Home ახალი ამბები საქართველო ორი თურქული მარყუჟი

ორი თურქული მარყუჟი

მეზობელი სახელმწიფოების პირდაპირი აგრესიისგან საქართველოს, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორი იცავს

833
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა და ინაუგურაციის  ცერემონიაც გაიმართა. პრეზიდენტი კვლავაც რეჯეფ თა ერდოღანია. საქართველოში ბევრი გახარებულია ამ ფაქტით, ბევრიც იმედგაცრუებული იმის გამო, რომ პრეზიდენტად ქემალ  ქილიჩდაროღლუ ვერ გავიდა. რა უხარიათ  ან რა  წყინთ ქართველებს?

ერთნი გახარებულნი არიან იმით, რომ ერდოღანის გამარჯვება თურქეთში ამერიკული (ლიბერალური) ფლანგის დამარცხებასა და კონსერვატორულ ღირებულებათა გამარჯვებას ნიშნავს; მეორენი კი პირიქით, ამერიკულ-ლიბერალური კურსის დამარცხებასა და კონსერვატორთა გამარჯვებას გლოვობენ. რატომ, რას ნიშნავს საქართველოსთვის  ან ერთი,  ან მეორე?

ეს არ არის ისეთი მარტივი საკითხი, მცირე  მოცულობის ერთ სტატიაში რომ ჩაეტიოს, მაგრამ ზოგადი ტენდენციების შესახებ მსჯელობა, ალბათ, შეიძლება.

თურქეთში ქემალ ქილიჩდაროღლ გამარჯვება ამერიკული (ლიბერალური) პოლიტიკის გამარჯვებას ნიშნავდა, ომელი საქართველოში ამავე მიმართულების ძალებისა და მათი ამერიკლი პატრონებისთვის სტიმულის მიმცემი იქნებოდა.

პროამერიკელი კანდიდატის გამარჯვება რეგიონში ამერიკული გავლენის გაძლიერების წინაპირობას შექმნიდა და საქართველოშიც ავტომატურად გამოიწვევდა პროამერიკული განწყობილებების ზრდას, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით _ თვით  ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლითა და რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნით. აი, რატომ უჭერდა მხარს ქართველთა ეს ნაწილი ქილიჩდაროღლუს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებას კი ქართველთა ის ნაწილი უჭერდა მხარს, რომელსაც ამერიკული ლიბერალური (ფაშისტური) ძალებისთვის აღვირის ამოდება სურდა. მით უფრო, რომ მათ შესანიშნავად იციან, ეს რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს. ეს ნაწილი ფიქრობდა, რომ თურქეთის ხელისუფლების სათავეში ერდოღანის დარჩენა, რომელსაც, მიუხედავად ნატოს წევრობისა, ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გზით მიჰყავს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კიდევ უფრო მყარ პირობებს შექმნის, ვიდრე დღეს არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე, მისი ზოგადი მასშტაბებიც უნდა შემოვფარგლოთ. როგორი დაუჯერებელიც უნდა ჩანდეს, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელზეც თურქეთ გავლენა ქვ, სულ ცოტა, სამ რეგიონს აერთიანებს: ახლო აღმოსავლეთ, კავკასიასა და ცენტრალურ  აზიას, ამიტომ აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა იმას, რა პოლიტიკური განწყობილებები იმძლავრებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში. თურქეთის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: პოლიტიკურეკონომიკური, გეოგრაფიული და სამხედრო. თურქეთი დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე  85-მილიონიანი სახელმწიფოა, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ ამ ფაქტორს აძლიერებს მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობაც. მის ხელშია ორი სრუტე – ბოსფორი და დარდანელი, რომლებსაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო გეოპოლიტიკის მთავარი არტერია. თურქეთი ევროპისა და აზიის გასაყარზე (თუ შესაყარზე) მდებარეობს და ორივე კონტინენტისთვის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია სამხედრო ფაქტორი; კერძოდ ის, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. უკიდურესად გამარტივებული ეს დახასიათებაც კი საკმარისია ამ სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის წარმოსადგენად და გასააზრებლად. თურქეთი ურთულესი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა პატარა საქართველოსთვის მარტივი ვერ იქნება. დაძაბულობამ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა, რომელიც ორ ტურად წარიმართა, კარგად წარმოაჩინა თურქეთთან ჩვენი ურთიერთობის სირთულე.   ერდოღანის გამარჯვება, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების გარანტიას მართლაც ქმნის, რადგან რუსოფობიით გაჟღენთილ ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვება ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, ამიტომ მისასალმებელია, რომ ინაუგურაციის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო. ერდოღანის გამარჯვება ქმნის იმის პირობებს, რომ ამერიკული დამპყრობლური და ყოველმხრივ გამანადგურებელი პოლიტიკა ბოლომდე ვერ გაბატონდება, თუმცა ქართველებს ეს ოდნავი დამშვიდების საშუალებასაც არ გვაძლევს, რადგან საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც პროამერიკული, ასევე პრორუსული თურქეთი. საქმე ის არის, რომ ბოლომდე პროამერიკული თურქეთი (ისეთი, როგორიც იგი ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა) ჩვენთან  უდავოდ გააძლიერებდა რევანშისტულ-ფაშისტურ ძალებს, რაც დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა, მაგრამ არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ დღევანდელი, თუნდაც რამდენადმე მაინც პრორუსული თურქეთი დიდი თურქეთის (თურანი) რესტავრაციისკენ  დაუოკებელი და დაუფარავი მისწრაფებით საქართველოსთვის მძიმე საფრთხის მქონეა. თურქეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მტრული და დამანგრეველი იქნება, მიუხედავად იმისა,  ვინ იქნება პრეზიდენტიპროამერიკელი ქემალ ქილიჩდაროღლუ თუ რუსეთის მიმართ მეტნაკლებად ლოიალურად განწყობილი რეჯეფ თა ერდოღანი. ამ სახელმწიფოს ორივე შემთხვევაში ექნება ის მარყუჟი, რომლითაც საქართველოს მოხრჩობაა შესაძლებელი. რაც მთავარია, თურეთს  ყოველთვის ექნება ამის სურვილი, ამიტომ ქილიჩდაროღლუს დამარცხება და ერდოღანის გამარჯვება საქართველოსთვის   პანაცეა ვერ იქნება. არც აშშ, არც ევროკავშირს, არც თურქეთს და დედამიწის ზურგზე არც ერთ სხვა  სახელმწიფოს არ შეუძლია ჩვენთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის იმდენი და ისეთი გარანტიის მოცემა, რამდენიც და როგორიც  რუსეთს. საქმეში ჩაუხედავთათვის როგორ დაუჯერებელიც უნდა იყოს, დღესაც, რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არქონის ვითარებაშიც, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან პირდაპირი აგრესიისგან საქართველოს, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორი იცავს. ამჯერად დანარჩენ მეზობლებზე არ ვისაუბრებ, მხოლოდ თურქეთის საკითხით შემოვიფარგლები. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ თურქეთში ამერიკული ინტერესის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ამერიკული გავლენა მოვა, ძალიან ცდება. ასეთ შემთხვევაში, საქართველო მთლიანად თურქული გავლენის ქვეშ მოექცევა. ხოლო თურქეთში პრორუსული ტენდენციების გაძლიერების შემთხვევაში საქართველოში თურქული ინტერესები დარჩება, მაგრამ დარჩება რუსული ინტერესებიც, ამიტომ რუსული ფაქტორი, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდი, როგორც საქართველოს დამცავი მექანიზმი, იარსებებს. დანარჩენი ჩვენს გონიერებასა და გამჭრიახობაზე, ჩვენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ალღოზე იქნება დამოკიდებული.

ამიტომ სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება პროგრესული მოვლენაა, როგორც თურქეთის, ასევე რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ჩათვლით. კარგია, რომ საქართველოს მთავრობა ამ ისტორიულ ფაქტს მართებულად აფასებს  და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს. სხვათა შორის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა საინტერესო განცხადება გააკეთა: ”თურქეთის პრეზიდენტს აქვს შანსი, რომ გამოვიდეს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლში, როგორც მან ეს ხორბლის მიწოდებაზე შექმნილი კრიზისის დროს გააკეთა”. მართალს ამბობს უნგრეთის ლიდერი იმ ნაწილში, რომ ერდოღანს (თურქეთის სახელმწიფოს მნიშვნელობის გათვალისწინებით) მართლაც შესწევს ძალა, გავლენა იქონიოს მიმდინარე პროცესზე, მაგრამ არ ვიცი, ბატონი ორბანი ამ შემთხვევაში რამდენად ითვალისწინებს კოლექტიური დასავლეთის დესტრუქციულ როლს, რომელსაც მუდმივად ექნება მცდელობა, რომ ყველა სასიკეთო ჩანაფიქრი საფუძველშივე მოსპოს. მიუხედავად ამისა, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, რადგან, როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა: ჩვენ, როგორც ყლუპი სუფთა ჰაერისა, გვჭირდებოდა ერდოღანის გამარჯვება. მას რომ არ გაემარჯვა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავდით ადამიანს, რომელიც ომის მოწოდებით გამოვიდოდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა”.

ვალერი კვარაცხელია                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here