, ულიამ ბლუმი, ჰოვარდ ზინი, ჯიმ მორისონი რადგანაც სწორედ ეს ხალხი იყვნენ და არიან აშშ-ს და ევროკავშირის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე კონცეპტუალური და გამორჩეული კრიტიკოსები.
ის რომ “რუსული პროპაგანდა” არის პროპაგანდისტული ტერმინი ნათლად გამოჩნდა ბრექსიტის და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც უამრავი მცდელობის მიუხედავად მოეხდინათ ბრექსიტის მომხრეების და ტრამპის მხადამჭერების მარგინალიზირება და მათთვის “რუსული პროპაგანდის” იარლიყი მიებათ სრული კრახით დამთავრდა.
P.S “რუსული პროპაგანდით” ხალხის სტიგმატიზება აღარ მუშაობს, ამიტომაც “სოროსის ფონდის” მიერ გამოჩეკილი არასამთავრობოები ჩვენთან უკვე აგონიაში არიან, არ იციან რა დაუპირისპირონ სიმართლეს”. – ნათქვამია Politicano-ს განცხადებაში.