Home რუბრიკები ისტორია Politicano: ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი, ანუ ამერიკელების მიერ მოწყობილი ოსვენციმი №2

Politicano: ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი, ანუ ამერიკელების მიერ მოწყობილი ოსვენციმი №2

კარგია, როდესაც ომი შენგან შორსაა და შენ ეს არ განაღვლებს დიდად. როდესაც ადამიანები იხოცებიან და ქალაქები ნადგურდება სადღაც იქ, თქვენგან შორს, ყველაფერი რაც თქვენ იცით ომის შესახებ – მხოლოდ მეინსტრიმული მედია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა.


აშშ ბოლო საუკუნის განმავლობაში ათობით სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას, თუმცა არც ერთი არ გამართულა უშუალოდ მის ტერიტორიაზე. მას თავს არავინ ესხმოდა, თუმცა მაინც საჭიროდ ჩათვალა, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა წერტილში მიმდინარე მოქმედებებში ჩარეულიყო – ნიკარაგუა, კუბა, ჰონდურასი, დომინიკა, გერმანია, იაპონია (ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ზე თავდასხა სხვა ქვეყანა), კორეა, გვატემალა, ლიბანი, ლაოსი, კამბოჯა, გრენადა, პანამა, ორჯერ ერაყი, ჰაიტი, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი – ვიეტნამი.

აშშ-ს ისტორიაში კი ყველაზე ცნობილი ომი გახდა ის, რომელიც ამერიკელებისათვის სასირცხვილოდ დასრულდა.

აშშ ამ ომში ზესახელმწიფოს სტატუსით იღებდა მონაწილეობას, ულევი რესურსებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირეს ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიას და ძლიერ პარტიზანულ მოძრაობას.

მათ არ უშველათ არც მასობრივმა ვიეტნამის მასობრივმა დაბომბვებმა, არც ამომწვარი ნიადაგის ტაქტიკამ, არც ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკმა წამებამ, რომლებიც პარტიზანებს სოლიდარობას უცხადებდნენ, არც ტრაგიკულად ცნობილ „Agent Orange”-მა, რომლის შედეგები დღესაც გვხვდება ახალშობილთა შორის, რომლებსაც სერიოზული ფიზიკური და გონებრივი დეფექტები აღენიშნებათ.

ხოშიმინში, სამხრეთ ვიეტნამის ყოფილ დედაქალაქში, რომელსაც ადრე საიგონი ერქვა, განთავსებულია „ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი“, რომელშიც წარმოდგენილია შემზარავი ექსპონატები და საზარელი ფოტო მასალები, რომელთა ნაწილი თვით ამერიკელების მიერ იყო გადაღებული.

მუზეუმი, რომელშიც ნაჩვენებია იმ სახელმწიფოს რეალური სახე, რომელიც დღესდღეობით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის შუქურად გვევლინება.

ამერიკის შეერთებული შტატები – ქვეყანა, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით არაფერად აგდებს სხვა ქვეყნების მოქალაქეების უფლებებს და აგზავნის იქ თავის სადამსჯელო ექსპედიციებს აგზავნის.

ეს მუზეუმი შეიძლება ითქვას რომ „ოსვენციმის“პროტოტიპია. დიახ, ამ მუზეუმში უფრო მეტად შეხვდებით ფოტო სურათებს, ვიდრე ომის დროინდელ იარაღს, მაგრამ ეს ფოტო სურათები უფრო მკაფიოდ იბეჭდება გონებაში.
ამ სურათებზე, რომლებიც არა სამხედრო კორესპოდენტების, არამედ რიგითი ჯარისკაცების მიერ არის გადაღებული, ნაჩვენებია იმ ადამიანების წამება და მთელი ტკივილი, რომლებიც უნებურად გახდნენ ამ მოვლენების მონაწილეები.

ეს არის პირველი ფოტო, რომელსაც წააწყდება მუზეუმის დამთვალიერებელი. აწ უკვე საკმაოდ ცნობილი კარდი, სადაც ნაჩვენებია ზედა კიდურების გარეშე დარჩენილი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი გოგონა, რომლის სიხარულიც ომის დამთავრებით არის გამოწვეული.

მუზეუმში რამდენიმე დარბაზია. ფოტოზე ნაჩვენებია ბოლო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დარბაზი, რადგან ის კაცობრიოების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ეკოციდს ეძღვნება. ამერიკელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ჯუნგლებში განლაგებულ პარტიზანთა მასობრივ ქვედანაყოფებს და სასტიკ ტაქტიკას მიმართეს. მათ გამოიყენებს ქიმიური იარაღი სახელად “Agent Orange” – სინთეტიკურად დამზადებული დეფოლიანტებისა და ჰერბიციდების ნაზავი, რომელსაც შეეძლო უდიდესი ტერიტორიები ამოეწვა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ იარაღს გააჩნია დიოქსინის მაღალი კოეფიციენტი, რომელიც იწვევს კიბოს და გენეტიკურ მუტაციას.

ასე გამოიყურება მანგროს მარადმწვანე ტყეები, მეკონგის დელტაში, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. მთელი ომის განმავლობაში, ვიეტნამის ტერიტორიის 14 %-ზე იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1962-1971 წ. წ ამერიკელებმა გამოიყენეს 77 მილიონი ლიტრი დეფოლიანტი, საიდანაც 44 მილიონი დიოქსინის მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.

რა თქმა უნდა ჯუნგლების დამუშავების პროცესში დეფოლიანტი ადამიანების დიდ რაოდენობაზე ხვდებოდა, რაც  ხშირ შემთხვევებში საშინელ დამწვრობას იწვევდა და მეტწილად ფატალურად მთავრდებოდა.

ქიმიური იარაღის მასშტაბურმა გამოყენებამ ვიეტნამში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მანგროს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა. ქიმიურმა იარაღმა მოიცვა ჯუნგლების 60 % და დაბლობების 30 %. ამ რაიონებში მხოლოდ მცირე ბალახი და ეკლები გადაურჩა ქიმიურ იარაღს, მაგრამ ისიც კი გამოუსადეგარი იყო ცხოველების გამოსაკვებად.

ეკოლოგიური ბალანსი მთლიანად დაირღვა. ნიადაგის და წყლის მიკრობიოლოგიური ბალანსი შეიცვალა,  მრავალი ჯიშის ცხოველი, თევზი და მწერი გაუჩინარდა. მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ქიმიური ნაზავის დიდი რაოდენობა დიდი ხნით დარჩა ნიადაგსა და წყალში, რაც ჯერ არ დაბადებულ ბავშვებსაც კი უქმნიდა საფრთხეს.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიური ნაზავი იწვევს უმეტესწილად სასუნთქი გზების ონკოლოგიურ დაავადებებს. ადამიანებს აღენიშნებათ ფილტვების პრობლემები და იმუნური სისტემის მოშლა, რაც მათ აგდებს ე. წ. „ქიმიური სპიდის“ მდგომარეობაში.

ის ასევე ძალიან მავნებელია ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვებისათვის, ამიტომაც მილიონობით ომის შემდომ დაბადებული ბავშვი, სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი გადახრით დაიბადა.

მუზეუმში წარმოდგენილია ომის შემდეგ დაავადებული ბავშვების უამრავი ფოტო, რომელიც 80-ან, 90-ან და 2000-ან წლებშია გადაღებული. (ანუ ვიეტნამის ომის დამთვრების შემდეგ მრავალი წლის მერე):

მუზეუმის ცენტრში განთავსებულია საშინელი ექსპონატი – ფორმალინით სავსე რეზერვუარში მოთავსებული ტყუპების გვამები, რომელთაც მუტაცია განიცადეს და ალბათ საბედნიეროდ, დედაც და ბავშვებიც დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ეს ტრაგედია დედის ორგანიზმზე დიოქსიდის მოქმედების შედეგია.

სტაფილოსფერი დარბაზი – აქ კარგად ჩანს აშშ-ს დანაშაულის მთელი სისასტიკე ვიეტნამში.

მუზეუმის მთავარი შენობის გვერდზე მდებარეობს სამხრეთ ვიეტნამური ციხე. ომი გამოირჩეოდა სისასტიკით ორივე მხრიდან და ტყვეებს ნაკლებად ინდობდნენ. ტყვედ მოხვედრა ნიშნავდა, რომ ადამიანს მოუწევდა აუტანელი ტანჯვა-წამების განცდა. ყველაფერი ეს ხდებოდა აი ასეთ ციხეებში.

ღია საკნები, სადაც უფრო ადვილად შეიძლებოდა ტყეებისათვის თვალყურის დევნა.

წამების ინსტრუმენტები, ჯოხები და სატელეფონო აპარატები, რომლის მეშვებით დატყვევებულს დენს ურტყამდნენ.

გილიოტინა და ყუთი მოკვეთილი თავებისთვის.

მწოლიარე საკნები

ამერიკელების მიერ ვიეტნამში  გამოყენებებადი იარაღი – ნემსების ბომბი. ბომბის აფეთქების შემდეგ, ყველა მიმართულებით იფანტებოდა პატარა ნემსები. ასეთი ნაფანტები რენტგენზეც კი ცუდად ჩანს, რაც ართულებს სამედიცინო დახმარებას. ასეთი ტიპის ბომბი აკრძალულია 1980 წ გაეროს კონვენციის მიხედვით.

მინა-პეპელა

ბურთულების ბომბი, მუშაობს ნემსების ბომბის პრინციპით და აკრძალულია გაეროს იმავე კონვენციით.

ეზოში წარმოდგენილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა.  შემტევი თვითმფრინავი A-1 Skyraider. ეს თვითმფრინავები მონაწილეობას იღებდნენ 1964 წ. 5 აგვისტოს პირველ იერიშზე ჩრდილოეთ ვიეტნამზე.

ავიაბომბები, რომლითაც ფაქტიურად გატენილი იყო ვიეტნამი ჯუნგლები.

8 წლის განმავლობაში ამერიკელებმა ვიეტნამში 17 მილიონი ბომბი ჩამოაგდეს და 218 მილიონი საარტილერიო ჭურვი ააფეთქეს.

დღევანდელი ბლოგი კი გვურს  სიმბოლურად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათით დავამთავროთ. ეს არის ნიკ უტის ფოტო, რომელიც მან გამოაქვეყნა „Associated Press”-ში. ფოტომ მთელ მსოფლიოს უჩვენა ვიეტნამის ომის ნამდვილი სახე. ფოტოზე ჩანს 9 წლის გოგო, კიმ ფუტი, რომელსაც ნაპალმის დამწვრობები აღენიშნება.

1972 წ. 8  ივნისს, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი მიემართებოდა სახელისუფლებლო ქვედანაყოფებისაკენ, როდესაც ამერიკელ პილოტს შეეშალა და ისინი ჯარისკაცებად მიიჩნია და ჩამოაგდო ნაპალმის ბომბები.

საავადმყოფოში გოგონას დამწვრობები სასიკვდილოდ მიიჩნიეს, მაგრამ ის მაინც გადარჩა და 17 პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა სახლში. 1992 წ. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი კანადაში და თავის ოჯახთან ერთად ონტარიოს პროვინციაში ცხოვრობს.

 

2 COMMENTS

  1. Cveynierebis checmnidan adamianebs boroti sulebi martaven, arasrulyopili adamianis biologiuri tvalebi mat ver xedavs, magram mat sacmeebs bibliidan gmerti amxels, es mmartveloba male gvtiuri omit dasruldeba, gagrzeldeba dedamiwaze maradiuli sicocxle cristes metaurobit, romelic zecidan momartavs wminda sulis mechveobit adamianebs gvtis mosawonad, yvelanairi tkivili warsuls chabardeba, dasamowmeblad ixilet bibliidan Danielis meore tavis ormocdameotxe muxli, am mmartvelobis chedegebi ixilet gamocxadebis ocdameerte tavis mesame da meotxe muxlebidan,,,, adamianebma, romlebic ar icnoben gmerts criste mouwodebs ioanes mechvidmete tavis mesame muxlidan, tu rogor moictnen, rom gvtis mmartvelobis dros dedamiwaze gaagrzelon cxovreba maradiulad bednierebma,,, am sakitxis gamokvlevachi dagexmarebit, ewviet veb gverds JW.ORG

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here