Home ახალი ამბები მსოფლიო ნიდერლანდები 23,5 მილიარდ ევროს დახარჯავს მოქალაქეებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების კომპენსაციისთვის

ნიდერლანდები 23,5 მილიარდ ევროს დახარჯავს მოქალაქეებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების კომპენსაციისთვის

68
ნიდერლანდები მოქალაქეებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების კომპენსაციისთვის 23,5 მილიარდ ევროს დახარჯავს

ჰოლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა 23 მილიარდ ევროზე მეტი გამოყოს ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის კომპენსაციისთვის, ნათქვამია ჰოლანდიის ხელისუფლების პრესრელიზში.

თანხა მოხმარდება „ზამთრის დასაწყისში შინამეურნეობების დასახმარებლად“, ნათქვამია დოკუმენტში. ამ თანხიდან ყველა მომხმარებელი ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გადახდისას თვეში 190 ევროს ფასდაკლებას მიიღებს.

1 იანვრიდან ქვეყანაში შემოიღებენ წლიური ფასის ზღვარს: გაზზე ის 1,45 ევრო იქნება კუბურ მეტრზე, თუ მეურნეობა წელიწადში 1,2 ათას კუბურ მეტრს მოიხმარს. ელექტროენერგიაზე – 40 ცენტი კვ/საათში წლიურად 2,9 ათას კვ/საათამდე მოხმარების შემთხვევაში. ზღვარს ზემოთ გაზისა და ენერგიის ნებისმიერი რაოდენობის საფასურს მომხმარებელი გადაიხდის მიმწოდებლების ტარიფების მიხედვით, წერს TASS.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here