ოთხშაბათიდან, 29 ნოემბრიდან, ყველგან, სადაც იყიდება გაზეთები, იკითხეთ “საქართველო და მსოფლიოს” ახალი, 44-ე ნომერი!

    1205
    გააზიარეთ

    “საქართველო და მსოფლიოს” ახალ ნომერში წაიკითხავთ:

    * “12 მოციქული” 30 ვერცხლის რიგში
    ქართველი მღვდელმთავრების ნაწილი ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად დაიბარეს
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებიდან მეორე დღესვე ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო. ვინაიდან ვიზიტი “გაცნობითი ხასიათისაა”, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 12 მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის (საქართველოდან 11 სასულიერო პირი გაემგზავრა, ადგილზე მათ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა შეუერთდა, სიმბოლურია რიცხვი 12) აშშ-ში ვიზიტი შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგან უწმინდესის ისტორიული გადაწყვეტილება, სიცოცხლეშივე დაესახელებინა მოსაყდრე, ყველასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სწორედ ამ ვიზიტის დაწყებას დაასწრო პატრიარქმა მოსაყდრის ვინაობის გაცხადება.

    * “ჩვენი მღვდელმთავრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად არ მიუწვევიათ ვაშინგტონში
    “არამართლმადიდებლურ კონფერენციაზე ქართველი მღვდელმთავრების მოწვევის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო და საეპისკოპოსო კანდიდატებად წამოყენებული იყვნენ ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები”.

    * ”პატრიარქის შემოდგომა
    უწმინდესის მიერ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც საზოგადოების, ასევე მაღალი იერარქიის სასულიერო პირთათვისაც… ახლა უკვე ვიცით, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მეუფე შიო გაუძღვება და ილია მეორემ ამის გაცხადებით პატრიარქის კარზე ინტრიგებს ბოლო მოუღო.

    * ”გავყიდი მამულს, ვიყიდი ჯაველინს
    ვაშინგტონი მოსკოვთან უკანასკნელ ქართველამდე იბრძოლებს

    * ტერორიზმთან ბრძოლა ლობიობა არ არის
    22 ნოემბერს სპეცოპერაცია და მასთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანი ტესტია იმის დასადგენად, სახელმწიფო ვართ თუ, უბრალოდ, დასახლებული ტერიტორია, ერი თუ ტომი, საზოგადოება თუ ბრბო.

    * “ტერორისტული საფრთხე, ზოგს რომ ჰგონია, აცილებული გვაქვს, სინამდვილეში, შესაძლებელია, ყველაზე მეტად გვემუქრება
    ცნობილი ექსპერტების შეფასებები 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

    *რატომ ჰგონია აშშის ელჩს, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს
    ბატონ იან კელის, ალბათ, ჰგონია, ქართველ ხალხს დაავიწყდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებასა და მის იმჟამინდელ ელჩებს საქართველოში კრინტი არ დაუძრავთ 2008 წლის ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების მხეცურად დარბევაზე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ, მაშინ არ გახსენებიათ ამერიკელებს, რომ “მოსახლეობის უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი”.

    * “საქართველო _ აუტსაიდერი პენსიებისა და საშუალო ხელფასის მხრივ
    რამდენია პენსია და საშუალო ხელფასი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
    საქართველო, პენსიების მიხედვით, არა მხოლოდ ევროპასა და მსოფლიოშია აუტსაიდერი, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. საშუალო ხელფასის მხრივ კი მას უსწრებს არა მხოლოდ მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ომებისგან გაწამებულ-გაპარტახებული ლიბანი და ერაყიც.

    * ”წადი გენაცვალე! ქართველებს თავზე ტომრები ჩამოაცვეს და უკრაინიდან გააძევეს

    გააზიარეთ

    დატოვეთ კომენტარი

    Please enter your comment!
    Please enter your name here