Home ახალი ამბები მსოფლიო ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ...

ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

32

შეერთებული შტატები და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. აშშ და ტაივანი მოლაპარაკებებს ახალი ინიციატივის ფარგლებში დაიწყებენ. აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ამ შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.

„ჩვენ ვგეგმავთ ამბიციური დღის წესრიგის მიღწევას, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უფრო სამართლიანი, უფრო აყვავებული და მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა.

ტაივანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მომავალ თვეში დაიწყება და ამან შეიძლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება გამოიწვიოს, რომელსაც კუნძული დიდი ხანია ელის.

„დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს ტაივანის მხარდაჭერის გაძლიერება სურს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის ჩინეთის მხრიდან გაძლიერებულ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. თავის მხრივ, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განუცხადა, რომ ჩინეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხელს მოაწერს ოფიციალურ სავაჭრო შეთანხმებებს ტაივანთან და მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ურთიერთობა კუნძულთან“, – წერს Reuters-ი. 

„ჩინეთი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვურჩევთ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მცდარი შეფასებები”, – აცხადებს ოფიციალური პეკინი.

შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია.

https://europetime.eu/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here