Home სხვადასხვა დაიჯესტი Newsweek:“უპრეცედენტო ნაბიჯი” საპასუხოდ აშშ-ის მცდელობისა, შექმნას ანტიირანული კოალიცია

Newsweek:“უპრეცედენტო ნაბიჯი” საპასუხოდ აშშ-ის მცდელობისა, შექმნას ანტიირანული კოალიცია

489
Newsweek:“უპრეცედენტო ნაბიჯი” საპასუხოდ აშშ-ის მცდელობისა, შექმნას ანტიირანული კოალიცია

თეირანი და მოსკოვი არა მხოლოდ გააფართოვებენ სამხედრო თანამშრომლობას, არამედ ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას საპასუხოდ ვაშინგტონის მცდელობისა, შექმნას ანტირუსული კოალიცია, _ წერს Newsweek -ი. როგორც ირანის სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა ჰოსეინ ჰანზადმა განაცხადა, ეს “გარდამტეხი მომენტია” თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურ ჰოსეინ ჰანზადის განცხადებით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს უპრეცედენტო მემორანდუმს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს დოკუმენტი, ჰანზიდის თქმით, “გარდამტეხი მომენტია რუსეთ-ირანის ურთიერთობაში. მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ ირანი და თურქეთი მალე ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას სპარსეთისა და ომანის ყურეებში, აგრეთვე, ორმუზის სრუტეში”.

“ამრიგად სწავლებები ჩატარდება ზუსტად იქ, სადაც, ვაშინგტონის ბრალდებით, ირანი ბოლო თვეების განმავლობაში თითქოს თავს ესხმოდა საერთაშორისო საზღვაო ხომალდებს”, _ აღნიშნავს Newsweek -ი.

როგორც პენტაგონში განაცხადეს, “ირანის მხრიდან საფრთხის გაძლიერების საპასუხოდ” ახლო აღმოსავლეთში უკვე გაიგზავნა დამატებითი ძალები: კერძოდ, 2,5 ათასი ჯარისკაცი, ავიამზიდი მოიერიშე ჯგუფთან ერთად და სტრატეგიული ბომბდამშენების ესკადრილია, _ წერს გამოცემა.

“მეტიც, _ ხაზგასმით აღნიშნავს Newsweek-ი, _ აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, შექმნან საზღვაო კოალიცია სპარსეთის ყურეში პატრულირებისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here