Home რუბრიკები საზოგადოება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ილია დონაძის განცხადება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ილია დონაძის განცხადება

443

გვსურს, თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მივაწვდინოთ მთავრობას _ პრემიერს, ბატონ გიორგი გახარიას და ვიცეპრემიერს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომლის სამინისტრომ მიმდინარე წლის ივნისში სოფელ ლიხაურში არსებულ მდინარე აჯისწყლის ნაპირებზე სამუშაოები ჩაატარა და მდინარის ოდნავ ადიდებამ ის შედეგი გამოიღო, რომ დაგვიშრა ღელე (რუ), რომელიც იწყებოდა გაბმული ხიდის მიმდებარე მიდამოსთან და წარმოადგენდა აჯისწყლის განტოტებას. 

დიახ, ერთი თვეა მას შემდეგ, რაც ღელე დაშრა, დაიწრიტა და განმკითხავი არავინაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მუშაობის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე წერილი გავგზავნეთ ზემდგომ ორგანოებში, მაგრამ ხალხისათვის ვერავინ მოიცალა _ ჯერ ხომ არჩევნები არ არის, ამიტომ არავინ შემოგვხმიანებია. ღელე, რომელიც თითქმის ასი წლისაა, წყალს აწვდიდა 22 ოჯახს, ერთ საკალმახე მეურნეობას, ოთხ ტბას, რომელებშიც დაიხოცა და იხოცება თევზები, ხუთ წისქვილს. ხოლო ეს წისქვილები კი მთლიანად სოფელს და არა მხოლოდ ჩვენს სოფელს ემსახურებოდა…

არის სხვა დარღვევებიც, რომლებიც მდინარის ძლიერი ადიდებისას ან წყალმოვარდნისას იჩენს თავს და მის გასწვრიც არსებულ სავარგულებს თავის ღობიანად და “გასწორხაზოვნებისთვის” გამოყოფილ ფულს _ 47000 ლარს, შავ ზღვაში ჩაიტანს.

გვსურს, თქვენი გაზეთის მეშვეობით ხმა მივაწვდინოთ მწვერვალზე ასულ მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს.

პატივისცემით და იმედით,
ილია დონაძე
აგრეთვე: ი. დონაძე, გ. ცეცხლაძე, ნ. უტიაძე,
ნ. ცეცხლაძე, თ. გორდელაძე, მ. მოხუა,
დ. შილაკაძე, ბ. გირველიძე, კ. ცეცხლაძე,
მ. ხიზანეიშვილი, კ. ლომჯარია,
ი. სალუქვაძე, გ. გორდელაძე,
ნ. თაყაიშვილი, ი. ხომერიკი, ნ. საგინაძე,
ა. სალუქვაძე, გ. დონაძე, ნ. ქემერთელიძე,
მ. შილაკაძე, მ. ჭანტურია, ლ. დონაძე და სხვ.
ოზურგეთი, ლიხაური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here