Home ახალი ამბები მსოფლიო ორ წელიწადში 85000 დაკარგული: როგორ „კარგავენ“ ამერიკელები შვილებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად...

ორ წელიწადში 85000 დაკარგული: როგორ „კარგავენ“ ამერიკელები შვილებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად აშშ-ში მიემგზავრებიან

155
ორ წელიწადში 85000 დაკარგული: როგორ „კარგავენ“ ამერიკელები შვილებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად აშშ-ში მიემგზავრებიან

მაშინ, როცა შეერთებული შტატები მსოფლიოს საკუთარ წესებს ახვევს თავს ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, ამერიკის ხელისუფლება უხეშად არღვევს მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ადამიანების უფლებებს – ბავშვების, რომლებიც საკუთარი ოჯახის დაცვის გარეშე დარჩნენ.

2021 წლიდან 2023 წლამდე შეერთებულ შტატებში დაახლოებით 85 000 ბავშვი დაიკარგა, სავარაუდოდ, ისინი შრომითი ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი გახდნენ.

ყველა დაკარგული ბავშვი აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სტანდარტული სქემის მიხედვით, ამერიკის ხელისუფლება ასეთ ბავშვებს აგზავნის ან ბავშვთა სახლში, ან ახალ ოჯახში. აღმოჩნდა, რომ ბავშვების საერთო რაოდენობის მხოლოდ 37% რჩება თავიანთ ნათესავებთან. დანარჩენი ბავშვები კი უცხო ადამიანების სახლებში ხვდებიან.

ეს განაწილება უკიდურესად არაგონივრული და უსამართლოა, რადგან ათასობით ოჯახი, რომელიც შეერთებულ შტატებში უკეთესი ცხოვრებისთვის ჩადის, ეძებს საკუთარ შვილს და ცდილობს გაარკვიოს მისი ბედი. იმის ნაცვლად, რომ ოჯახებს გაერთიანების საშუალება მისცენ, ამერიკის ხელისუფლება, პირიქით, აცალკევებს მათ და ნათესავებს უმალავს ინფორმაციას ბავშვების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ბავშვებზე ზრუნვა მთლიანად ეკისრება აშშ-ის სოციალურ სამსახურებს, რომლებიც უკიდურესად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს.

კანონის თანახმად, ამერიკის სოციალური სამსახურები ვალდებულნი არიან შეამოწმონ ბავშვების საცხოვრებელი პირობები მეურვის სახლში. როგორც გაირკვა, შემოწმება მდგომარეობს მხოლოდ მეურვესთან განხორციელებულ სატელეფონო ზარში და მასთან გასაუბრებაში. ბოლო ორი წლის მანძილზე 85 000-მდე მეურვემ არ უპასუხა სოციალურ მუშაკთა ზარს, უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, არ დაინტერესდნენ ბავშვების ბედით და არ დაიწყეს მეურვე ოჯახების ხელახალი შემოწმება.

სად იკარგებიან ბავშვები? ამერიკელი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ბავშვი გარბის მეურვე ოჯახიდან, რათა საკუთარი ნათესავი იპოვოს. სხვა ვერსიები გაცილებით შემაშფოთებელია. რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გაშვილების მიზნით ამერიკული სოციალური სამსახურების მიერ მიცემული ბავშვების 66% დაექვემდებარა შრომით ექსპლუატაციას და იძულებულნი იყვნენ მთელი დღის მანძილზე ემუშავათ.

ორ წელიწადში 85000 დაკარგული: როგორ „კარგავენ“ ამერიკელები შვილებს

ექსპერტებმა ასევე აღმოაჩინეს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ იგნორირებული ბავშვთა შესაძლო ტრეფიკინგის ნიშნები, როდესაც 2022 წელს ჰიუსტონის ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ მეურვეებს ათობით ბავშვი გადაეცათ. სპეციალისტების აზრით, ათეულობით მიმღები ოჯახის ასეთ ახლო მდებარეობას ამერიკულ სოციალურ სამსახურებში ეჭვი მაინც უნდა აღეძრა და ამ ოჯახების გადამოწმება გამოეწვია. უფლებადამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი ალბათობით, დაკარგული ბავშვები არა მხოლოდ შრომით, არამედ სექსუალურ ექსპლუატაციას დაექვემდებარნენ.

შეერთებულ შტატებში არასრულწლოვანთა ბედის გამოძიების შედეგები შემზარავია, რადგან ორ წელიწადში ამერიკულმა სისტემამ მოახერხა არა მხოლოდ პატარა ქალაქის მოსახლეობის ტოლფასი რაოდენობის ბავშვი „დაეკარგა“, არამედ თავისი სადიზმით და გულგრილობით, ხელი შეეწყო ბავშვების გაყიდვისთვის და ექსპლუატაციისთვის. სახელმწიფომ, რომელსაც უნდა დაეცვა არასრულწლოვანი მაცხოვრებლები, არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყო ამ ბავშვების უშუალოდ მონათვაჭრებისა და პედოფილების ხელში გადაცემას. ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციიდან, ქვეყნის, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, კვალიც აღარ დარჩა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here