Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიცია ითხოვს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა  ამაში ხელს არავინ უშლის

ოპოზიცია ითხოვს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა  ამაში ხელს არავინ უშლის

450
ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების„ დაცვის“ აქციაზე

დასავლეთმა კარგად იცის, რასაც აკეთებს. აქციის მონაწილეებს  უმაღლესი პირების შეურაცხმყოფელი პლაკატები უჭირავთ ხელში და ცდილობენ, ხელისუფალთ წონასწორობა დააკარგვინონ – მათ ნერვებმა რომ უმტყუნოს და აქციის მონაწილეები დაარბიონ; რათა  მერე მსოფლიოს ანახვონ, რომ თურმე მოქმედი ხელისუფლება რამდენიმე ათეულ ადამიანს შეკრების უფლებას არ აძლევს და ეშინია მათი, ეშინია მაშინ, როცა ისინი  საფრთხეს არ ქმნიან.

საქართველომ ავღანურ მისიაში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაკარგა. ყველაზე მძიმე შემთხვევა 2013 წლის 6 ივნისს მოხდა, როცა ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქართულ ბაზასთან  სატვირთო ავტომობილი ააფეთქა.  7 ქართველი სამხედრი ადგილზე დაიღუპა,  9 –  მძიმედ დაშავდა… სამწუხაროდ, ეს არ იყო ქართველი სამხედროების დაღუპვის ბოლო  შემთხვევა, მას შემდეგ კიდევ არაერთი ქართველი დაეცა  ავღანეთის  მიწაზე.

დასავლელი პარტნიორები   საჯაროდ აღნიშნავდნენ, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე  მრავალრიცხოვანი  კონტინგენტით იყო წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში და… მსხვერპლიც ყველაზე მეტი ჰქონდა. გავიდა რამდენიმე წელი და ამერიკელმა  და ნატოს სამხედროებმა ავღანეთი დატოვეს. ამერიკელები ავღანეთიდან გავიდნენ და  დაახლოებით 3 მლრდ დოლარის შეიარაღება დაუტოვეს მანამდე ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილ „თალიბანს“. ხელისუფლების სათავეში მოსული თალიბები საერთაშორისო ასპარეზზე აპირებენ გასვლას და დასავლეთი მათთან პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას არ გამორიცხავს. არც ამერიკელებსა და არც ევროპელებს საქართველოსთვის არ აუხსნიათ ამ გადაწყვეტილების მიზანი თუ მიზეზი და მერე რა, რომ იმ მისიებში  ათეულობით ქართველი დაეცა. ჰოდა, ახლა  ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს საყვედურობენ: ნატოს წვრთნებში არ მონაწილეობთ და არც საქართველოს ტერიტორიაზე გსურთ წვრთნების ჩატარებაო. ჯერ ერთი, თუ ქართველი ჯარისკაცები გასაწვრთნელები იყვნენ, საერთოდ, რატომ წაიყვანეს მისიებში და, თუ გაწვრთნილები არიან, ახალი წვრთნები ვინმეს გასაღიზიანებლად ხომ არ არის მოფიქრებული?

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას მკაფიოდ თქვა, –  უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი  მიზეზი ნატოს შესაძლო გაფართოება იყოო. ჰო, სწორედ რომ შესაძლო, რადგან  წლების გაანმავლობაში გვესმის, რომ უნდა მიგვიღონ ნატოში, აი, მაპ-ი არ მოგვცეს, მაგრამ მოგვცეს მაპ-ზე უკეთესი და ასე გრძელდება წლიდან წლამდე. მერე, როცა ევროპელი ლიდერები თანამდებობებს ტოვებენ (მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი), საჯაროდ  აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს, რომ ეს თვითონ  ნატოს არაძლევს ხელს. სწორედ ეს თქვა პრემიერმა: მიღება თუ გსურთ, დღესვე მიგვიღეთ, თუ არა და თავი დაგვანებეთო. ანუ, ღარიბაშვილმა გაიმეორა ის, რასაც არაერთი წელია, ვწერთ და ამან დასავლეთი ძალიან გააღიზიანა. დასავლელებმა შესანიშნავად  იციან სიმართლე, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი აკრძალულია, რადგან, მოსახლეობამ სიმართლე რომ შეიტყოს,  დასავლეთი სრულიად გაშიშვლდება და მის გვერდით დგომის სურვილი არავის ექნება. რადგან ღარიბაშვილი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ არანაკლებ   მწვავე განცხადებებით გამოირჩევა მისი უნგრელი კოლეგა, მაგრამ ვიქტორ ორბანის სიტყვებს მალე მიაფუჩეჩებენ ხოლმე, რადგან უნგრეთი 10-მილიონიანი სახელმწიფოა, ნატოსა და ევროკავშირის წევრია და მისი „დაჩაგვრა“ საერთაშორისო დონეზე არ გამოდის, აი, საქართველოს დაჩაგვრა-დაშანტაჟება კი შეიძლება. ვაჭრობა შეიძლება ნატოსა და ევროკავშირში მიღების მუდმივი პერსპექტივით,  რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში  ნატოსა და  ევროკავშირს  ერთი ნაბიჯითაც არ მივახლობივართ. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რასაც თავს გვახვევენ, რეალურად არაფერს ნიშნავს. ეს არის დროის გაყვანისა და რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკაზე აგებული ქმედება, რომელსაც სახელად „დემოკრატიული რეფორმები“ დაარქვეს, სინამდვილეში კი, რომ დასჭირდეთ, ნატოც და ევროკავშირიც ზუსტად ერთ კვირაში გაგვიღებენ კარს, როგორც ეს ახლახან ფინეთის მაგალითზე მოხდა. ასე რომ მოხდეს, მერე ყველაფერი დასრულდება, პირველ რიგში დასრულდება საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა, შანტაჟი და სწორედ ეს არ სურს დასავლეთს. მერე, როგორც ტოლ-სწორს, ისე უნდა გვესაუბრონ და ამას არ დაუშვებენ, არ დაუშვებენ თუნდაც იმიტომ, რომ  კავკასიაში სავაჭრო რეალურად მხოლოდ საქართველოსთან აქვთ, ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი, სახმელეთო საზღვარი რუსეთთან და ამიტომ დასავლეთისთვის იდეალური ვარიანტია. შედარებისთვის: ეს ყველაფერი რომ არ გვქონდეს, გაგვიმეტებდნენ, როგორც თავის დროზე გაიმეტეს იუგოსლავია, და ნატოს ჯარები დაგვბომბავდნენ ისე, თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ახლა კი, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ეს ყველაფერი არ გამოდის და მაშინ, როცა ბელგრადში ნატოს ჯარები სამშობიარო სახლებსა და საბავშვო ბაღებს ბომბავდნენ, ინტერნეტის ეპოქა და სოციალური ქსელები რომ ყოფილიყო, ეგებ ამის გაკეთება ვერ გაებედათ. ისიც გავიხსენოთ, რომ ინტერნეტის ეპოქას ნატოს ჯარებისთვის ხელი არ შეუშლია, მათთვის არასასურველი სირია მიწასთან გაესწორებინათ და არაერთი ქალაქი აღეგავათ პირისაგან მიწისა. ისე, თუ  დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს ეძახიან ყველგან, დიდსა თუ პატარა ფორუმზე და აძლევენ შესაძლებლობას არა მხოლოდ სიტყვით გამოვიდეს, არამედ კითხვებს უსვამენ, ინტერვიუს ართმევენ და ხშირად ამეორებინებენ, რომ საქართველო არ აპირებს ომში ჩართვას, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობის მომხრეა, რომ რუსეთთან აგვარებს სავაჭრო ურთიერთობებს, რომ არ უერთდება სანქციებს… და შემდეგ ყოველი ასეთი განცხადება დასავლელი დიპლომატების განხილვის საგანი ხდება და ისინი იყენებენ ყველა ტრიბუნას, რომ საქართველოს პრემიერის სიტყვები, ინტერპრეტირებულად გაიმეორონ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ ვემხრობით რომელიმე მხარეს, თითქოს გვსურს, ომი გაგრძელდეს, თითქოს არ ვამართლებთ რომელიმე დასავლური ქვეყნის გადაწყვეტილებას. ისე ჩანს, საერთაშორისო დონეზე ამწიფებენ აზრს, რომ საქართველომ კურსს გადაუხვია, რომ რაღაც სხვა უნდა და, თუ ისე მოხდება, რომ დასავლეთი (და არა ოპოზიცია) ქუჩაში ხალხის გამოყვანას მოახერხებს, მერე უფრო მარტივად იტყვიან: ხომ გეუბნებოდით, იქ ხალხი უკმაყოფილოა, მთავრობას აღარ ენდობაო. ახლაც, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით: მოგვეცით გამოხატვის თავისუფლება! ანუ, ოპოზიცია გამოვიდა აქციაზე და ითხოვს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა  ამაში ხელს არავინ უშლის. აბსურდია? არა, არ არის აბსურდი, დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. აქციის მონაწილეებს  უმაღლესი პირების შეურაცხმყოფელი პლაკატები უჭირავთ ხელში და ცდილობენ, ხელისუფალთ წონასწორობა დააკარგვინონ –  ნერვებმა რომ უმტყუნოს, აქციის მონაწილეები დაარბიონ, რათა მერე მსოფლიოს ანახვონ, რომ თურმე მოქმედი ხელისუფლება რამდენიმე ათეულ ადამიანს შეკრების უფლებას არ აძლევს, რომ ერთი მუჭა პროტესტანტების ეშინიათ და ეშინიათ მაშინ, როცა ისინი  საფრთხეს არ ქმნიან.  ეს არის ამ მცირერიცხოვანი აქციის მიზანიც და მიზეზიც, თორემ ბექა გრიგორიადისმა თავხედურად რომ სცადა პოლიციელების თავზე გადავლა და 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ საბაბი იყო ქუჩაში გამოსვლის. ის რომ არ დაეჯარიმებინათ, მეტს იზამდა, ყველაფერს გააკეთებდა, სანამ ბორკილებს არ დაადებდნენ.

ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიების გმირის, ლაზარე გრიგორიადისის( რომელიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა) მამამ პარლამენტთან კარავის დასცა

ამას წინათ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ამბობდა: როგორც კი გამოიდარებს, უწყვეტ აქციებს დავიწყებთ, თუნდაც სამმა კაცმა გაათენოს ღამე, აქციას მაინც უწყვეტი ერქმევაო. ესეც დასავლეთის შეკვეთა გვგონია,  იტყვიან, რომ აქციები ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მერე რა, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ღამეს რუსთაველზე გაათევენ, დიდი-დიდი, 10-მდე თუ იქნება.  მარტივი მისახვედრია, რომ დასავლეთი ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით გადადის გადამწყვეტ იერიშზე. მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლა და სათავეში მათთვის სასურველი ძალის მოსვლაა, ისეთის, რომელიც დაუფიქრებლად გახსნის მეორე ფრონტს, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს დასავლეთის მითითებას, მონურად შეასრულებს ყველა რეკომენდაციას.

რიგითი ადამიანები აცნობიერებენ, რომ დასავლეთი არც ნატოში მიგვიღებს და არც ევროკავშირში. სტატუსს რაც შეეხება, ყველაზე კარგი მაგალითი მეზობელი თურქეთია,  ქვეყანა, რომელსაც 23 წელზე მეტია, კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ ევროკავშირში მისი  მიღება სერიოზულად  არ განიხილება. რატომ? იმიტომ, რომ თურქეთი არ ასრულებს ყველა რეკომენდაციას და მათ შორის ერთ-ერთ უთავრესს – არ აკანონებს ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინებას, არ უწყობს ხელს და არ ანებებს დემონსტრაციის გამართვას ლგბტ თემს. საქართველოსაც ხომ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეუფასა დასავლეთმა კონსტიტუციაში ჩაწერილი ოჯახის რაობაქალის და კაცის ერთობა. სხვათა შორის, როცა ეს ღარიბაშვილმა უნგრეთში გაიმეორა, მას სექსუალური უმცირესობის დისკრედიტაციაში დასდეს ბრალი, ამიტომაც ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და,, თუ ამას ბოლომდე გაიტანს,  ნამდვილ თავისუფლებას სწორედ მაშინ მოვიპოვებთ.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here